ალვარო ნეგრედო ოფიციალურად წარადგინეს, ახლა სტევან იოვეტიჩის ჯერია
"მანჩესტერ სიტის" შემტევთა რიგები ჯერ იანვარში შეთხელდა, როცა "ეტიჰადიდან" მარიო ბალოტელი "მილანში" გადავიდა სათამაშოდ.

ზაფხულზე მის კვალს კარლოს ტევესიც მიჰყვა, ვინც არჩევანი ტურინის "იუვენტუსზე" შეაჩერა. ბუნებრივი იყო, რომ ამბიციური კლუბი თავდასხმის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებდა. "ქალაქელებმა" ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჩაიგდეს ხელთ. "სიტიმ" ალვარო ნეგრედო უკვე წარადგინა. გადაწყვეტილია სტევან იოვეტიჩის ტრანსფერიც. მართალია, ოფიციალურ ვებგვერდზე კონტრაქტის დეტალები და ხანგრძლივობა მითითებული არ ყოფილა,

მაგრამ ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა მაინც დაადგინეს, რომ ესპანეთის ნაკრების წევრმა ხელშეკრულება 2017 წლის ივლისამდე გააფორმა, რომლის თანახმადაც კვირაში მისი ხელფასი 75 ათასი ფუნტი იქნება. "სევილია" 25 მილიონი ევროს კომპენსაციას მიიღებს. საბოლოო ჯამში კი, ბონუსების ჩათვლით, თანხა, შესაძლოა, 28-მდეც გაიზარდოს. ნეგრედო "სიტიში" კიდევ ერთ ყოფილ ანდალუსიელ ხესუს ნავასს შეუერთდება.

"ყველას დიდი მადლობა. "სევილიაში" გატარებული ოთხი წელიწადი დაუვიწყარი იყო. მადლობა სენიორ დელ ნიდოს, რომ მენდო თავის დროზე. ამ კლუბმა წარმოუდგენლად ბევრი რამ მომცა, მათ შორის ნამდვილი მეგობრები, დამაკავშირა უამრავ ფანტასტიკურ ადამიანს. მადლობა მწვრთნელებს, მადლობა ქალაქს, სადაც ჩემი შვილი დაიბადა. ამის წყალობით მე მასთან უკვე სამუდამოდ ვარ დაკავშირებული.

ფეხბურთში ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. როგორც ჩანს, ეს საფეხური უკვე გავიარე. ცხოვრებაში გაჩერება არ შეიძლება. "მანჩესტერ სიტი" ფანტასტიკური კლუბია. ნამდვილი გამოწვევა ჩემთვის. წინადადებები სხვა კლუბებისგან რომ მქონოდა, არსადაც არ წავიდოდი, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხესუსთან ერთად ისევ მომიწევს თამაში," - განაცხადა ალვარო ნეგრედომ.

გზა ბიჭობიდან კაცობამდე

სტევან იოვეტიჩის ამბავი ბრიტანულმა წყაროებმა ხუთშაბათს გვიან ღამით დაადასტურეს. "ქალაქელებმა" 23 წლის ჩერნოგორიელისთვის ბრძოლაში "იუვენტუსი" დაამარცხეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარიგება 25 ან 30 მილიონი ევრო დაჯდა, ფეხბურთელის ანაზღაურება კი კვირაში 100 ფუნტზე მეტი იქნება. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებდა იტალიური მასმედია რამდენიმე დღის წინ. სტევანმა ფლორენციაში 5 წელი გაატარა და სერია A-ში ჩატარებულ 116 შეხვედრაში 35 გოლის გარდა 23 საგოლე გადაცემა მიითვალა. ახლა კი გაგაცნობთ, თუ რა უთხრა ფეხბურთელმა goal,com-ს:

- ინგლისში გადასვლა ძალიან მიხარია. ამ თემაზე ჩემგან დამატებით რაღაცების ლაპარაკი ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. "სიტი" პრემიერლიგის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ნამდვილად ძალიან მინდა იქ ასპარეზობა. ბედნიერი ვარ, რომ მანჩესტერში მეგობარი მატეა ნასტასიჩი დამხვდება (სერბი მცველი "სიტიმ" 2012 წლის 31 აგვისტოს იმავე "ფიორენტინადან" შეიძინა. რედ).

განუმეორებელი გუნდიდან მივდივარ. "ფიორენტინასთვის" ჩემს გულში ადგილი ყოველთვის იქნება და სამუდამოდ მის გულშემატკივრად დავრჩები. იმედია, "იები" სკუდეტოსთვის ბრძოლას მოახერხებენ. მომენატრება ფლორენცია, რომლის ქუჩებში არაერთი დღე გამიტარებია და სადაც თითქმის ყველასთან ვპოულობდი საერთო ენას. შეიძლება გულშემატკივრები ამ წუთას გაღიზიანებულები იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს მათი უფლებაა.

მათზე არასოდეს ერთ გადაკრულ სიტყვასაც კი არ ვიტყვი. უბრალოდ მინდა, რომ ვთხოვო, ეცადეთ და გამიგეთ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. აქამდე რაც შემეძლო "ფიორესთვის" ყველაფერი გავიღე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა. ნუთუ ყველაფერი ასე ცუდია?

"ფიორენტინას" ახლა მარიო გომესი ჰყავს. მე მას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ აშკარაა, რომ ის მართლა ძალიან ძლიერია. კარგი იქნებოდა, მასთან ერთად თამაშის შანსი მომცემოდა, მაგრამ... ფლორენციაში პატარა ბიჭი ჩამოვედი და ახლა აქედან კაცად და ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად მივდივარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალვარო ნეგრედო "მანჩესტერ სიტიში" 9 ნომრით ითამაშებს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იოვეტიჩის ტრანსფერი დადასტურდა, რიგში მბაპეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
მეორე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში - კლუივერტმა იოვეტიჩის შედეგი გაიმეორა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE: 20 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
"ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩის დაბრუნებას ცდილობს
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ლიგა 1. VII ტური: ფალკაო ევროპის საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ახალი "მიდლსბრო" სამხრეთამერიკულ-ესპანური არომატით
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ტრანსფერ ONLINE: 18 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
"მონაკომ" მბაპეს ნომერი იოვეტიჩს უკვე გადასცა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
ტრანსფერ-online: 28 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
ნეგრედო: ამ წყვილთან თამაშის წინ არ მეძინა...
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
იგუაინის სინდრომი, ანუ ცენტრფორვარდების ძიებაში
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: ვინ იქნება პირველი წლის ბოლოს