ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

საინტერესო მატჩი გაიმართა ნიუ იორკში, სადაც "რეინჯერსს" სტუმრად აღმოსავლეთის ლიდერი "ვაშინგტონი" ეწვია, რომელსაც მანამდე ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული. დედაქალაქელებმა ამჯერადაც გაიმარჯვეს, ძირითადად მეტ ჰენდრიქსისა და ბრუქს ლეიჩის მონდომებით. პირველმა გოლი და შედეგიანი პასი, მეორემ კი დუბლი ჩაიწერა აქტივში. მაგრამ განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია დერენ ბუგარდის გოლი - ამ ჰოკეისტმა 2005-06 წლების სეზონის შემდეგ პირველი შაიბა გაიტანა. ესეც შემთხვევითობის ბრალი იყო - "რეინჯერსის" "პოლიციელმა" სლოუნის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ კონკურენტები არ თამაშობდნენ, "ვაშინგტონმა" ამ მოგებით რეგულარული ჩემპიონატის ლიდერობა მოიპოვა.

ყველასთვის მოულოდნელად ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს "კაროლინა", რომელმაც 7:1 გაანადგურა "ედმონტონი". ეს "ჰარიკეინზის" ზედიზედ მესამე საშინაო მოგებაა, რისი წყალობითაც პოლ მორისის გუნდი აღმოსავლეთის მეექვსე პოზიცია გამაგრდა.

შეწყდა "ვანკუვერ კენაქსის" ექვსმატჩიანი მოგებათა სერია. ამ გუნდის სვლა "მონრეალის" მეკარე კერი პრაისმა შეაჩერა, რომელმაც 34 დარტყმა მოიგერია და "შათაუტი" ჩაიწერა აქტივში. "კანადიენსი" მაინც ინარჩუნებს ჩრდილო-აღმოსავლეთ დივიზიონში ლიდერობას. "მონრეალთან" ახლოს იმყოფებდა "ოტავა". "სენატორებმა" გუშინ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს - 5:2 დაამარცხეს "ატლანტა", რომელიც ამ წაგებით პლეი ოფის ზონიდან გავარდა. ბოლო მატჩებში ბრწყინვალედ გამოიყურება ჯეისონ სპეცა - ამჯერად მან დუბლი და ერთი შედეგიანი პასი გაიფორმა.

"ტამპა ბეიმ" მოგებით დაასრულა გასვლითი ტურნე. "ტორონტოს" განადგურებაში დიდი წვლილი დაიდო შარშანდელი სეზონის საუკეთესო სნაიპერმა სტივენ სტემკოსმა. მას უკვე 13 შაიბა დაუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს მეგოლეთა სიას - უახლოესი მდევარი შარპი სამი შაიბით არის უკან.

ძალიან მნიშვნელოვან მოგებას მიაღწია "კალგარიმ" თანადივიზიონელი "კოლორადოსთან" - 4:2. სტუმრებმა ბოლო ორი შაიბა მატჩის უკანასკნელ ხუთ წუთში გაიტანეს და შეწყვიტეს ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. თუმცა კანადური კლუბი ჯერ პლეი ოფის ზონის მიღმაა - მერვე ადგილს ორი ქულა აშორებს.

არც ისე შთამბეჭდავი გამოვიდა კალიფორნიული დერბი "სან ხოსესა" და "ანაჰაიმს" შორის. ერთი კვირის წინ, ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "ზვიგენებმა" უპრობლემოდ გაანადგურეს "იხვები", რის შემდეგაც "ანაჰაიმი" გონს მოვიდა და ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, რითაც გუნდმა პლეი ოფის ზონაში შეაღწია. ამ მატჩში "სან ხოსეს" კაპიტანი ჯო ტორნტონი აკლდა, რომელმაც ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და შემდეგ შეხვედრაში დაუბრუნდება გუნდს. მის ნაცვლად პირველ სამეულში ლოგან კუტური თამაშობდა.

"ანაჰაიმი" ორი პერიოდის შემდეგ იგებდა და აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა, რაც ერთი ხანობა კარგად გამოსდიოდა. მესამე პერიოდში "იხვებმა" სამჯერ დაიცვეს თავი რიცხობრივი უმცირესობისას, თუმცა ბოლოს მეტოქის შტურმს ვერ გაუძლეს და სეტოგუჩიმ შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. იქ კი "შარქსი" ვალდებული იყო გამარჯვება გაეფორმებინა. იგივე სეტოგუჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ იონას ჰილერმა ფანტასტიკური "სეივით" თავისიანები გადაარჩინა. ჰილერი მატჩის პირველ ვარსკვლავად დაასახელეს - მან ამ მატჩში 39 დარტყმა მოიგერია. გამარჯვება კი "ანაჰაიმს" ლუბომირ ვიშნოვსკიმ მოუტანა - სტუმრებმა მეტოქის ზონაში ჩაგდება მოიგეს, რასაც მცველის ზუსტი შორეული გასროლა მოჰყვა. ამ მოგებით "ანაჰაიმი" დასავლეთში მეხუთე ადგილზე გადავიდა.

კაროლინა-ედმონტონი 7:1

4:0, 1:0, 2:1

გოლები: 1:0 დუაიერი-4 (ბ. სატერი-4, ტლუსტი-1), 2:0 ე. კოული-4 (სკინერი-8, ე. სტაალი-6), 3:0 კორვო-3 (სკინერი-9, ე. სტაალი-7), 4:0 ლაროუზი-3 (ე. სტაალი-8, პიტკანენი-5), 5:0 კორვო-4 (ი. იოკინენი-7, ბ. სატერი-5), 6:0 სამსონოვი-4 (ე. სტაალი-9, პიტკანენი-6), 6:1 პენერი-5 (ფოსტერი-5, რაიან უიტნი-11), 7:1 სკინერი-6 (ტ. რუუტუ-6).

რეინჯერსი-ვაშინგტონი 3:5

2:1, 1:2, 0:2

გოლები: 1:0 ბ. ბოილი-6 (ჟირარდი-6, შ. ეივერი-7), 1:1 ლეიჩი-4 (სიომინი-7, ოვეჩკინი-11), 2:1 ბ. ბოილი-7, 2:2 ერსკინი-1 (სლოუნი-3, ჰენდრიქსი-3), 3:2 ბუგარდი-1, 3:3 ნუბლი-2 (ოვეჩკინი-12, მ. გრინი-6), 3:4 ჰენდრიქსი-2 (ბრედლი-2, ლეიჩი-6), 3:5 ლეიჩი-5 (მ. გრინი-7, ელზნერი-1).

მონრეალი-ვანკუვერი 2:0

1:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 მარკოვი-1 (ჯონტა-3, პლეკანეცი-7), 2:0 ჰამრლიკი-1 (კამალერი-6, შპაჩეკი-4).

ოტავა-ატლანტა 5:2

2:1, 2:0, 1:1

გოლები: 0:1 ლედი-5 (ენსტრიომი-10, ბიფულინი-9), 1:1 სპეცა-3 (ჰეილი-1, ე. კარლსონი-6), 2:1 გონჩარი-3 (ე. კარლსონი-7, სპეცა-8), 3:1 კ. ნილი-1 (ფილიპსი-2, კელი-2), 4:1 ვინჩესტერი-1 (ფოლინო-5, შენონი-4), 5:1 სპეცა-4 (ალფრედსონი-8, კამპოლი-2), 5:2 ე. სტიუარტი-5 (ე. კეინი-3).

ტამპა ბეი-ტორონტო 4:0

3:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 სტემკოსი-12 (სენტ ლუისი-9, ლეკავალიე-6), 2:0 ტომპსონი-1 (ლუნდინი-3, ტირელი-1), 3:0 მური-5 (რ. ჯონსი-4, მელოუნი-7), 4:0 სტემკოსი-13 (ჰოლი-3, ოლუნდი-1).

კოლორადო-კალგარი 2:4

1:0, 0:1, 1:3

გოლები: 1:0 იიპი-4 (ჰოლოში-2, გალიარდი-3), 1:1 გლენკროსი-4 (ბოუმისტერი-4, ბურკი-4), 2:1 კ. სტიუარტი-10 (ჰეიდუკი-10, პ. შჩასტნი-9), 2:2 ბეკლუნდი-3 (ჰაგმანი-3, მოსი-1), 2:3 მოსი-1 (ჰაგმანი-4, ჯორდანო-5), 2:4 გლენკროსი-5 (ბურკი-5, ო. იოკინენი-5).

სან ხოსე-ანაჰაიმი 2:3 (ო)

1:1, 0:1, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ტ. მიტჩელი-2 (ქლოუ-5, სეტოგუჩი-2), 1:1 ჯ. ბლეიკი-3 (ლიდმანი-5, ს. კოივუ-3), 1:2 პერი-6 (რაიანი-10, გეტცლაფი-12), 2:2 სეტოგუჩი-2 (დ. ბოილი-9, ქლოუ-6), 2:3 ვიშნოვსკი-3 (ს. კოივუ-4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა