საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის სურვილი არამხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაა
ფოტოზე: გია ცეცაძე ჯგუფის მეტოქე თურქეთის, საფრანგეთის და სერბეთის ნაკრებების თავკაცებთან ერთად

ბოლო 30 წელიწადია, ფეხბურთი იმდენად პრაგმატული გახდა, თვით ბრაზილიაც კი (რომელსაც დაცვაში ჯდომა სირცხვილად მიაჩნდა) მისთვის უცხო სტილს გაუშინაურდა. ათლეტიზმმა და მოგებაზე დაგეშილთა პრაგმატიზმმა უსახური სქემები გაამეფა.

ქართველებმაც საკუთარ ფეხბურთზე უარი ვთქვით და არც დავფიქრებულვართ, საით მივდიოდით.

კიდევ კარგი, გამოჩდნენ მწვრთნელები, რომლებიც ლაღ ფეხბურთს ამჯობინებდნენ - გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, თემურ ფოცხვერია, გია ჭიაბრიშვილი, გელა სანაია...

ამ ფეხბურთის მიმდევარია გია ცეცაძეც. მან ჯერ კიდევ გორის "დილას" მთავარი მწვრთნელობისას გამოაჩინა, რომ გუნდს ფეხბურთს ათამაშებდა და მოხდა პატარა სასწაული - გორელი მაყურებელი სტადიონისკენ შემოტრიალდა.

ცეცაძემ თავისი შესაძლებლობები ყველაზე სრულად მაინც 19-წლამდელთა ნაკრებში გამოავლინა. მისმა გაწვრთნილებმა ბელგიაში გამართულ ელიტრაუნდზე ბელგია, შოტლანდია და ინგლისი ჯგუფში ჩატოვეს და ევროპის ჩემპიპონატზე გავიდნენ, რომელიც 20 ივლისს ლიტვაში დაიწყება.

გია ცეცაძეს მზადებაზე და მიზნებზე ველაპარაკეთ:

- მზადებით კმაყოფილი ვარ, რადგან შეკრება კარგად ორგანიზებული იყო. მშვენიერი ამინდებიც დაემთხვა, სიცხეები არ გვაწუხებდა და მგონია, რომ ლიტვაში კარგ მდგომარეობაში ჩავედით. დანარჩენი ფრანგებთან შეხვედრაში გამოჩნდება.

- სულ ამბობდით, ქართულმა ფეხბურთმა საკუთარი სახე უნდა წარმოაჩინოსო - ახლა საამისოდ, მშვენიერი სარბიელი გაქვთ.

- ძალიან ამაღლებული განწყობა გვაქვს, ისეთი, ევროპის ჩემპიონატს რომ შეჰფერის. ცხადია, ბევრად უფრო მოტივირებულები ვართ, ვიდრე ელიტრაუნდში და შევეცდებით, ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ.

საბედნიეროდ, საქართველოში უკვე ისეთი დამოკიდებულებაა, რომ წარმატებად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას აღარ თვლიან. ჩვენც არ წამოვსულვართ მხოლოდ მონაწილეობისთვის. შევეცდებით, ისეთი ცეცხლი დავანთოთ, თითოეული ქართველის გული რომ გავახაროთ.

სხვათა შორის, ელიტრაუნდზე წასვლამდეც ეკლესიაში ვიყავით და მამა დავით ქვლივიძემ დაგვლოცა. ახლაც ასე მოხდა.

- ამ თაობას როგორ დაახასიათებთ.

- მათ წინა თაობების მაგალითები აქვთ. ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავდა, დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს და დაისაჯნენ. ეს ამ თაობისთვის იყო მაგალითი, ნიჭი როგორ არ უნდა გაფლანგო.

არა მგონია, რომ ადრინდელი თაობები ამ შეცდომებს შეგნებულად უშვებდნენ. უბრალოდ, ცუდი დრო იყო, "პირველი მერცხლები" იყვნენ, ქართულ ფეხბურთთან ერთად, დამოუკიდებლად ნაბიჯებს დგამდნენ და ევროპულ ფეხბურთში კარგად გარკვეულები არ იყვნენ. მათ ჩვენზე ნაკლებად კი არ სურდათ დიდი ფეხბურთი ეთამაშათ, მაგრამ გარემომ ხელი ვერ შეუწყო.

ჩემი დიდი სურვილია, 19-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრილმა ბიჭებმა მაინც მიაღწიონ მეტს და საქართველო ასახელონ. ეს ქვეყანას და ხალხს ჰაერივით სჭირდება, მორალურად ფეხზე რომ დადგეს და მოღონიერდეს.

- წარუმატებლობამ ქართული ფეხბურთის სტილი რადიკალური შეცვალა და "კატენაჩოს" ცუდ ვარიანტზე გადავედით. თქვენ კი სულ იმეორებთ, რომ ბავშვებს ფეხბურთი უნდა ვასწავლოთ და არა ანტიფეხბურთიო. არ ფიქრობდით, რომ ამ სიტყვების გამო, ბევრის საქილიკო გახდებოდით?

- არ ვნაღლობდი, თუ რას ფიქრობდნენ პესიმისტები. მათ რომ ვუსმინოთ, ვერასოდეს მოვიგებთ. საერთოდ, ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაშიც არის დარწმუნებული.

საერთოდ, რასაც 10 წლის წინათ უსტატუსოდ ვფიქრობდი, იგივეს განხორციელებას შევეცადე ნაკრებში - ნაკრების მწვრთნელები, ფეხბურთელები და მთელი დელეგაცია საქართველოს წარმოვადგენთ. ასეთ დროს, უსახურად თამაშის უფლება არ გვაქვს. საკუთარ პლუსზე, ფინტებსა და ტექნიკაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ? მაშინ ქართული ფეხბურთისგან არაფერი დარჩება.

ფეხბურთი მხოლოდ ფულზე არ დგას და უნდა მოვიშოროთ არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელსაც ჯერ გორის "დილაში" ვებრძოდი, ახლა კი - 19-წლამდელთა ნაკრებში.

ან რატომ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, როდესაც ძალიან დიდი ფეხბურთელები და გუნდები გვყავდა? არავინ თქვას, რომ 1964 და 1981 წლების "დინამო" ევროპული დონის კლუბი არ იყოო. ამ ორ გუნდს სანაკრებო სარბიელი რომ ჰქონოდა, დარწუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებებსაც მიაღწევდნენ.

წინასწარ როგორ ვიტყვი, ევროპის ჩემპიონატიდან რა შედეგით დავბრუნდებით. მაგრამ ჩემი დიდი სურვილი არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა, არამედ, ევროპისთვის საკუთარი სახის ჩვენებაც არის.

როდესაც "მიხეილ მესხზე" ლატვიაში გასაცილებელი საღამო მოგვიწყვეს, ბევრი ხალხი არ ყოფილა, რადგან ეს ამბავი ყველამ ვერც გაიგო. იმედია, ევროპის ჩემპიონატზე ისეთ შედეგს მივაღწევთ, რომ ჩამოსვლის შემდეგ სტადიონზე ბევრად მეტი მაყურებელი დაგვხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქინქლაძის აღმზრდელი 19-წლამდელებზე: ნიჭიერებიც არიან და შრომისმოყვარენიც

გია ცეცაძე: ძალიანაც კარგი, თუ ფრანგების მწვრთნელი არ გვიცნობს

გია ცეცაძე: პირველი შეხვედრა სწორედ ფავორიტთან სჯობდა

გია ცეცაძე: ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ჯგუფიდან გავიდეთ

გია ცეცაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]

გია ცეცაძე: ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულურიც - სულ შეტევაა

გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!

mast
სამივე კომენტარის ავტორს თავში ხე გაქვთ. ფუ თქვენი!
გიორგი
odala, რომ ტრაბახობდა და იმუქრებოდა მაგიტომაც ვერ დაასამარა ბელგია საკუთარ მოედანზე ელიტრაუნდში. ტრაბახი ის იყო თუ იყო, თუ შეგიძლია გაუძლება მიდი და თავიდან წაიკითხე! და კარგად გადაყლაპე
გიორგი9
ეგრე გულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს? ეგრე ამხნევებთ ბრძოლის წინ? მატლებო გირჩევნიათ წაეთრიოთ თქვენს ვირტუალურ სოროებში და რომელიმე უბადრუკ ბლოგზე იფილოსოფოსოთ, ერთმანეთს მაინც ასიამოვნებთ. ამათ რა ეტყობათ რომ საქართველოს გამარჯვება უნდათ!!! თქვე საცოდავებო, თქვენი წამება უკვე დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებები იწყება, დაგიდგებათ შავი დღე რომელსაც ვერ მოინელებთ და ვერ გაუძლებთ. ბოღმიანებო და ავადმყოფებო, ფეხებში ნუ გვებლანდებით!
გიორგი
giorgi, ჩაიგდე ენა მუცელში, ამ ბიჭებმა ტურნირი უკვე მოიგეს - პატრიარქმა დალოცათ ელიტრაუნდის წინ! რწმენის შეურაცხყოფას როგორ ბედავ შე პარაზიტო უჯიშო ძუ/კ/ნა!!! ეს უღიმღამო დაავადებული, უკმაყოფილო გველის წიწილი.. აქ შენი სისინის მოსმენა არავის ჭირდება, "კეთილი სურვილები" შენთვის შეინახე, ეგდე და საკუთარ გესლში მოიხარშე! თფუი შენი!!! არა ბიჭო სულ მაგ ჭკუაზე იყო დავით აღამაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ! და იქ შენნაირი მთხ*ლეები რომ გვყავდა მაგიტომაც გავჟლიტეთ სამ საათში!! ხმალზე აგებდნენ უჯიშოებს სადაც დაიჭერდნენ! ქართველები ბრძოლის წინ ყოველთვის ეზიარებოდნენ და მღვდელი ლოცავდათ ხოლმე!
odala
აუ იმდენს ტრაბახობს ეს მასტი რომ მგონი სამივე შეხვედრას წააგებს.
giorgi
სხვათა შორის, ელიტრაუნდზე წასვლამდეც ეკლესიაში ვიყავით და მამა დავით ქვლივიძემ დაგვლოცა. ახლაც ასე მოხდა.------------------------------------------------------------------------------------------------------------აბა რაღა გვინდა,მოგვიგია ტურნირი,მითუმეტეს ფრანგები თავის პადრესთან არ ყოფილან.
ოტო კესტერი
წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს! ყველა გგულშემატკივრობთ! P.S. "რასაც 10 წლის წინათ უსტატუსოდ ვფიქრობდი" - ნეტავ ეს ფრაზა რას ნიშნავს?..
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს