გიორგი მოდებაძე ისევ აზერბაიჯანში დარჩება
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი დავით იმედაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება. 25 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასაწყისში ლენქორანის ~ხაზარში" ჩაირიცხა, მაგრამ იქ მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა - ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ "ხაზარმა" აზერბაიჯანელთა ჩემპიონატში პირველი საშინაო შეხვედრა რომ ჩაატარა, დათომ უმძიმესი ტრავმა მიიღო.

იმედაშვილმა მენისკის ოპერაცია სტამბოლში გაიკეთა და ოქტომბერში რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა. გუშინ კი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა რედნიკმა აზერბაიჯანულ გაზეთ "ექსტრა-ტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საკადრო პრობლემები ნაწილობრივ მოეხსნა.

მისი ლაპარაკიდან გაირკვა, რომ დათომ რეაბილიტაციის კურსი დაასრულა, ვარჯიში განაახლა და გუნდს მალე დაეხმარება. შესაძლოა, "ხაზარის" ფორმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის უახლოეს ტურში მოირგოს.

მოდებაძე ისევ აზერბაიჯანში

გიორგი მოდებაძე თაუზის "თურანში" ზაფხულში ჩაირიცხა. მაშინ გუნდს აზერბაიჯანელი სპეციალისტი საკიტ ალიევი წვრთნიდა. ალიევი ოქტომბერში ქართველმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა შეცვალა და თითქოს ქართველების საქმე კარგად უნდა წასულიყო - თაუზელთა შორის სამი ჩვენებური ირიცხებოდა, 26 წლის ნახევარმცველი შალვა ფირცხალავა და ორი თავდამსხმელი, 27 წლის მოდებაძე და 22 წლის გიორგი ჭედია - ეს უკანასკნელი "თურანში" ძოძუაშვილმა მიიყვანა.

თუმცა 30 ოქტომბერს, სეზონში "თურანის" პირველი გამარჯვების შემდეგ (მოიკ-თან 2:0), გუნდიდან გაშვებული და შემდეგ დაბრუნებული მოდებაძე მაინც დაითხოვეს. არადა, მოიკ-თან ძირითადში მე-60 წუთამდე ითამაშა.

მოდებაძე ვერ ხსნის, რა გახდა მისი გუნდიდან გაშვების მიზეზი, მაგრამ ამბობს, რომ იანვარში აზერბაიჯანში, ოღონდ სხვა გუნდში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მოდებაძე თბილისის "ლოკომოტივში" გამოდიოდა - მისი ძმა, რუსთავის "ოლიმპის" თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე კი 8 გოლით მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირია.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე