26 ივლისს ბათუმი 3X3-ზე კალათბურთში საერთაშორისო ტურნირს - Euro Basketball Batumi 2013-ს უმასპინძლებს
26 ივლისს ბათუმი 3X3-ზე კალათბურთში საერთაშორისო ტურნირს - Euro Basketball Batumi 2013-ს უმასპინძლებს.

6-7 ივლისს თბილისის სპორტის სასახლესთან ჩატარებული Tbilisi Open 2013-ის მსგავსად, ბათუმის ტურნირიც ფიბა-ს ეგიდით ტარდება და მისი ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო არიან.

Euro Basketball Batumi 2013-ის ორგანიზებაში ჩართულია აჭარის კალათბურთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი კახა შენგელია.

ბათუმის ტურნირი ტოტალიზატორ ”ევროპა-ბეთის” ფესტივალის ფარგლებში ტარდება. კალათბურთთან ერთად, აჭარის დედაქალაქი ნარდისა და პოკერის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.

პირველად საქართველოში ჩატარებული ქუჩის საკალათბურთო ტურნირების ისტორიაში, Euro Basketball Batumi 2013 სპეციალურ საფარზე გაიმართება, რომელსაც ბათუმის ბულვარში საგანგებოდ დააგებენ.

ტურნირში დარეგისტრირება უკვე მიმდინარეობს და ეს პროცესი 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 11 აგვისტოს გასამართ ფიბა-ს ევროტურის ლიცენზირებული ტურნირის საგზურებს მიიღებს.

superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა