საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვერნ კოტერს რობი დინსი შეცვლის?
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "კლერმონში" ცხრა წელიწადია თამაშობს. ამ დროის უდიდესი ნაწილი ჩვენმა პირველხაზელმა ახალზელანდიელი მწვრთნელის, ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით გაატარა.

სწორედ მისი თავკაცობით შეძლეს "ვულკანებმა" თავის ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

კოტერი მომავალი სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს და შოტლანდიის ნაკრებს ჩაიბარებს. ცხადია, დღის წესრიგში ჩვენებურის გუნდის მომავალი დამრიგებლის ვინაობის გარკვევა დადგა.

ბედად, "ბრიტანელმა ლომებმა" ავსტრალიურ ტურნეში ამ ქვეყნის ნაკრებთან სამმატჩიანი სერია 2:1 მოიგეს. ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების მოთმინების ფიალაში ეს ბოლო წვეთი იყო. მათ "ვოლაბების" ახალზელანდიელი თავკაცი რობი დინსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ კოტერმა "ვულკანების" მესვეურებთან თანამემამულეს რეკომენდაცია გაუწია. აღსანიშნავია, რომ რობის 1983 წელს ფრანგულ "გრენობლში" უთამაშია. ამასთან ერთად, ის კოტერის მსგავსად, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" სარაგბო ფილოსოფიის მიმდევარია.

რაც ყველაზე მთავარია, მისი მეუღლე პენი შესანიშნავად ფლობს ფრანგულ ენას.

ერთი სიტყვით, რობი დინსს, ისევე, როგორც "კლერმონის" ხელმძღვანელობას, მოსაფიქრებლად დრო ბევრი აქვთ. საკითხავი ისღაა, შეძლებს თუ არა "ვოლაბების" დაწუნებული თავკაცი "ვულკანების" ამბიციების დაკმაყოფილებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად