"მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეები: გარეთ ბეილი და სესკ ფაბრეგასი
"თაიმსმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო საქმიანობაზე საინტერესო მასალა შემოგვთავაზა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ "ეშმაკების" შოტლანდიელ თავკაცს შემადგენლობის გასაძლიერებლად 100 მილიონი ფუნტი უჭირავს ხელში. კლუბი რომ მხოლოდ ტოპ-კლასის ფეხბურთელების შესაძენად მუშაობს, დიდი ხანია ვიცით, თუმცა რამდენად მზად არის ამხელა თანხის გადასახდელად, "იუნაიტედს" ხომ ეს ფული საკუთარი მძიმე შრომით აქვს ნაშოვნი და არა მდიდარი მეპატრონის მიერ არის ნაწყალობევი?

დევიდ მოიესს შეუძლია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საკუთარი სახელი უახლოეს მომავალში ჩაწეროს. მას ამისთვის დაახლოებით 100 მილიონი ექნება სატრანსფერო ფონდში. ინგლისის ჩემპიონთა ახალი დამრიგებელი ადასტურებს, რომ მასზე გავლენას ახდენს სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრეობა, თუმცა კლუბის ამერიკელი მესაკუთრეების მხრიდან მას მაინც სრული მხარდაჭერა აქვს და ამის ხაზგასასმელად ისინი მზად არიან, ბრიტანეთისთვის რეკორდულ გარიგებაზე წავიდნენ და "ტოტენჰემის" უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი შეიძინონ.

ორიოდე დღის წინ "იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ სესკ ფაბრეგასის თაობაზე "ბარსელონას" მეორედ მიმართეს ოფიციალური წინადადებით. შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, ამ ზაფხულს კლუბმა შეიძლება მინიმუმ ორი ახალი ფეხბურთელი შეიძინოს:

"ახალი ეპოქა იწყება და ვალდებული ვარ, რომ ჩემი ისტორია თავად დავწერო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ ჩემი დიდი წინამორბედების - მეტ ბასბისა და ალექს ფერგიუსონის გამოცდილებას. თითოეული მათგანის ხანა წარმოუდგენლად მდიდარი იყო, იმდენად, რომ ფილმის გადაღებაც კი შეიძლება. თუმცა ახლა ის დროა, დავამტკიცო, რომ ჩემი დრო მოვიდა. გულშემატკივრებს სალაპარაკო და ბედნიერების საფუძველი უნდა მივცეთ".

ლედლი კინგი: კარგი ბიჭი მხრებზე თავით

"ტოტენჰემის" ლეგენდარული კაპიტანი, 32 წლის ლედლი კინგი ("დეზებში" 1999/2012 წლებში თამაშობდა), ვინც აქტიური სპორტიდან ქრონიკული ტრავმების გამო წავიდა, დარწმუნებულია, რომ გარეთ ბეილის ყიდვა არც ერთ კლუბს არ გამოუვა. ამის მიზეზად ის თავად უელსელ ვარსკვლავს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველის შეძენას, "იუნაიტედის" გარდა, "რეალი" ცდილობს. აი, რას ამბობს კინგი:

- გარეთ ბეილმა შარშან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. ეს უზარმაზარი საძირკველი იყო ჩვენი მომავალი წარმატებებისთვის და ფეხბურთელმა ეს თავადაც მშვენივრად უწყის. ველოდებით, რომ ის მომდევნო სეზონშიც ასეთივე ბრწყინვალე იქნება. ვიცი, რომ გარეთი ბედნიერია. შვებულებიდან ის შესანიშნავ განწყობაზე მყოფი დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ მისი დონის ფეხბურთელი უნდა შეეჩვიოს, რომ მის მომავალზე ყოველთვის გავრცელდება უამრავი ჭორი. ეს გარდაუვალია.

ბეილი კარგი ბიჭია, რომელსაც მხრებზე ცარიელი თავი ნაღდად არ ადევს. მან იცის, რომ უმთავრესი საქმეზე კონცენტრაციაა. აი, დანარჩენი კი, დროთა განმავლობაში ყველაფერი იქნება.

P.S. დღის ბოლოს "მარკამ" სენსაციური ცნობა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ბეილისთვის ბრძოლაში აუტსაიდერს ხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დევიდ მოიესი: სესკ ფაბრეგასის ყიდვა ჩემი მთავარი მისიაა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბარსელონასა" და ფლიკის გზები იყოფა? - დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"ტოტენჰემში" მოურინიოს ასისტენტად კლუბის ლეგენდა დანიშნეს [PHOTO]
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია