გია ცეცაძის შეგირდებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მარცხი იწვნიეს
23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა.

გია ცეცაძის შეგირდები სერბ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

სერბმა 19-წლამდელებმა გატანა მატჩის 74-ე წუთზე შეძლეს. ქართველთა კარის დარაჯმა გაბრიელ თებიძემ პირისპირ გასული მელეგის დარტყმულს ხელი კი შეაგება, მაგრამ ბურთი კარში მაინც აღმოჩნდა.

მატჩის ბოლო წუთები ქართველი 19-წლამდელების იერიშებში წარიმართა. ერთ ეპიზოდში ბაჩანა არაბულის დარტყმამ სერბთა კარის ხარიხაც შეაზანზარა, თუმცა გია ცეცაძის შეგირდებს ამ შეხვედრაში გატანა, როგორც ჩანს, არ ეწერათ.

სერბებმა ამ გამარჯვებით 6 ქულას მოუყარეს თავი და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს.

რაც შეეხება ქართველ 19-წლამდელებს, მათ ჯგუფის მესამე შეხვედრაში, რომელსაც თურქებთან 26 ივლისს გამართავენ, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. თან ისე, რომ სხვა შეხვედრებში მათთვის სასურველი შედეგები უნდა დაფიქსირდეს.

23 ივლისს B ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ფრანგი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით გაიმართება. ამ მატჩში ჩვენთვის მისაღები თურქთა გამარჯვება ან ფრე იქნება, ბოლო ტურში კი - სერბთა მოგება ფრანგებთან.

basas
ბასა, ერთი გვითხარი რა პირობებია ამისთანა აუტანელი? მთელი ფედერაცია და გულშემატკივარი გადამკვდარია მაგათზე. საქართველოში ახალგაზრდულ ნაკრებებს ყურადღებას რომ აქცევენ, ეგრე დასავლეთ ევროპაშიც არაა. ეს ჩვენ ვართ გაგიჟებულები, რომ ამ ასაკში მაინც ვაჩვენოთ შედეგი, თორემ სხვა ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ფეხბურთელის განვითარების ფაზად განიხილავენ. ნამდვილად დიდი მიღწევაა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში გასვლა და არ უნდა ახლა ფინალურ ეტაპზე წარუმატებლობის გადაბრალება პირობებზე და რაღაცეებზე ("დეშოვი" თემაა). ბასასგან განსხვავებით გაიოზის და ნიკას პოსტებში აშკარად არის რაციონალური მარცვალი და მათი კრიტიკა სფფმ ალბატ უნდა გაითვალისწინოს.
kaxeli
Yოჩაღ ბიჭებს, მაინც გაბიხარეთ ,იმედი გაჩნდა
basa
ერთი თამაში წავაგეთ და წავიდა ეგრევე ლანძღვა, ამ ნაკრებმა რასაც მიაღწია იმ პირობებში, რა პირობებშიც მათ უხდებათ არსებობა, გმირობის ტოლფასია, მოხვდნენ ევროპის საუკეთესო 8 გუნდის სიაში, ესეც დიდი წარმატებაა...
nika
აზროვნების პრობლემა აქვთ ახალგაზრდებს. დავიტანჯე ყურებისას ისე მეცოდებოდნენ. აზროვნება უჭირთ და აქ ერთი გამოსავალია : განათლება!!! სხვა საუბარი უაზრობაა. ფეხბურთს როგორც ფინტს და სირბილის უნარს, ისე უყურებს ყველა. არადა ეს უკვე ყველას შეუძლია. ჭკუაა საჭირო, საფეხბურთო ჭკუა რაც გაუნათლებელ ადამიანს ვერ ექნება. 100% დარწმუნებული ვარ რომ ეს ბავშვები იმ სკოლებშიც წიგნს არ შლიდნენ რაც გვქონდა და გამიარეს. გონებრივი შესაძლებლობები აქვთ უკიდურესად დაბალი. ასე ფეხბურთს როგორ ითამაშებ. გული მიკვდება მაგრამ ასეა.
gizog
ვფიქრობ 17, 18 ,19, და 21 წლამდე ნაკრები უნდა ემსახურებოდეს ერთ დიდ საქმეს. ვთქვათ გავხდით ევროპის ჩემპიონი 19 წლამდელებში და ვერ გაზარდეთ ერთი ფეხბურტელიც კი ეროვნულისთვი, ეს ჯობია თუ ბიჭებმა ითამაშონ და დაოსტატდნენ იქ სადაც მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, გახდებიან მათი უმრავლესობა მთავარი ნაკრების პოტეციური კანდიდატები?. მაინც მგონია ამ ბოლო იდეას უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდული ნაკრებები და არა კონკრეტული ჩემპიონატის კონკრეტული მატჩის მოგებას. უკაცრავად ჩემი აზრის ფართოდ გამოთქმისთვის.
gizog
ერთი რამ გაუგებარია, გამოჩნდება ფეხბურთელი რომელიც კარზეა დაგეშილი და ბურთები გააქვს, მაშინვე უკან დავწევთ და ვაძლევთ სხვა დავალებას, თითქოს გვეშინია თავდასხმა არ გაგვიძლიერდეს, ამ თამაშებს ესწრება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გასაგებია თამაშის წინ გუნდის დაყენებაში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ საქართველოს თავდამსხმელები არ გვყავ, როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეა, ხომ უნდა ისინიც კი გამოვცადოთ წინ ვინც უკანახაზის მოთამაშეებია, არა თუ .... კუთხურები და ჯარიმები ტანმაღალსა და გოლზე დაგეშილ არაბულს, რომ არ ეწოდებინა, ნუთუ სხვა არგვყავს არივინ ვინც სტადარტულ შეასრულებს და ბაჩანა კი კარს შეუტევს? რაც სხვა თამასებში გვაჩვენა რომ კარგად შეუძლია.
gizog
ერთი თამაშის ფეხბურთი გვაქვს სულ ეგ არის.
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა