19-წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური
ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ ტურში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.

სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა საკუთარი ფეხბურთი ვერ აჩვენა და უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

გია ცეცაძის გაწვრთნილებმა შეხვედრა თამამად დაიწყეს: უკვე მე-3 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ავთო ენდელაძემ დამუშავებული ჯარიმით ბურთი საჯარიმოში ბაჩანა არაბულს დაუგორა, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა კარს დიდი მანძილით ააცილა.

მალე აშკარა გახდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ღელავდნენ და ბურთს ხშირად კარგავდნენ. სერბებმა კი მცირე სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და შეგვიტიეს.

კუთხურის გათამაშების შემდეგ მცველთა და მეკარის შეუთანხმებლობით ვერ ისარგებლა ანდრია ლუკოვიჩმა.

მე-12 წუთზე შეტევის დაგვირგვინებას უროშ ჯურჯევიჩი ცდილობდა - გაბრიელ თებიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 10 წუთში კი მეკარესთან პირისპირ ჯურჯევიჩი გადიოდა და ვითარების განსამუხტად, გაბიძეს კარიდან გამოსვლა მოუხდა.

ქართველებს დაბნეულობა ამ დროისთვის განსაკუთრებით დაეტყოთ, გადაცემების სიზუსტეშიც ძალიან მოიკოჭლებდნენ. თუმცა ტაიმის შუაგულში მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს და შეტევების ორგანიზებას შეეცადნენ.

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი 37-ე წუთზე შევქმენით: გიორგი ფანცულაიას შესრულებული ჯარიმის შემდეგ მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩმა ბურთი მოიგერია.

42-ე წუთზე კურიოზულ გოლს გადავურჩით: ნიკა სანდოხაძის დაბრუნებულ ბურთზე თებიძეს ფეხი აუცდა და კიდევ კარგი, კუთხურზე გადავიდა.

სერბებმა მეორე ტაიმიც შედარებით თამამად დაიწყეს და უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ სახეირო ვერაფერი შექმნეს. კარისკენ პირველად კი 57-ე წუთზე სერბმა ნიკოლა ანტიჩმა დაარტყა და მიზანს გვარიანად ააცილა.

65-ე წუთზე გადავრჩით: მცველის შეცდომის შემდეგ ბურთი ჯურჯევიჩს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში ალექსანდრ მიტროვიჩი მოძებნა - შვიდიოდე მეტრიდან სერბმა თავდამსხმელმა თებიძეს ვერ აჯობა.

მალე დავით მთივლიშვილმა გადაგვარჩინა, როდესაც ფლანგიდან ასევე მიტროვიჩის საჯარიმოში შეიჭრა და ბოლო მომენტში ბურთის მოგერიებით უმწვავესი მომენტი აღკვეთა.

მერე ჯურჯევიჩმა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო შეტევა და კიდევ კარგი, საჯარიმოში არავინ გამოეხმაურა.

74-ე წუთზე კი უმძიმესი მომენტი დადგა: მცველის შეცდომის შედეგად დაკარგული ბურთი სერბებმა მოიპოვეს, მიტროვიჩმა დასარტყმელ პოზიციაზე დეიან მელეგი შეიყვანა და ჩვენი კარის ბადე შეირხა - 0:1.

გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ბოლო ძალებით შეუტიეს და 88-ე წუთზე არაბულმა საჯარიმოდან ძელს მოარტყა!

90-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ მშვენივრად ითამაშა, ორ მცველს ფინტით გასცდა და მეკარესთან პირისპირ არაბულს ტოვებდა, მაგრამ მეკარე რაიკოვიჩი დროულად გამოვიდა და ვითარება განმუხტა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა ჯვაროსნებმა მომენტების შექმნა და ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და ნახევარფინალში გასვლის შანსები საგრძნობლად შეიმცირეს.

იხილეთ ვიდეო

არ მოიძებნა ლიდერი, არც ბურთის დამჭერი, აღარაფერს ვამბობთ პლეიმეიკერზე. თამაში მოკლედ რომ შევაფასოთ, ჩვენმა გუნდმა შესაძლებლობები აშკარად ვერ გამოავლინა.

კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ის გახდა, რომ არაბულმა უკვე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თურქეთთან გადამწყვეტ მატჩს გამოტოვებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ

ლიუბინკო დრულოვიჩი: საფრანგეთთან აუცილებლად სათადარიგოებს ვათამაშებ

19-წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური

საფრანგეთი - თურქეთი 2:1

1:0 იუნუ (6), 2:0 ბენზია (64), 2:1 ილმაზი (86. პ).

ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა თურქეთი 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩვენი გუნდის გასვლის შანსი ძალიან შეამცირა: ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ, მაგრამ საეჭვოა, ბოლო ტურში სერბებმა ფრანგებთან თავი მოიკლან - ისინი ევროპის 4 საუკეთესო ოთხეულში უკვე მოხვდნენ, ფრანგებს კი ფრეც აწყობთ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სერბეთი 2 2 0 0 3-1 6

2. საფრანგეთი 2 1 1 0 2-1 4

3. საქართველო 2 0 1 1 0-1 1

4. თურქეთი 2 0 0 2 2-4 0

მომდევნო ტური:

26 ივლისი

თურქეთი-საქართველო 17:30

სერბეთი-საფრანგეთი 17:30

A ჯგუფი

ჰოლანდია-პორტუგალია 1:4

ესპანეთი-ლიტვა 2:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 2 0 0 3-0 6

2. პორტუგალია 2 1 0 1 4-2 3

3. ჰოლანდია 2 1 0 1 4-5 3

4. ლიტვა 2 0 0 2 2-5 0

მომდევნო ტური:

26 ივლისი

ლიტვა-პორტუგალია 22:00

ჰოლანდია-ესპანეთი 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]

zaza
მე არ ვიცი ვერავინ ვერ გამოვარჩიე ამ გუნდიდან, ყველა ერთნაირ სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობსდა ეს ალბათ იმიტიმაც არის რომ ამათ კონკურენტები არ ყავთ და სულ გარანტირებულად არიან ნაკრებში, რომ დაიწყება 16 წლამდელებიდან მოყოლებული სულ ერთიდაიგივე გვარებია გამოძახებაზე, წლების განმავლობაში ან რომელიმე არ უმატებს სხვა თამაშს ან რომელიმე არ უკლებს მე ვერ გავიგე კონკურენცია ფაქტიურად 0 ია და რათომ იშრომებენ მაინც გარანტირებული აქვთ თი 17 წლამდელში იტამაშა აუცილებლად 19 წლამდელშიც გამოიძახებენ აი ასეთი პრინციპია ბატონო ჩემო აქ ჩვენთან საქართველოში და ვინგა უნდა მოუმატოს თამაშს?
gizog
ზედმეტი აჟიოტაჟი, რომ ბიჭებზე დამთრგუნველად იმოქმედებდა, ძნელი გამოსაცნობი არ იყო. წარმომიდგენია ამ ბიჭებს საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ნორმალური ძილიც არ ექნებოდათ ზედმეტი ნერვიულობისგან, როგორღა უნდა აღედგინათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციები? ვთხოვდი ვისაც ეს ხელმიუწვდება გაგვაცნონ რა რეჟიმში ცხოვროდნენ, ვარჯიშობდნენ და ისვენებდნენ ბიჭები. ვიღაც დაიტერესდეს უნდა როგორ პირობებში ცხოვრობდენ მეტოქეები, რა აღდგენით საშუალებებს იყენებენ იქნებ მოვიდა დრო ჩვენც დავნერგოთ იგივე გამოცდილება, თორემ მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმრო აშკარაა საკმარისი არა არის.
dudu
ეს რა მაგარი ვიცით: მოიგებენ და ააა, ესაა, რაცაა! მომავალი ვარსკვლავები! წააგებენ და ააა, მძორები, უჯიშოები და უჯიგროები! კარგი, რა მართლა და მართლა! რაც იციან, იმას თამაშობენ. მეტი არ იციან. მონდომების გარდა იარაღი არა აქვთ არსენალში. საიდან ეცოდინებათ? ასწავლის ვინმე? მადლობა ბიჭებს, რო გავიდნენ ევროპაზე, ფრე ითამაშეს საფრანგეთთან და ჯიგრები არიან. გასალანძღი და საგინებელიც არიან ქართულ ფეხბურთში ჩაბუდებული ნაძირალები და არამზადა ჟურნალისტები, რომლებიც ხსენებულ ნაძირალებს არეკლამებენ. ეს თაობაც ისე ითამაშებს დიდ ფეხბურთს, როგორც წინა თაობებმა ითამაშეს. აბა, დიდ და კლასიან გუნდებთან მარტო მონდომების ხარჯზე რა გამოვა? არაფერი!
სსს
ეს იყო საცოდაობა,საფრანგეთის გუნდი ერთი თავით მაღლა იდგა სერბებზე ,მაგრამ მაგრად გაგვიმართლა,გუშინ სერბებმაც საშინელი ფეხბურთი აჩვენეს,მაგრამ ჩვენთან შედარებით ერთი თავით მაღლა იდგნენ, მომენტებში რაღაც კომბინაციას მაინცქმნიდნენ. ჩვენი უბედურება ის არის რომ ვერასოდეს ვერ ვთამაშობთ გუნდურ ფეხბურთს,გუშინდელი თამაში სადღაც 70-80 წლების ფეხბურთის კოპია იყო,არავინ არ იცის ზონური თამაში ყველა თავისას უბერავს და ამასაც დაერთო ფეხბურთელების ამბიციები თავის გამოჩენისთვის,რომ იქნებ ვიღაცამ დაგვინახოსო და გვეშველოსო,სუფთა "დერევნია"
murtalo
ბატონო გია! საკამათო არაა, რომ ნამდვილად ნიჭიერი ახალგაზრდები არიან თავმოყრილი ნაკრებში, ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერები, მაგრამ მათ თამაშს გუნდური ქმედებების უსუსურობა რომ ეტყობოდა ესეც აშკარაა. ორი თამაშის განმავლობაში გადაბმულად სამი ზუსტი გადაცემა არ გაკეთებულა და უამრავი შემთხვევა იყო დაგვიანებული თუ უზუსტო გადაცემებისა, სრულიად მარტივ სიტუაციებში. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ისიც რომ უამრავ შემთხვევაში დაცვიდან ამოსვლისას შეტევის განვითარების ნაცვლად უზუსტო გადაცემა ნახევარ გუნდს ჭრიდა და სახიფათო კონტრშეტევას იწვევდა. მეტი გოლი რომ არ გავუშვით ისიც დამცველთა ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა, მაგრამ გუნდი როგორც ასეთი მოედანზე არ იყო.მთავარი მაინც ისაა, რომ ბიჭებს წინასწარ დამარცხებულთა მენტალიტეტი არა აქვთ და შიშიც მათთვის უცხოა.დაცვაში არ ჩამჯდარან, მაგრამ შეტევაში მარტო ინდივიდუალური ოსტატობა არ ეყოთ.სერიოზული გამარჯვებების დროც მოვა, მაგრამ ძალიან დიდი შრომაა საჭირო რომ ამ ალმასებიდან უფრო ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სამკაული გაკეთდეს. გია ცეცაძის ნაკლი კი თვალში საცემია, რომ გუნდს არცერეთი დამუშავებული კომბინაცია არ უჩვენებია.ყოველივეს მიუხედავად გთხოვთ ნუ განვსჯით მათ ძალიან მკაცრად, ბოლოს და ბოლოს ეროვნული ნაკრები რომ გავიდეს ევროპაზე და ფრანგებს ფრე ეთამაშოს და მერე თუნდაც წააგოს, ნუთუ ესეც დასაძრახი იქნება.
boris kvikvinia
ვეთანხმები დიეგოს,100 პროცენტით

...მათი დაცვა და ნახევარდაცვა მჭიდროდ თამაშობდა ერთმანეთან და თანაც პრესინგს. ჩვენთან შუა რგოლი გარღვეული და ძაან წინ იყო და ამ სივრცეებმა დატანჯა დაცვა ყველა დაკარგულ ბურთზე... ამ შეცდომას მოყვა გოლი

შუა რგოლი არ არდსებობდა,ვინ ასწავლა მცველს ცენტრში 50 მეტრიანი პასისი გაკეტება...5 ჩაჭრეს ...ან შენიშვნა მიეცა...ამპარტავნება გვღუპავს ყოველთვის და ლომონოსოვობა
diego
ასეა, წინასწარ ამდენი ბაქიბუქობა არ არის საჭირო ცოტა სერიოზულობა გვმართებს ყველაფერსი.
qomagi
მწვრტნელი სად არის როცა გუნდი მხოლოდ ცენტრიდან უტევს? ფლანგებს რატომ არ იყენებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ფოთის "კოლხეთი": ესეც კენიელი მარსელო...
ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა
გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
კობა ჟორჟიკაშვილი: უახლოეს დღეებში "ტორპედოში" ლეგიონერებს ველოდებით
ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
ფოთის "კოლხეთი": მზადება გაურკვევლობაში, ბაზისა და სტადიონის გარეშე
ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა
ფოთის "კოლხეთმა" ავთო ენდელაძე დაიმატა
ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო"
ეროვნული ლიგა. XI ტური: "კოლხეთმა" თბილისში "საბურთალოს" მოუგო
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს