ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
თბილისის "დინამომ" წყვილში გამარჯვებულის ბედი თბილისშივე გადაწყვიტა, მაგრამ 23 ივლისს გამართული შეხვედრა დუშან უჰრინის გუნდისთვის უმოტივაციო მაინც არ ყოფილა.

ფარერებზე გამარჯვება კარგი იქნებოდა როგორც ფეხბურთელთა განწყობის, ასევე კოეფიციენტების საკლუბო რეიტინგში ქულების მოპოვების კუთხით.

საქართველოს ჩემპიონმა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა და თბილისში მიღწეული ანგარიშის გამეორებაც თავისუფლად შეეძლო, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა.

იხილეთ ვიდეო

უჰრინმა თბილისური შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. აქედან ერთი იძულებითი იყო - ტრავმირებული ირაკლი ძარიას ადგილი ელგუჯა გრიგალაშვილმა დაიკავა, რომელმაც თანაგუნდელი "დინამო არენაზე" პირველ ტაიმში შეცვალა და "სტრეიმურს" გოლიც გაუტანა; მაკედონიელი დარკო გლიშიჩის ნაცვლად კი "დინამოს" ჩეხმა თავკაცმა უპირატესობა გიორგი პაპავას მიანიჭა.

სტუმრებმა საგოლე შანსები მოგვიანებით ფლანგეს, მატჩის დებიუტში კი სიზუსტე არ ღალატობდათ.

მე-7 წუთზე გრიგალაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჩისკომ გამოიყენა. სხვათა შორის, ესპანელი "დინამოს" მიერ ევროთასებზე გატანილი მე-200 გოლის ავტორად მიგვევლინა. ხუთიოდე წუთში კი იმავე გრიგალაშვილის ჩაწოდებულ ბურთს თავი ჯაბა დვალმა შეაგება და ანგარიში ორამდე გაზარდა.

"დინამოს" მატჩის სადავეები ხელიდან არც ამის შემდეგ გაუშვია, მაგრამ კარი მშრალად ვერც ამჯერად შეინახეს. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა თბილისელთა უკანა ხაზის შეცდომის წყალობით შეძლეს.

როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ჩემპიონს ბევრად სოლიდური ანგარიშით გამარჯვება შეეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში ერთის მეტი ვერ გაიტანა. შეცვლაზე შესულმა გლიშიჩმა მეტად ეფექტური დარტყმით დალაშქრა კუნძულელთა კარი.

"დინამომ" მთავარი მიზანი შეასრულა - ფარერული ბარიერი ორი გამარჯვებით გადალახა და ისიც პოზიტიური ფაქტია, რომ მესამე რაუნდის პირველ მატჩში გაფრთხილებათა გამო არავის მოისაკლისებს.

უჰრინის გუნდი შემდეგ ეტაპს ტრავმირებულთა გარეშე ვერ ხვდება და ისიც კარგია, რომ ფარერულ ხელოვნურ საფარზე ქართველებს არავინ დაუშავდათ.

30 ივლისს "დინამო არენაზე" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელიც ყველაზე მკაფიო პასუხს გაგვცემს შეკითხვაზე, თუ რა ძალაა "დინამო" ევროპული საზომით.

"სტრეიმური" უკვე წარსულია, რუმინულ "სტიაუასთან" დაპირისპირება, ცხადია, სულ სხვა სირთულისა იქნება, მაგრამ "დინამო" ნამდვილად არ არის უშანსოდ.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დუშან უჰრინი: უნდა მოგვეგო, თუნდაც პრესტიჟისა და კოეფიციენტისთვის

დარკო გლიშიჩი: "სტიაუასთან" ორი საინტერესო მატჩი გველის

დავით ხურცილავა: ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]

roma
ტრაბახის და ბაქიბუქობის დრო დამთახრდეს უნდა,ერთ კვირაში გამოჩნდება დინამო რა გუნდიცაა,გაფრთხილებთ მწვრთნელებო გია ცეცაძისავით არ მოგივიდეთ,ფრთხილად იყავით.
ramo
ამს დაამატეთ ისიც რომ ლორია ორივე თამაშში შეცდა.
tazo
ვულოცავ დინამოს,ეს კარგია,მაგრამ ასეთი თამაშით შორს ვერ წახვალ,ამდენი მომენტის არგამოყენება კლასზე ნაღდად არ მიუთითებს,გუნდი ვერ დალაგდა,ჯერ ბევრი აკლიათ ლიგამდე სამწუხაროთ!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ᓔᓕᓠᓝᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓡ ᓜᓐᓗᓔᓚᓡ ᓩᓔᓮᓘ ᓛᓝᓰᓤᓔᓜᓡ
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
XXV ᕩᕔᕛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘᕡ ᓨᓔᕯᓐᓛᓔᓑᓐ: ᕣᓪᓜᓐᓣᓠᕡᕐ ᕓᓐ ᓪᓣᕓᕡ ᕐᕦᓐᓠ ᕕᓘᕮᓡᕔᓜᓔᓑᓗ
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᕘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓡᓐᓛᓛᓐ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᕔᓚᓛᓐ ᓓᓐᓢᓝᓕᓐ
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
დინამო-პოდბესკიძიე 1:1 - ფრე და კურიოზი ქეცბაიას თანდასწრებით [VIDEO]
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
ᕓᓘ
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა