რუსი ჭოკით მხტომელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ წავა
ლეგენდარულმა რუსმა ჭოკით მხტომელმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელენა ისინბაევამ განაცხადა, რომ მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს პროფესიულ კარიერას. პლანეტის პირველობა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 10 აგვისტოს დაიწყება.

"ჩემი კარიერა 100 პროცენტით მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დასრულდება. ჩემთვის ეს იქნება ნოსტალგიური მომენტი, ამიტომაც მაქსიმალურად სიამოვნება უნდა მივიღო და ვცადო ვაჩვენო ყველაფერი, რაც შემიძლია, - განაცხადა ისინბაევამ. - მაყურებლისგან ველოდები უდიდეს მხარდაჭერას. მათ უნდა იყვირონ, გამოფინონ პლაკატები და ტრანსპარანტები, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი ენერგეტიკა ვიგრძნო".

ისინბაევამ ისიც დაადასტურა, რომ არც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისთვის განაახლებს კარიერას, როგორც ამას ადრე აცხადებდა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გადაწყვიტა ახალგაზრდებს დაუთმოს ასპარეზი.

ამჟამად, ელენა ისინბაევა 31 წლისაა. მას მოგებული აქვს 2004 და 2008 წლების ოლიმპიური თამაშები, ლონდონის ოლიმპიდაზე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. რუსი მსოფლიოს 28 რეკორდის მფლობელია. ასევე მას ეკუთვნის მოქმედი რეკორდი - 5.06 მეტრი.

ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატს კიდევ ერთი ვარსკვლავი დააკლდება. ქალებს შორის შვიდჭიდში ვერ გამოვა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჯესიკა ენისი. შეგახსენებთ, ბრიტანელმა სპორტსმენმა თითქმის მთლიანად გამოტოვა საზაფხულო სეზონი ქუსლისა და კოჭის ტრავმის გამო.

"ტკივილს დღემდე ვგრძნობ. ერთი სახეობისთვის რომ მიწევდეს მომზადება, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ მე შვიდ სახეობაში გამოვდივარ. მინდა კონკურენტუნარიანი ვიყო და ოქროსთვის ვიბრძოლო, უბრალოდ სიამოვნებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის სურვილი კი არ გამაჩნია", - ამბობს ენისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საუკეთესო ნახტომი XXI საუკუნეში

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად