ილქაი "დორტმუნდთან" კონტრაქტის გაგრძელებას ამიტომაც აჭიანურებს
დორტმუნდის "ბორუსიამ", შესაძლოა, ილქაი გიუნდოგანი დაკარგოს. ამის შესახებ 24 ივლისს ყოველკვირეული გერმანული ჟურნალი "შპორტ ბილდი" ახალ ნომერში წერდა.

22 წლის ნახევარმცველმა, რომელიც წარმოშობით თურქია, მაგრამ გერმანიის ნაკრებში თამაშობს, წინა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, რის გამოც მთხოვნელების რიგი დაუდგა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მას მთელი ევროპული ელიტა ეპატიჟება. შესაბამისად, გიუნდოგანი "დორტმუნდთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

გიუნდოგანმა ჯერ კიდევ აპრილში თქვა, "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებო. მას მერე თითქმის ოთხი თვე გავიდა, ხელშეკრულება კი არ გაგრძელებულა, ხოლო მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულამდე აქვს. გერმანული მედია წერს, რომ გიუნდოგანს ისეთი სუპერგრანდები უმიზნებენ, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონა" არიან. ესპანური გრანდების ხელმძღვანელებმა ილქაის გადაბირების სურვილი უკვე ღიად დააფიქსირეს, ფეხბურთელი კი ფიქრობს. "შპორტ ბილდის" ცნობით, მას "დორტმუნდიც" არ ეთმობა, რადგან "რეალში" ან "ბარსელონაში" მუდმივად თამაშის გარანტიას ვერავინ მისცემს.

მოკლედ რომ ვთქვათ, გიუნდოგანი ნური შაჰინის შეცდომას ითვალისწინებს - ეს უკანასკნელი "რეალში" სწორედ "დორტმუნდიდან", შესანიშნავი სეზონის შემდეგ გადავიდა, მაგრამ "სამეფო გუნდში" ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ისევ "ბორუსიაში" დაბრუნდა. ამასობაში, ინგლისური მედია იუწყება, რომ ილქაიზე ლონდონის "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელებიც ფიქრობენ.

"ბორუსიას" სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკისთვის ლოგიკური მოვლენაა ის, რომ გიუნდოგანს რიგი დაუდგა, მაგრამ ცორკი ილქაის ამ ზაფხულში გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავს. "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კი დაადასტურა, რომ გიუნდოგანის მრჩეველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რომ მის შენარჩუნებას ყველანაირად ეცდება.

წინა სეზონში ილქაი გიუნდოგანმა ბუნდესლიგის 28 შეხვედრაში 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგის 12 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი პასი იყო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "დორტმუნდის" თავკაცი იურგენ კლოპი მას საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა, ეს ცუდი შედეგი არაა. ისე კი, ილქაი სხვა მხრივ იყო შეუდარებელი - "ბორუსიას" თითქმის ყველა შეტევას ხელმძღვანელობდა და შესანიშნავი პასები არიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ჰანს-იოახიმ ვატცკე: ვან გაალს მხოლოდ დიდი გუნდის პატარა გუნდად გადაქცევა შეუძლია
"დორტმუნდს" ნური შაჰინი გაწვრთნის
ნური შაჰინი გადაყენების ზღვარზე - "დორტმუნდს" "მანჩესტერის" ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს?
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
გიუნდოგანმა, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ნური შაჰინი შესაძლოა, "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი გახდეს
"ნაპოლი" მიყვარს, ხვიჩა აღმაფრთოვანებს" - "ანტალიასპორის" მწვრთნელი ნური შაჰინი დღევანდელ მატჩამდე "კვარაზე" საუბრობს
"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"დორტმუნდი" რობერტ ლევანდოვსკის დასაბრუნებლად მზადაა 100 მილიონი გადაიხადოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"დორტმუნდმა" ნური შაჰინი გაათავისუფლა
"დორტმუნდს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს
ჰანს-იოახიმ ვატცკე: "ბარსელონას" ნაცვლად სხვა გუნდს რომ მიეწვია, დემბელე ასე არ მოიქცეოდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ვატცკე: თუ სეზონი მალე არ განახლდა, ბუნდესლიგა ჩაიძირება
იოახიმ ვატცკე: "ბარსელონა" დემბელეს ერთი მილიმეტრითაც არ მიახლოებია
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ბორუსია" მზადაა პეტერ შტეგერს კონტრაქტი გაუგრძელოს
რომანო: გიუნდოგანი "ბარსელონას" დატოვებს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის დაბრუნება სურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
გიუნდოგანი 1 წლის წინ "სიტიდან" მეუღლის გამო წავიდა, ახლა კი სარას ამ საქციელმა დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთელი "ბარსელონასაც" ტოვებს
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
გიუნდოგანმა შესაძლოა, კარიერა კატარის ჩემპიონატში გააგრძელოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გიუნდოგანი მანჩესტერშია და დღეს "სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა