30 ივლისს გასამართი მატჩისთვის თბილისში ბუქარესტის "სტიაუას" 200-მდე გულშემატკივარი აპირებს ჩამოსვლას
სტიაუა (ბუქარესტი)
დაარსდა: 1947 წელს
ფერები: წითელი და ლურჯი
მეტსახელი: "ჯარისკაცები"
სტადიონი: არენა ნაციონალა (ტევადობა: 55 600)
მფლობელი: გეორგე ბეკალი
პრეზიდენტი: ჰელმუტ დუკადამი
მთავარი მწვრთნელი: ლაურენციო რეგეკამპფი
ტიტულები: რუმინეთის 24-გზის ჩემპიონი, რუმინეთის თასის 21-გზის მფლობელი, რუმინეთის სუპერთასის 6-გზის მფლობელი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1986), ევროპის სუპერთასის მფლობელი (1986)
2013-14 წლების სეზონის განაცხადი:
მეკარეები: 1. ფლორინ ნიცა, 12. ჩიპრიან ტატარუსანუ (27), 95. ვალენტინ კოიუჩარუ;
მცველები: 2. კორნელ რაპა, 4. ლუკაშ შუკალა (პოლონეთი), 6. ფლორინ გარდოში, 8. ლუჩიან ფილიპი, 14. იასმინ ლატოვლევიჩი, 21. ვლად ჩირიჩესი;
ნახევარმცველები: 5. მიჰაი დორუ პინცილი, 10. კრისტიან ტანასე, 11. ანდრეი პრეპელიცა, 17. დანიელ გეორგიევსკი (მაკედონია), 22. პაულ პირვულესკუ, 23. ნიკულაე სტანჩუ, 30. მიჰაი რადუცი, 55. ალექსანდრუ ბურჩეანუ, 80. გაბრიელ ლანჩუ;
თავდამსხმელები: 9. მიჰაი კოსტეა, 20. ლეანდრო ტატუ (ბრაზილია), 25. ფედერიკო პიოვაჩარი (იტალია), 77. ადრიან პოპა, 90. სტეფან ნიკოლიჩი (ჩერნოგორია).
თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტად სოლიდური კლუბი შეხვდა - ბუქარესტის "სტიაუა", რომელსაც მეტად წარმატებული ისტორია აქვს და ამბიციები არც ამჟამად აკლია.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კლუბის ისტორიაში ყველაზე ბრწყინვალედ, რა თქმა უნდა, 1985-86 წლების სეზონი მიიჩნევა, როცა "სტიაუამ" ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.
ფინალში, რომელიც სევილიაში გაიმართა, ყველა "ბარსელონას" გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ კატალონიელებმა ბუქარესტელებს ძირითად და დამატებით დროში ვერაფერი დააკლეს, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში კი რუმინელებმა უჩვეულო ანგარიშით, 2:0 გაიმარჯვეს.
"ბარსელონამ" ოთხი თერთმეტმეტრიანი შეასრულა და "სტიაუას" მეკარემ ჰელმუტ დუკადამმა ოთხივე მოიგერია! სხვათა შორის, იგი დღეს კლუბის პრეზიდენტია და თბილისს სწორედ ამ რანგში ეწვევა.
1987 წელს "სტიაუამ" ევროპის სუპერთასიც მოიპოვა, რომლისთვის ბრძოლაშიც თასების თასის მფლობელი კიევის "დინამო" 1:0 დაამარცხა.
1989 წელს "დინამოს" მეტოქემ ჩემპიონთა თასის ფინალამდე მიაღწია, სადაც მრისხანე "მილანთან" 0:4 განადგურდა.
კლუბის ღირსება არაერთ სახელოვან ფეხბურთელს დაუცავს, რომელთაგანაც, უპირველესად, გეორგე ჰაჯი უნდა გამოვარჩიოთ. სწორედ "სტიაუაში" თამაშისას გაიცნო საფეხბურთო მსოფლიომ "კარპატელი მარადონა", რის შემდეგაც ჰაჯიმ მადრიდის "რეალში", "ბარსელონასა" და სხვა სახელოვან ევროპულ კლუბებში ითამაშა.
რუმინელ ვარსკვლავთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საზღვარგარეთ წასვლამდე სწორედ "სტიაუას" ღირსება დაიცვა. "სტიაუა" რუმინეთის 24-გზის ჩემპიონია და ამ მაჩვენებლით ქვეყანაში რეკორდსმენია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ჯარისკაცები" ბოლო წლებში საშინაო არენაზე ბრწყინავენ. "სტიაუამ" ჩემპიონობა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა.
გასული ჩემპიონატი ბუქარესტელებმა სოლიდური უპირატესობით მოიგეს - მეორეადგილოსან "პანდურიის" მთელი 16 ქულით გაუსწრეს.
რაც შეეხება გასული სეზონის საევროთასო მონაგარს, "სტიაუამ" მეტად ღირსეულად იასპარეზა ევროპის ლიგაზე - ჯგუფში, სადაც მეტოქეებად გერმანული "შტუტგარტი", დანიური "კოპენჰაგენი" და ნორვეგიული "მიოლდე" ჰყავდა, პირველი ადგილი დაიკავა; 1/16-ფინალში ამსტერდამის "აიაქსს" პენალტების სერიით აჯობა, მერვედფინალში კი ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ლონდონის "ჩელსისთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა - შინ 1:0 მოუგო, სტუმრად კი შეხვედრა 1:3 დათმო.
გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში, ცხადია, წონადი წვლილი მწვრთნელს მიუძღვის - 37 წლის ლაურენციო რეგეკამპფმა "სტიაუა" შარშან ზაფხულში ჩაიბარა.
"სტიაუას" რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, მაგრამ გუნდის ბირთვს მაინც რუმინელები შეადგენენ. ვერ ვიტყვით, რომ გუნდის ღირსებას რომელიმე საქვეყნოდ აღიარებული ვარსკვლავი იცავს, მაგრამ საზღვარგარეთული კლუბების მხრიდან "სტიაუას" ფეხბურთელთა მიმართ დაინტერესება დიდია და ტრანსფერებს ახლო მომავალშიც უნდა ველოდოთ.
"სტიაუა" 2011 წელს გახსნილ "სტადიონ ნაციონალაზე" თამაშობს და გულშემატკივართა სიმცირეს, რბილად რომ ვთქვათ, არ უჩივის. გუნდს ქომაგები გასვლით შეხვედრებზეც მრავლად დაჰყვებიან.
ამჟამინდელი ინფორმაციით, თბილისში "სტიაუას" 200-მდე გულშემატკივარი აპირებს ჩამოსვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" მეტოქე "სტიაუა" სკანდალში გაეხვა და სანქციები ემუქრება! [VIDEO]
koreqtori
მიაქციეთ ყურადღება რას წერთ! ევროპის სუპერთასის მფლობელი (1986) 1987 წელს "სტიაუამ" ევროპის სუპერთასიც მოიპოვა, რომლისთვის ბრძოლაშიც თასების თასის მფლობელი კიევის "დინამო" 1:0 დაამარცხა.
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ლაურენციო რეგეკამპფი: მაღალ დონეზე ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
"ჩელსი" "სტიაუას" ტალანტს აკვირდება
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლაურენციო რეგეკამპფი: დაგეგმილი გვაქვს "დინამოს" ბარიერი გადავლახოთ
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
დინამო VS სტიაუა - გვინდა ლიგა? გადავახტეთ "სტიაუას"
"სტიაუას" მწვრთნელი "საბურთალოსთან" მატჩზე: კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია
ევროპა ლიგის მატჩის წინ "სტიაუა" მოედნის 9 ფეხბურთელითა და 3 მეკარით დარჩა
რუმინეთის თასზე გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]
დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ჩელსი" 19 წლის რუმინელ თავდამსხმელს 88 მილიონად შეიძენს?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა