ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოდრიჩი ძვლების დაცვას ითხოვს

მოდრიჩი ძვლების დაცვას ითხოვს

ლუკა მოდრიჩი უხეშთა ხშირი მსხვერპლია
სამშაბათს „ტოტენჰემმა“ და „სანდერლენდმა“ „უაით ჰართ ლეინზე“ 1:1 ითამაშეს, თუმცა ახლა ამ შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ეპიზოდის გამოყოფა გვინდა: სტუმართა კაპიტანმა ლი კატერმოულმა ლუკა მოდრიჩის წინააღმდეგ იუხეშა და... საყოველთაო აზრით გადარჩა, რადგან მსაჯმა ჰოვარდ უებმა ყვითელი ბარათი აკმარა. 25 წლის ხორვატი მოდრიჩისთვის კი უხეშობა მტკივნეული თემაა. გასულ სეზონში მას ფეხის ძვლის მოტეხილობის გამო სამი თვე გაუცდა და, მას მერე, მის წინააღმდეგ ყოველგვარ უხეშობას დაძაბული ხვდება. ერთი სიტყვით, ვინ გადარჩა, კეტერმოლი თუ მოდრიჩი კიდევ საკითხავია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ხორვატი ნახევარმცველი „სანდერლენდის“ კაპიტანზე გაბრაზდა და მსაჯებს „ძვლების მსხვრეველი“ მცველებისგან მეტი დაცვა მოსთხოვა.

„ასეთი მცველები სანამ დასაჯახებლად წამოვლენ, კარგი იქნება, ცოტას მაინც თუ დაფიქრდებიან, – უთხრა მოდრიჩმა ჟურნალისტებს. – საქმე მათ კოლეგებს გვეხება. ასე ხომ შეიძლება ადამიანი ისე დააზიანო, რომ კარიერა დაუმსხვრიო. ჩვენ, ორთაბრძოლებისგან და უხეში მოთამაშეებისგან მეტი დაცვა გვჭირდება.

როდესაც ზღვარგადასულ უხეშობას უყურებ, ნორმალური ადამიანი ყოველთვის ღიზიანდები. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც მსაჯი დანაშაულს ადექვატურად არ აფასებს და არ სჯის. კატერმოული ჩემს წინააღმდეგ უხეშობისთვის გაძევების ღირსი იყო, მაგრამ მსაჯმა ყვითელი აკმარა. რა გინდა ასეთ დროს ქნა? ახლა მუხლი გასივებული მაქვს. მტკივა კიდეც, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩამიცხრება და ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო წამს ახტომა რომ ვერ მომესწრო, ყველაფერი გაცილებით ცუდად იქნებოდა. ღვთის მადლით, ავხტი. ფეხზე რომ დავრჩენილიყავი, ახლა სერიოზული მოტეხილობით საავადმყოფოში ვიწვებოდი“.

მოდრიჩის პათოსი არ გაიზიარა „სანდერლენდის“ მწვრთნელმა სტივ ბრუსმა, რომელმაც თქვა, რომ მისი კაპიტანი ჯერ ბურთს შეეხო, „ტოტენჰემის“ თავკაცის ჰარი რედნაპის აზრით კი მოდრიჩს „ძალიან, ძალიან გაუმართლდა“.

ამ შეხვედრის არბიტრი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ცნობილი ჰოვარდ უები იყო, რომელმაც ოთხშაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში განაცხადა, რომ მოდრიჩისა და კატერმოულის ეპიზოდში იგი სავსებით სწორად მოიქცა ყვითელი ბარათით რომ შემოიფარგლა. სხვათა შორის, უები სექტემბერში საგანგებოდ ჩავიდა სანდერლენდში და კატერმოულს ელაპარაკა. ეს 22 წლის ბიჭი უხეშობით არის განთქმული. მეტი რა გინდათ, ამ ასაკში უკვე 50 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. უებს წითელი რომ ამოეღო, კარიერაში მეექვსე გაძევება იქნებოდა. უების ვიზიტის მიზანიც თავად ფეხბურთელთან ერთად გამოსავლის პოვნა გახლდათ.

იმ ეპიზოდში, რომელზეც ზემოთ გელაპარაკეთ, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები უებს მივარდნენ და პროტესტი გამოთქვეს. ყველაზე მეტად რაფაელ ვან დერ ვაარტი აქტიურობდა, მაგრამ მსაჯმა ამის შესახებ ოქმში არაფერი ჩაწერა. თუ გახსოვთ, ამავე მატჩში იყო მომენტი, როდესაც ბუდევინ ზენდენმა დევიდ ბენტლი საჯარიმოში წააქცია, უებმა კი მიიჩნია, რომ ბენტლი სიმულიანტობდა. რასაკვირველია, ლონდონელების პროტესტები ამ ეპიზოდსაც მოჰყვა, მაგრამ უებმა არც ამის გამო იჩივლა ასოციაციაში. საინტერესოა, რომ თავად ზენდენსაც კი ჰგონებია, რომ მსაჯი აუცილებლად პენალტს დანიშნავდა:

„უებს პენალტი რომ დაენიშნა ვეჭვობ პროტესტის ნიშნად მივვარდნილიყავი. ეს ისეთი ეპიზოდი იყო, როდესაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც შეიძლება და არ დანიშვნაც. „ტოტენჰემელი“ რომ ვყოფილიყავი, პენალტს მოვითხოვდი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა