მაშ, ქართველებს კიდევ შეგვძლებია ფეხბურთის თამაში - გორის "დილამ" დანიაშიც შინაარსიანი ფეხბურთი ითამაშა, მადლიც "დილასი" იყო და ცოდვაც
მაშ, ქართველებს კიდევ შეგვძლებია ფეხბურთის თამაში. გორის "დილამ" დანიაშიც შინაარსიანი ფეხბურთი ითამაშა, მადლიც "დილასი" იყო და ცოდვაც.

გიორგი დევდარიანის გუნდმა ის ფეხბურთი აჩვენა, რაც ქართველებს სისხლში გვაქვს.

"ოლბორგი -"დილა" სანამ დაიწყებოდა, ინტერნეტში ბაქოს "ინტერის" შეხლას ვუყურებდი ნორვეგიულ "ტრომსოსთან". კარში გიორგი ლომაია იდგა, დაცვაში ლაშა სალუქვაძე, შეტევის მარცხენა ფლანგზე ალექსანდრე იაშვილი, მერე ბაჩანა ცხადაძეც შემოვიდა და გოლიც გაიტანა.

"ინტერმა" ქართველის გოლით მოიგო, მაგრამ მომდევნოი ეტაპზე ვერ გავიდა.

ჩვენებურების აზერბაიჯანული მარცხი გულზე კი შემომეყარა, მაგრამ გული უფრო სხვა რამეზე დამწყდა - ბაქოს "ინტერის" ბიუჯეტი რომ ჰქონდეს რომელიმე ქართულ გუნდს...

ლენქორანის "ხაზარს" ბაქოს "ინტერზე" ბევრად მეტი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ რად გინდა, შინ "ჰაიფასთან" 0:8 იწვნია.

არ გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენთან ნავთობჭაბურღილები არ არის, სამაგიეროდ იმაში გაგვიმართლა, რომ ქართველებს ფეხბურთი გენში გვაქვს.

გორის "დილას" კი იმაში გაუმართლა, რომ მამუკა ჯუღელმა თავისი ფეხბურთელები არ წაიყვანა და დევდარიანსაც გაუჩნდა შანსი, მოედანზე ერთბაშად რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი გაეყვანა.

ფეხბურთელი არ გვყავს! ასეთ რამეს ძვირიანი მწვრთნელი რომ იტყვის, ძნელია, მის საქმიანობას ეჭვის თვალით არ შეხედო.

წლევანდელმა ევროსარბიელმა უკვე დაამტკიცა ერთი ქართველი ფეხბურთელის ნიჭი. თუ მანამდე გიორგი ილურიძეს მეტწილად მხოლოდ სპეციალისტები იცნობდნენ, დღეს უკვე ის "დილას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, რომელმაც დანიურ "ოლბორგს" შინ თუ გარეთ ბდღვირი ადინა.

ილურიძე 21 წლისაა და ჯერაც შეუძლია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, თუმცა ფეხბურთელი ევროსარბიელზე რომ გამოიჩენს თავს, თავისთავად საინტერესო ხდება ეროვნული გუნდისთვისაც. სხვა საქმეა, რამდენად დასჭირდება ნაკრების თავკაცს ასეთი ფეხბურთელი, როცა გუნდი ვერც კატენაჩოს თამაშობს და ვერც სხვა სტილს.

ილურიძე თავის დროზე "დინამო თბილისში" იყო, სწორედ იქ შეამჩნია ის ჯუღელმა და მახაჭყალის "ანჟიში" მიიყვანა. დიღმის ბაზიდან რომ წაიყვან ასეთ ნიჭიერს, მართლა მაგარი მენეჯერი ხარ.

არ ვიცი, როგორ მორიგდებიან ჯუღელი და "დილა", ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სანამ დევდარიანის გუნდი ევროსარბიელზე თამაშობს, ილურიძე მასთან იქნება.

საქართველო ფეხბურთის მიმწოდებელი ქვეყანაა, თუმცა ზოგი სხვანაირად ფიქრობს და იმდენი ლეგიონერით ავსებს გუნდს, რომ უცხოტომელები სათადარიგოთა სკამზეც კი უზის. არადა, ფეხბურთის კარგად თამაში სისხლში გვაქვს.

"დილა" ულეგიონეროდ დარჩა, მაგრამ ფეხბურთი ითამაშა, ილურიძის გარდა მიხაილ გორელიშვილითაც და გიორგი აბურჯანიათიც მოგვაწონა თავი, "დილას" საშუალო ასაკის ფეხბურთელებიც კარგი ჰყავს, საერთაშორისო დონეზე გამოცდილები.

ქუთაისის "ტორპედო", ფაქტობრივად, დატოვა ომარ მიგინეიშვილმა, რომელმაც თვითონ გვითხრა, "დინამო თბილისი" კი დამიკავშირდა, მაგრამ ჯერ საქმე ამის იქით არ წასულაო.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ტორპედოს" კიდევ ერთი კარგი ფეხბურთელი გამოაკლდება.

მიგინეიშვილისთვის მოედანზე შიში უცხოა, უშიშარი მეკარის ყოლა კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ გუნდისთვის, ვისაც დიდი ამბიციები აქვს და ევროსარბიელზეც უწევს თამაში. წინა სეზონი მიგინეიშვილმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებშიც კი ათამაშეს.

"ტორპედოდან" კარგი ფეხბურთელების გადინება ამით ალბათ არ დასრულდება - თურქულ შეკრებაზე გუნდს არც ბექა ტუღუში გაჰყოლია. მოდრიბლინგე, არაორდინალური გადაწყვეტილების უნარის მქონე თავდამსხმელი, 24 წლის, ანუ ისეთი ასაკისაა, ახლა რომ უნდა ეწყებოდეს კარიერის პიკი.

წამყვან ქართულ კლუბებს კარგი ფეხბურთელის აყვანის კიდევ ერთი კარგი შანსი გაუჩნდათ. ტუღუშის პოტენციალში ეჭვის შეტანა არ ეგების - ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჟურნალისტის აზრი არ არის.

"ტორპედომ" კი სხვა გზა აირჩია და ეს ყველაფერი ესპანელ მწვრთნელს ჩააბარა. ხერარდ სარაგოსა მულეტი რაც არის, აწი გამოჩნდება, რადგან მანამდე ის ყველასათვის უცნობი მწვრთნელი იყო.

და რა გუნდი ელის მომთხოვნ ქუთაისელ გულშემატკივარს? ცხადია, ეს კითხვაც ძალიან აქტუალურია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxoia
someone, არ ვიცოდი ჯიგარ, ქუთაისის გუნდის სპონსორობაზე რიგი თუ იდგა. აბა მიდით, რაც შეიძლება მალე გააგდეთ "ვისოლი" (ან რა იურიდიული ბერკეტი გაგაჩნიათ ამისათვის, გაუგებარია) თუ არადა მოკვდნენდორპედოს სპონსორობის მსურველი კომპანიები რიგში დგომით. ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ ხალხნო....
someone
გული თუ გტკივა ”ტორპედოზე” ხმა უნდა ამოიღოთ ერთად, სოლიდარობა თუ იქნება გულშემატკივრებში, ”ტორპედოს” ახალი პატრონი ეყოლება, ვისაც მართლა უყვარს ფრეხბურთი და ”ტორპედო”. სტატია კი ძალიან მომეწონა
bnb
მაგარი ბანძი სტატიაა. ასეთი ბუქიაობით და ფაქტების დამახინჯებით ვის რას დავაკლებთ.
Vako
ფეხბურთელი არ გვყავს! ასეთ რამეს ძვირიანი მწვრთნელი რომ იტყვის, ძნელია, მის საქმიანობას ეჭვის თვალით არ შეხედოლისტები მოგებასაც შეგაძულებენ,ატეხენ ერთ ამბავს..რეალურად შეხედეთ და შეაფასეთ.. გორის დილას შემოევლოს ჩემი თავი,რათქმაუნდა გულით და სულით წარმატებას ვუსურვებ მაგრამ ეგრე ნუ აბუქებთ სააკაშვილივით ყველაფერს
სოსო აბულაძე
დილა კარგია მაგრამ ქუთაისელი კაცი ვარ და მტკივა ტორბედოს გასაჭირი. ნუთუ თქვენ გულს არ შეეხო ასე სიმწრით შეკოწიწებული გუნდის დაშლა? ნუთუ არ გეწყინათ რომ ჟილინასთან ასე შევრცხვით და შევარცხვინეთ მთელი საქართველო? მე მეწყინა მაგრამ ჩემი გუნდი მაინც მიყვარს. დიდი დაპირისპირებაა ფანებსა და ტორბედოს სპონსორს შორის და გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ამ საკითხს. "გულშემატკივარი" ე. ი. ვისაც გული სტკივა ხო და მე მტკივა და ბევრს ჩემნაირს. კითხეთ ვისოლის წარმომადგენლებს მათ სტკივათ თუ მარტო თავიანთი მილიონები აღელვებთ? გთხოვთ მიიტანოთ გულთან ჩვენი ტკივილი
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
სეზონში 40 გოლი! - ონელი ბომბარდირის, მამია გავაშელიშვილის ოცნება
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა