"მეგონა, ბოლო დროს იტალიურ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ისევ ის ჭაობშია!"
როცა "პალერმოს" 69 წლის პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინის "მილანთან" მატჩის შემდეგ მიკროფონებით მიუახლოვდნენ, უკვე იცოდნენ, რომ ის რაღაც სენსაციურს იტყოდა, მაგრამ მთლად ასეთ განცხადებას მაინც არ ელოდნენ. აი, რა თქვა 1:3 მარცხით და მსაჯის მოქმედებით უკმაყოფილო ძამპარინიმ:

"ხვალ, დილით გადავდგები. მინდა, რაც შეიძლება შორს ვიყო ამ ყველაფრისგან, რასაც, რატომღაც, ფეხბურთს უწოდებენ. ჩათვალეთ, რომ "პალერმო" იყიდება. ვფიქრობდი, რომ ბოლო დროს იტალიურ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ისევ ის ჭაობია".

მეორე დილაც მოვიდა, მაგრამ ძამპარინი, რა თქმა უნდა, არ გადამდგარა, თუმცა მის განცხადებას მაინც არ უნდა მოვეკიდოთ ირონიით - დიდი შანსია, სიცილიური კლუბი მართლაც გაიყიდოს, უფრო ზუსტად ის წილი, რაც ძამპარინის ეკუთვნის. "ჩემს მრჩეველს უკვე ვთხოვე ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება. აღარ მინდა ჩემი წილი. ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა. მხოლოდ "პალერმოს" ძალიან კარგ ფანებზე მწყდება გული, რომელთა მხარდაჭერითაც მუდამ აღფრთოვანებული ვარ. თავს ვგრძნობ დამარცხებულად, მაგრამ არა ნაღდ ბრძოლაში, არამედ ფსევდო-სპორტულ სამყაროსთან ჭიდილში. სპორტული პრინციპები ამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაუფერულდა და მნიშვნელობა დაკარგა. აქ მხოლოდ 3-4 კლუბის ინტერესებია გათვალისწინებული. ამათთან ბრძოლაში დავბერდი და, იქნებ, ვინმე ახალგაზრდამ უკეთ იმოქმედოს", - განაცხადა ძამპარინიმ.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა