მსოფლიოს მე-15 ჩოგანს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის
ხორვატული პრესის ცნობით, მსოფლიოს მე-15 ჩოგანი მარინ ჩილიჩი, შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დასაჯონ დოპინგის გამოყენების გამო.

სხვადასხვა წყარო წერს იმის შესახებ, რომ დოპინგ-სინჯმა, რომელიც ჩილიჩისგან აპრილში, მიუნხენის ტურნირის დროს აიღეს, დადებითი შედეგი აჩვენა ერთ-ერთ აკრძალულ პრეპარატზე. ხორვატს სამთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

tennis.com-ის მონაცემებით, მარინს ტესტების შედეგების შესახებ უიმბლდონის მეორე წრის მატჩის წინ შეატყობინეს. ხორვატი ფრანგ კენი დე სხეპერს უნდა შეხვედროდა. საბოლოოდ, ჩილიჩმა ტრავმა მოიმიზეზა და კორტზე არ გავიდა.

არაოფიციალური ცნობებით, ახლა ჩოგბურთელი მუდმივ კონტაქტზეა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან და უკვე დაიწყო სასჯელის მოხდა. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, როდის დაუბრუნდება აქტიურ ჩოგბურთს. ზოგიერთი ხორვატული გაზეთი წერს, რომ მარინს უკვე შემდეგ თვეში დართავენ თამაშის ნებას.

ბოლო დროს, ჩოგბურთში გახშირდა დოპინგ-სკანდალები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის 18-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხორვატი და მოლდოველი ჩოგბურთელები საკუთარი მატჩების შეგნებულად წაგებაში არიან ეჭვმიტანილნი

Georgi
ჩილიჩმა გაიჩალიჩა...
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სტამბოლის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
35 წლის ჩილიჩი წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა
ჯოკოვიჩმა თელ-ავივის ტურნირი მოიგო [VIDEO]
ბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა
როლან გაროსი: დღეს 1/16-ფინალური წყვილები დაკომპლექტდება
ბიორნ ბორგი - ყველა დროის საუკეთესო შვედი
როჯერ ფედერერის წაგებები ზურგის ბრალია თუ...
ᓕᓘᓥᓢᓝᓠ ᓢᓠᓝᓘᓪᓙᓘ ᓓᓐᓑᓠᓣᓜᓓᓐ ᓓᓐ ᓛᓝᓘᓒᓝ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის მერვედფინალში გავიდა
დავიდ ფერერიც ლონდონში მიდის
ნიკ კირგიოსმა თამაშის მიმდინარეობისას მასტურბაციის იმიტაცია გააკეთა [VIDEO]