ლონდონი

ლონდონი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში.

2012 წლის 27 ივლისი - 12 აგვისტო; სპორტის 26 სახეობა, 10,500 სპორტსმენი...

პრეისტორია: ლონდონმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მრავალ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ კონკურენციაში მოიპოვა, რის შემდეგაც ის უდიდესი მონდომებით შეუდგა სათანადო მასპინძლობისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნას. დაიწყო ახალი სპორტული კომპლექსების მშენებლობის ბუმი, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, და, ყოველი ის კვადრატული მეტრი - რომელიც საბოლოო ჯამში, ლონდონის ოლიმპიური თამაშების უმაღლეს, უნიკალურ დონეზე ჩატარებისათვის იყო საჭირო.

კარალეთი

კარალეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.

1992 წელი, 31 იანვარი. შავდათუაშვილების ოჯახური სიხარული. საფუძველი: გვარის გამგრძელებლის, ლაშას დაბადება...

რუტინა

1992-2012 წლები: ყოველდღიური, მომქანცველი ცხოვრება. მწყემსვა, თიბვა, მკა... აქტივობები, რომლებიც ინდივიდის სრულყოფილი ჩამოყალიბებისათვის კეთილსასურველ პირობას ქმნიან. შრომის ფუნქცია, შრომის სიყვარული, შრომის უნარიანობა და მისი მარგებელი - დაუზარელობა, ნებისყოფის მაღალი სიმტკიცე. ნებისყოფის მაღალი სიმტკიცე, რომელიც სხვათა შორის, თავის მხრივ, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის უდიდესი სპორტული წარმატებების მიღწევის პროცესში.

ლაშას, როგორც ყველა ქართველი ახალგაზრდა ყმაწვილის ბუნებრივი მისწრაფება ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ... სახლში საკუთარი ხელით გაკეთებული სავარჯიშოები. რუტინული ცხოვრებისაგან თავისუფალ დროს ორგანიზმის გაკაჟებისაკენ მიმართული რეგულარული სპორტული აქტივობები... საშუალებები: თვითნაკეთი სავარჯიშოები; მეთოდები: ახალგაზრდა ყმაწვილის მიერ საკუთარი მოსაზრებებით შემუშავებული ვარჯიშის სტრატეგიები... მეორე მხრივ, ლაშას ბუნებრივი მისწრაფება ემოციურ-სულიერი სიმტკიცისაკენ... ადგილი: კარალეთის სამების ეკლესია. ფუნქცია: სტიქაროსანი.

სიტუაცია

ლაშა 11-12 წლიდან უკვე რეგულარულად ვარჯიშობდა გორის ძიუდოს სკოლაში, გამოცდილ მწვრთნელ-პედაგოგებთან, რომელთა დახმარებით კიდევ უფრო განიმტკიცებდა სპორტულ ხასიათს და ნელ-ნელა ახდენდა მისი ბუნებრივი მოთხოვნილების - სპორტული სრულყოფისაკენ სწრაფვის რეალიზაციას.

2012 წელი. საქართველო, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია. მიმდინარეობს გამალებული მზადება ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში სათანადოდ მონაწილეობისათვის... უდიდესი კონკურენცია, ყოველ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის მედლის აღების მქონე რამოდენიმე პოტენციური კანდიდატი... გამოსავალი: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც საბოლოოდ, ნათლად უნდა გაირკვეს საქართველოდან ოლიმპიადაზე წასაყვან სპორტსმენთა ვინაობა... ერთ-ერთი კრიტიკული წონა - 66 კგ... შედეგი - ლაშა შავდათუაშვილი, 20 წლის...

სურათი

ლონდონი, 28 ივლისი... 21-ე საუკუნის ტექნიკური რევოლუციის თვალსაჩინო შედეგი - ძიუდოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე უნიკალური დარბაზი. ამ დარბაზში სხვადასხვა ქვეყნის ასობით წარმომადგენელი სუპერპროფესიონალი ძიუდოისტი... ათობით მწვრთნელი, დელეგაციები... ემოცია - დატვირთული., სტრესი - მაღალი... მიზეზი: ქაოსი, ხმაური, ნერვიულობა...

დღე მეორე, 29 ივლისი... დღე, როდესაც უკვე 66 კგ. წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ერთვებიან ასპარეზობაში....

წინასწარი გათვლებით, 66 კგ-ში მონაწილე ათობით სპორტსმენიდან, საჩემპიონო კვარცხლბეკზე ასვლა რეალურად მხოლოდ რამოდენიმე გამოცდილ და საქვეყნოდ ცნობილ ძიუდოისტს შეუძლია. ამაზე ბევრი ითქმება და იწერება მსოფლიო პრესაში... ამ ჩამონათვალს შორის, ახალგაზრდა, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკის, შავდათუაშვილის გვარი არ იძებნება...

წუთი... როდესაც ლაშა შავდათუაშვილი უკვე ტატამზე დგას... გალომებული მოწინააღმდეგეები, რაღაც სახელისა და გვარის მქონე, რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენლები... მათ ვინაობას მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ექცევა... დიდი ყურადღება არ ექცევა ამას ლაშას ცნობიერებაში... სურვილი ერთია: სურვილი საქართველოსთვის, სურვილი საქართველოსი, მხოლოდ გამარჯვება... მისი ცნობიერება ამ მომენტში ამ პრიორიტეტებით იკვებება...

ისევ კარალეთი... ისევ ის დღე, 29 ივლისისა... ლონდონის დარბაზში უდიდესი კონკურენციის შედეგად გამოწვეულ დამძიმებულ სიტუაციასთან შედარებით, გორის რაიონის ამ ბუნებაში ჩაძირულ სოფელშიც ჰაერის არანაკლები სიმძიმე იგრძნობა

წუთი... როდესაც შავ-თეთრი ტელევიზორი სოფლის ცენტრში, ძველ, ოთხფეხა, ყუთის მსგავს საგანზე იდგმება და ნელ-ნელა იწყებს ეკრანი განათებას... ტელევიზორს მიჩერებული უჩვეულოდ დიდი რაოდენობის სუნთქვაშეკრული ადამიანი... დაძაბულობისაგან შეჭმუხნული შუბლები, გაფაციცებული თვალები... ზოგი მათგანი ლაშას ოჯახის წევრია, ზოგი მეზობელი, ზოგიც მეგობარი, ზოგი...

ლაშას ფიცხელი ბრძოლა ტელევიზორში... ამ ბრძოლისას გაკეთებული თითოეული შესუნთქვა თუ მოძრაობა, ამ ერთად შეკრებილი ხალხისადმი უდიდესი სიყვარულით არის ნასაზრდოები... ტელევიზორი, რომელიც მისი სიძველის მიუხედავად, უცნაური ფუნქციით აღჭურვილა, და, ხალხის მღელვარე ემოციას ლონდონის ტატამისაკენ სხივისებურად გზავნის, რომელიც იმ 20 წლის ყმაწვილ ბიჭს ასე ავსებს საჭიდაო ენერგეტიკით.

თვალაცრემლებული კარალელები, უფრო სწორად, მათი სახით მთელი ერი... მთელი საქართველოს უდიდესი, საყოველთაო დღესასწაული: ოლიმპიონიკის (ოლიმპიური ჩემპიონის) დაბადება. ტელევიზორიდან ფრაგმენტებად გამოჩენილი ისევ ის ძიუდოს დარბაზი... რამოდენიმე წამით გარინდული დრო... კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მდგარი ახალგაზრდა ყმაწვილი და საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ჰიმნი, რომელმაც მყარად დადგა კიდევ ერთი ახალი, მედიდური ნიშან-სვეტი საქართველოს უმდიდრეს სპორტულ ისტორიაში. ეს 29 ივლისი იყო, საღამო... დღე, როდესაც დაიწყო ლონდონისა და კარალეთის მეგობრობის ემოციური ისტორიის ათვლა...

ეპილოგი: ამ ამბიდან ერთი წლის გასვლის შემდეგაც კი მთელის თავისი სისრულით სამშობლოში ჯერ კიდევ არ ჩამოუღწევია ლონდონის ოლიმპიური დარბაზიდან ჰაერში გატყორცნილ იმ ძალუმ ექოს, რომელმაც ასე გამაყრუებლად აუწყა მსოფლიო ერებს ელიტურ სპორტულ შრეებში ქართველის უპირობო ლიდერის სტატუსით დამკვიდრების უტყუარი ფაქტი...

გიორგი ზუბიტაშვილი,

სპორტის მეცნიერებათა დოქტორი

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა