ამ კვირას მარტინა ჰინგისიც დაბრუნდება
ამ კვირას, მამაკაცთა და ქალთა პროფესიულ ტურში გაიმართება 2013 წლის სეზონში გრუნტის ბოლო ტურნირი, რომელსაც კიტცბუელი უმასპინლებს, აგრეთვე ჩატარდება ქალთა შეჯიბრი კარლსბადში და გაერთიანებული ტურნირი ვაშინგტონში.

კარლსბადი

კარლსბადში Premier კატეგორიის ტურნირზე TOP10-ის სამ წარმომადგენელს ვიხილავთ. ერთ-ერთია მსოფლოს მესამე ჩოგანი ვიქტორია აზარენკა, რომელიც პირველად გამოჩნდება კორტზე უიმბლდონის პირველ წრეში მიღებული ტრავის შემდეგ. კალიფორნიაში ბელარუსი პირველ ნომრად არის განთესილი და ბრძოლას მეორე წრიდან დაიწყებს. ამ ეტაპზე მას იოლი მეტოქე არ ეყოლება - ფრანჩესკა სკიავონესა და ფლავია პენეტას შორის გამარჯვებული.

მეორე ნომრად განთესილი აგნიეშკა რადვანსკა შეხვდება ავსტრიელ ტამირა პაჩეკს ან სლოვაკ დანიელ ჰანტუხოვას, ხოლო ტურნირის მესამე ნომრის პეტრა კვიტოვას მეტოქე ლორა რობსონსა და აიუმი მორიტას შორის მატჩში გაირკვევა.

ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი დომინიკა ციბულკოვა ურთიერთობას გაარკვევს მეშვიდე ნომრად განთესილ ანა ივანოვიჩთან. ასევე განთესილებს შორის შედიან: რობერტა ვინჩი (4), სამანტა სტოსური (5), ელენა იანკოვიჩი (6) და კარლა სუარეს ნავარო (8).

უდიდეს ინტერესს იწვევს კარლსბადში წყვილთა ტურნირი. სწორედ ამ შეჯიბრში შედგება ლეგენდარული მარტინა ჰინგისის მეორე დაბრუნება დიდ ჩოგბურთეში. კალიფორნიაში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დანიელა ჰანტუხოვას წინააღმდეგ ითამაშებს.

ვაშინგტონი

ვაშინგტონში მამაკაცთა ტურნირზე 2009 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო. მაშინ მან აშშ-ის დედაქალაქში ტიტული მოიგო, ახლა კი უკვე მეორე წრეში ეყოლება სერიოზული მეტოქე – ეს უნდა იყოს ან ლეიტონ ჰიუიტი ან რაიან ჰარისონი. ამ დუეტმა გასულ კვირას, ატლანტას ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია. დელ პოტროს გარდა, პირველ რვა განთესილს შორის მოხვდნენ კეი ნიშიკორი, შარშანდელი ფინალისტი ტომი ჰაასი, მილოშ რაონიჩი, ჟილ სიმონი, სემ კუერი, კევინ ანდერსონი და ჯონ ისნერი.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონია უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი. ასევე ვაშინგტონში მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ გრიგორ დიმიტროვი, ჟულიან ბენეტო, ივან დოდიგი, ბერნარდ ტომიჩი, მარკოს ბაღდატისი, მიკაელ ლოდრა და ჩეხი ვეტერანი რადეკ შტეპანეკი, რომელმაც ორი წლის წინ, ამ ტურნირზე ჯერჯერობით თავისი ბოლო ტიტული მოიგო.

ვაშინგტონის ქალთა ტურნირში TOP10-ის ერთადერთი წარმომადგენელი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი პირველ ნომრად იქნება განთესილი და პირველ შეხვედრას კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულთან ჩაატარებს.

ბადეში ასევე წარმოდგენილნი არიან ალიზ კორნე, სორანა კირსტეა, მონა ბარტელი, შარშანდელი ჩემპიონი მაგდალენა რიბარიკოვა, პერსპექტიული ამერიკელი მედისონ კისი (ყველანი განთესილებს შორის მოხვდნენ), ანდრეა პეტკოვიჩი და იანინა ვიკმაიერი.

კიტცბუელი

გრუნტზე სეზონის დასკვნით ტურნირს ავსტრიის კიტცბუელი უმასპინძლებს. აქ საშუალო დონის შეადგენლობა შეიკრიბება: ფილიპ კოლშრაიბერი, ხუან მონაკო, უიმბლდონის მეოთხედფინალისტი ფერნანდო ვერდასკო და იურგენ მელცერი. მათ განთესვის პირველი ოთხი ნომერი ერგოთ.

პირველ რვა განთესილს შორის ასევე მოხვდნენ: კარლოს ბერლოკი, რობერტო ბაუტისტა აგუტი და მარსელ გრანოლერსი. ტურნირის ორგზის მოქმედი ჩემპიონი რობინ ჰაასე სტარტზე ფრანგ გიიომ რუფენს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარტინა ჰინგისის მესამედ მოსვლა

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
მარტინა ჰინგისის დუბლი
ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება
მარტინა ჰინგისი: პარტნიორი მეუღლესავითაა
ᓣᓘᓛᓑᓚᓓᓝᓜᓘ 2014: ᓐᓛᓐᓡ ᓣᓙᓕᓔ ᓙᓠᓘᓖᓘᓡᓘ ᓰᓥᓕᓘᓐ
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
მარია შარაპოვას მეცხრე სპონსორი
მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება