პირველი რეკორდი ბარსელონაში
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს კვლავ მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა, თუმცა სანამ ფინალების შესახებ გიამბობდეთ, ერთ ნახევარფინალზე უნდა შევჩერდეთ, რომელშიც ამ პირველობაზე მსოფლიოს პირველი რეკორდი დამყარდა.

ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა, 16 წლის ლიტველმა რუტა მეილიუტიტემ 100 მეტრზე ბრასით დისტანცია წუთსა და 4.35 წამში გაცურა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ცნობილ ამერიკელს ჯესიკა ჰარდის, რომელმაც 2009 წელს წუთი და 4.45 წამი დააფიქსირა.

რაც შეეხება ფინალურ გაცურვებს, პირველებმა პალაუ სან ჟორდის აუზში ურთიერთობა მამაკაცებს შორის 100 მეტრზე ბრასით მოცურავეებმა გაარკვიეს. ოქროს მედლისთვის იბრძოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთაფრიკელი კამერონ ვან დერ ბურგი და ლონდონის თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ავსტრალიელი კრისტიან სპრენგერი. შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო სწრაფი ავსტრალიელი აღმოჩნდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელმა ფილიპე ლიმამ სულ მცირედით აჯობა სლოვენიელ დამირ დუგონჟიჩსა და წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ფაბიო სკოცოლის.

ქალებს შორის 100 მეტრზე ბატერფლაიში ძირითადი ფავორიტები იყვნენ ავსტრალიელი ალისია კოუტსი და ამერიკელი დანა ვოლმერი. მაგრამ ამ დისციპლინაში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონმა, 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს რეკორდსმენმა ვოლმერმა მხოლოდ ბრინჯაოს მოპოვება შეძლო. კოუტსი კი ბოლომდე იბრძოდა გამარჯვებისთვის, მაგრამ მაინც წააგო ამომავალ ვარსკვლავთან, შვედ სარა სისოსტრიმოთან. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს უკვე მოგებული აქვს ამ დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონატში. ეს რომში მოხდა, როცა სკანდინავიელი 15 წლის იყო.

ბრაზილიელმა სეზარ სიელო ფილიომ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში. მან გაუსწრო მთავარ კონკურენტებს - ამერიკელ იუჯინ გოდსოესა და ფრანგ ფრედერიკ ბუსკეს, რომლებმაც ვერცხლი და ბრინჯაო გაინაწილეს.

დღის ბოლო ფინალში - 200 მეტრზე კომპლექსურ სტილში ქალები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. აქ პირველივე მეტრებიდან ლიდერობა მოიპოვა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა უნგრელმა კატინკა ჰოშუმ. პოდიუმზე მის გვერდით იდგნენ ალისია კოუტსი (ამ ავსტრალიელს უკვე სამი ვერცხლი დაუგროვდა) და მასპინძელი მირეა ბელმონტე გარსია.

კაცები

ბრასი. 100 მ

1. კრისტიან სპრენგერი (ავსტრა) 58,79

2. კამერონ ვან დეო ბურგი (აფრ) 58,97

3. ფელიპე ლიმა (ბრა) 59,65

ბატერფლაი. 50 მ

1. სეზარ სიელო ფილიო (ბრა) 23,01

2. იუჯინ გოდსოე (აშშ) 23,05

3. ფედერიკ ბუსკე (საფ) 23,11

ქალები

ბატერფლაი. 100 მ

1. სარა სიოსტრიომი (შვედ) 56,53

2. ალისია კოუტსი (ავსტრა) 56,97

3. დანა ვოლმერი (აშშ) 57,24

კომპლექსური. 200 მ.

1. კატინკა ჰოშუ (უნგ) 2.07,92

2. ალისია კოუტსი (ავსტრა) 2.09,39

3. მირეს ბ. გარსია (ესპ) 2.09,45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბარსელონაში დიდი ცურვა დაიწყო

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა