ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა შოტლანდიელზე საკუთარი აზრი გამოთქვა
ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა საკუთარი აზრი გამოთქვა შოტლანდიელი ენდი მიურეის ფსიქოლოგიაზე და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს "ჩამოუყალიბებელი მამაკაცი" უწოდა. თანაც, 42 წლის ბეკერმა ენდის დახასიათებისას საკმაოდ უსიამოვნო გამონათქვამები იხმარა.

"მიურეი 23 წლისაა, მაგრამ პატარა ბავშვივით იქცევა. ბევრი მოთამაშე უფრო ადრეულ ასაკში ყალიბდება მამაკაცად, მაგალითად საკუთარი თავი შემიძლია მოვიყვანო. თუმცა ივან ლენდლმა "დიდი სლემის" პირველი ტურნირი 25 წლის ასაკში მოიგო. ყველაფერი ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ენდი თავის ასაკთან შედარებით პატარა ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს - დედამისი ჯუდი დღემდე თავს დაჰფოფინებს მას", - აღნიშნა ბეკერმა.

ბორისი 1985 წელს "დიდი სლემის" ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა - 17 წლის ასაკში მოიგო უიმბლდონი. ენდი მიურეის 2008 წელს ამერიკის ღია პირველობის, 2010 წელს კი ავსტრალიის ღიას ფინალში უთამაშია. სწორედ ეს არის მისი ყველა დიდი მიღწევა.

"ის უკვე ოთხი წელია ერთი და იგივე გოგონას ხვდება და მათი ურთიერთობა არ ვითარდება. ასეთ რამ 19-20 წლის ბიჭს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არა - 23 წლის მამაკაცს. იქნებ, ის ჯერ არ ჩამოყალიბებულა მამაკაცად და ეს მის თამაშსაც ეტყობა. ოჯახის მუდმივი მეურვეობა კორტზე და მის ფარგლებს გარეთ - ცუდი არ არის, მაგრამ ასეთი რამ იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებიც მყარად არ დგანან ფეხზე და საკუთარი თავში არ არიან დარწმუნებული. მნიშვნელოვანი ქულების გათამაშებისას ვინმეს კი არ უნდა თხოვო რჩევა, არამედ თავად მიიღო გადაწყვეტილება.

ამას ჰქვია მამაცი ხასიათი. აშკარად ვხედავ, რომ ის ჯერ არ ჩამოყალიბებულა უმნიშვნელოვანესი ტურნირების გადამწყვეტ მატჩებში გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, ენდი ნიჭიერია, მაგრამ არ ანვითარებს თავის შესაძლებლობებს და მხოლოდ ბუნებრივ ნიჭს ეყრდნობა", - ამბობს ბეკერი.

გარდა ამისა, გერმანელმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირში გამარჯვება მიურეის მამაკაცად ჩამოყალიბებაში პირველი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

"მან პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოს, რომ მზად არის დიდი გამარჯვებისთვის. იქნებ საკუთარ თავში აქვს რაღაც გადაულახავი ბარიერი, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირის მოგებაში უშლის ხელს - რატომღაც სწორედ ამ დონის ჩემპიონატებში გამოიყურება არადამაჯერებლად. თუ ის ლონდონში გამარჯვებას შეძლებს, ეს უდიდესი გარღვევა იქნება".

"დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის გამარჯვებულს ფეხბურთი ძალიან უყვარს, ამიტომაც გერმანელმა ენდი მიურეის მოუთმენელი გულშემატკივრები ლონდონის "არსენალის" ფანებს შეადარა.

"ახლა ის ძალიან ახლოსაა ხარისხიან გარღვევასთან. მიურეი "არსენალს" ჰგავს - ლამაზად თამაშობს და მისთვის თვალის მიდევნება ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ფანები დიდ გამარჯვებებს ელიან და ხანდახან ბრაზი მოერევათ ხოლმე. მიეცით ცოტაოდენი დრო და ენდი არსენ ვენგერთან ერთად დიდ გამარჯვებებს მიაღწევს", - განაცხადა ბეკერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა