დღეისათვის, თავისუფალია ბევრი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ფიზმომზადების სპეციალისტი
ეროვნული ჩემპიონატი კარს მოგვადგა, 10 აგვისტო ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ გუნდების უმრავლესობას საკადრო პრობლემები აწუხებს.

ბევრი ამბობს, რომ ანდრო ჟორდანიას დარი სელექციონერები გვაკლია, სოფელ-სოფელ რომ მოივლიან და მიყრუებულ სოფელში ნიჭიერ ბავშვს აღმოაჩენენენ. მაგრამ ჟორდანიას თვალი რად უნდა, უამრავი უგუნდო მოთამაშე რომ შევნიშნოთ?

დღეისათვის, თავისუფალია ბევრი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ფიზმომზადების სპეციალისტი.

მათგან ისეთი გუნდი დაკომპლექტდებოდა, სულ ცოტა, სამეულში მაინც რომ მოხვდება და არც ევროთასებზე შეგვარცხვენდა - ასეთია გულშემატკივართა აზრი.

იმედია, ამ სიას უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებიც გაითვალისწინებენ, რადგან თავისუფალი ფეხბურთელები მართლაც არიან - შესაძლოა, ჩამოთვლილთაგან ყველა ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ თავისუფალი აგენტების ნაწილი მაინც დააინტერესებთ და მათი აყვანით გუნდები არაფერს წააგებენ.

სხვა თუ არაფერი, სანამ გასაძლიერებლად მოთამაშეებს უცხოეთში ვეძებთ, ჩვენივე რესურსი ბოლომდე არ აგვითვისებია. შეგახსენებთ მათ გვარებს:

მეკარეები: კოკა სეფიაშვილი, გაბრიელ თებიძე

მცველები: გურამ მინდორაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გიორგი გეთიაშვილი, გიორგი ონიანი, ბიძინა ცინცაძე, გიორგი ხიდეშელი, ნიკა ჯიშკარიანი, ბაქარ მირცხულავა, ვალერი იობაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ნოდარ მაჭავარიანი

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლაშა ქებაძე, გიორგი მამუჩიშვილი, ვაჟა ნემსაძე, ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ვაკო ტყემალაძე, გიორგი ჭედია, ზაქარია ბეგლარიშვილი, ლევან გვაზავა, ვალერი ბოლქვაძე, ირაკლი ჩირიკაშვილი, ნოდარ ნოზაძე, ზურაბ ძამსაშვილი, გიორგი მანწკავა.

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, გიორგი ქვილითაია, თემურ შარაშენიძე, გაგა ჩხეტიანი, ზვიად ქანთარია, ბექა ტუღუში, ილია პავლიაშვილი, მამუკა ტორონჯაძე.

მწვრთნელები: გია გეგუჩაძე, ზაზა ზამთარაძე, რევაზ ძოძუაშვილი, თემურ მახარაძე.

ფიზმომზადების მწვრთნელი: ავთანდილ ბერიძე, გუჯა კახიძე.

გასაოცარია, რომ უგუნდოდ არიან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მეკარე გაბრიელ თებიძე და ბაჩანა არაბული. ამ უკანასკნელმა ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, მაგრამ მის ჩამოწერას ნუ იჩქარებთ - მას უნიჭობას ვერავინ დასწამებს.

ეს იმ დროს, რომ ქართული გუნდები გაახალგაზრდავების პოლიტიკით ცდილობენ, უფულობა შენიღბონ.

აგერ, ბატონო, მშვენიერი ახალგაზრდები, მათთან დალაპარაკებას წინ რა უდგას? წესით, არაბულს ეს ამბავი სხვებზე ნაკლებად უნდა აწუხებდეს, რადგან შესაძლოა, მალე ძლიერ ლიგაში მოხვდეს. მაგრამ თებიძის უგუნდობა ვერაფრით აგვიხსნია.

2012 წლის დასაწყიში ირაკლი ჩირიკაშვილი შვეიცარიის სუპერლიგის "ქსამაქსში" თამაშობდა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, გუნდი გაკოტრდა, დაიშალა და საქართველოში ჩამოსული არავის დასჭირდა?!

ეროვნული ნაკრების გიორგი ფოფხაძე აზერბაიჯანიდან წამოვიდა და მცველს არავინ შეხმიანებია, ეტყობა, ისეთი მდიდრები ვართ, რომ ჩამოწერეს.

კიდევ რომელი ერთი დავახასიათოთ და შეგახსენოთ? მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელმაც 2011 წელს "გაგრას" პირადად მოაგებინა საქართველოს თასი, ახალგარზდული ნაკრების ყოფილი წევრები, 20-24 წლის გურამ მინდორაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, სიტუაცია: გაახილეთ თვალები, რამდენი უგუნდო გვყოლია, ნიკა ჯიშკარიანი, ბაქარ მირცხულავა, ვალერი იობაშვილი, გიორგი მამუჩიშვილი, ვაჟა ნემსაძე, თემურ შარაშენიძე, ზვიად ქანთარია, ილია პავლიაშვილი.

სიაში ეროვნული ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი კანდიდატებიდან ფოფხაძე არ არის - რუსეთის პრემიერლიგაში ნათამაშები ლევან გვაზავა, "ტორპედოდან" წამოსული გიორგი ონიანი, "ზესტაფონის" ყოფილი ვიცე-კაპიტანი გიორგი ხიდეშელი (ნაკრებში დებიუტი 17 წლისას ჰქონდა), ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ირაკლი ჩირიკაშვილი, ზაქარია ბეგლარიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი.

შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ ისინი განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვენ, ფორმიდან ამოვარდნილები ან ტრავმამოშუშებულები არიან. მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და იქნებ, სხვაგვარად არის საქმე?

სხვა საკითხია ლვოვის "კარპატის" გაშვებული მურთაზ დაუშვილი, რომელიც, იმედია, მალე რომელიმე ძლიერი ლიგის კლუბში მოხვდება. მისი საქართველოში დარჩენა ძნელი წარმოსადგენია.

თუკი, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადმოსულმა მარტვილის "მერანმა" 2011-12 წლების სეზონში მშვენიერი შედეგი აჩვენა, ეს დიდწილად შემტევი ნახევარმცველის, გიორგი მანწკავას და მცველის, ვალერი იობაშვილის დამსახურება იყო.

ჩვენს ჩემპიონატში იშვიათად ნახავთ ისეთი ნათელი გონების ცენტრალურ ნახევარმცველს, როგორიც ქუთაისის "ტორპედოდან" გაშვებული ვალერი ბოლქვაძეა, გამოცდილი და ბევრი გუნდისთვის სასურველი ფლანგის შემტევი იქნებოდა გიორგი ჭედია.

უგუნდოების სიმბოლური ნაკრების პირობით მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე "დავუნიშნეთ", რომელიც ქუთაისის "ტორპედომ" გაუშვა.

მასთან მოლაპარაკებას "ზესტაფონი" აწარმოებდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. არადა, ასეთ სპეციალისტის მიწვევაზე ნებისმიერი ქართული გუნდი იფიქრებდა, მაგრამ შეთავაზებას ვერ უბედავენ - აქაოდა, მაგარ პირობებს ითხოვსო, მაგრამ იაფი ხომ "ხრუშჩოვკა" და გაყინული ხორცია.

გასაოცარია, რატომ ვეძებთ უცხოეთში ძვირადღირებულ მწვრთნელებს, როდესაც გეგუჩაძის დონის სპეციალისტი გვყავს?

ვფიქრობთ, უკვე დროა, ამ სიაში ფიზმომზადების დაუსაქმებელი მწვრთნელები ჩავრთოთ: ვგულისხმობთ, საფეხბურთო კლუბებში დაუსაქმებლებს, თორემ ავთანდილ ბერიძესა და გუჯა კახიძეს ვინ მოასვენებს?

ორივე თავისი საქმის მშვენიერი მცოდნეა, მაგრამ პირველი ფეხბურთს ჩამოაშორეს, მეორე კი ახლოს არ გააკარეს. არადა, ორივეზე ლეგენდები დადის - ჰკითხეთ უგუნდო მოთამაშეებს და უმრავლესობას გეტყვით, რომ ფორმის შენარჩუნებასა და აღდგენაში ამ სპეციალისტებს ბადალი არ ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავით
გუჯა კახაძესო?! ეს ის ადამიანია ვინც 5-6 წლის წინ, ჯერ კიდევ ფეხბურთელს, სირბილი ხელახლა მასწავლა. მისი ფიზმოზადების კურსის გავლის შემდეგ, მოხდა ის რომ სირბილის შემდეგ დაღლის ნაცვლად, პირიქით ზედმეტ ენერგიას ვგრძნობდი. თანამედროვე ფეხბურთში 90-ივე წუთს თუ არ დარბიხარ ისე ვერაფერს გახდები. ნებისმიერ გუნდს ვურჩევდი გუჯა კახაძის ფიზმომზადების მწვრთნელად აყვანას, თუნდაც დროებით. ცოტა ხნის შემდეგ შედეგს თვითონვე ნახავენ.
დავით
გუჯა კახაძესო?! ეს ის ადამიანია ვინც 5-6 წლის წინ, ჯერ კიდევ ფეხბურთელს, სირბილი ხელახლა მასწავლა. მისი ფიზმოზადების კურსის გავლის შემდეგ, მოხდა ის რომ სირბილის შემდეგ დაღლის ნაცვლად, პირიქით ზედმეტ ენერგიას ვგრძნობდი. თანამედროვე ფეხბურთში 90-ივე წუთს თუ არ დარბიხარ ისე ვერაფერს გახდები. ნებისმიერ გუნდს ვურჩევდი გუჯა კახაძის ფიზმომზადების მწვრთნელად აყვანას, თუნდაც დროებით. ცოტა ხნის შემდეგ შედეგს თვითონვე ნახავენ.
guja_kakhadze
ბ-ნო მერაბ!უცნობ ადამიანზე ამდენი თბილი სიტყვის თქმას ნაკლებად მოველოდი. უამრავ ფეხბურთის მწვრთნელს უნახავს ჩემი ვარჯიშები, ყველა აღფრთოვანებულა, მაგრამ გამოყებებაზე ყველამ თავი შეიკავა. ფედერაციაშიც ვესაუბრე და შევთავაზე, მაგრამ ვერც კი მიხვდნენ რაზე ვესაუბრებოდი. მხოლოდ ჩემთან მომზადებული ფეხბურთელები გამოთქვამენ მადლიერებას. ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ. იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდება ქართული საფეხბურთო კლუბის მეპატრონე, რომელსაც ფიზმომზადებაში სწრაფი შედეგი დასჭირდება. ვფიქრობ ქართულ ფეხბურთს სწრაფი შედეგები და თქვენისთანა მიუკერძოებელი ჟურნალისტები გადაარჩენენ! პატივისცემით გუჯა კახაძე.
messi
გიგი გაიხარე ამ სიმართლისათვის. ეს ასე რომ არის ვითომ არავინ იცის. აქ ჩამოთვლილია ზღვაში წვეთი იმ საუკეტესო ფეხბურთელებისა, ვინც უგუნდოდ არის. ეს ხალხი არც კადრულიბენ ქართულ გუნდებში თამაშს. თვალი გასაქცევად უჭირავთ უცხოეთში. საუკეთესო ბიჭები კი ოცნებობენ ქართულ გუნდებში მოხვედრაზე, მაგრამ?
goga
liiii
goga
ლლლ
goga
ლევან ბაკურაძეც უგუნდოდაა ისე რო იცოდეთ!
zugdideli
მერაბ ტყემალაძე და ბაქარ მირცხულავა ამოიღე რა მაგ სიიდან.მირცხულავა ზუგდიდშია, ხოლო ტყემალაძეც მალე ჩამოდისო ზუგდიდში, ასე ამბობენ ბიჭები....
saba
ჭიაბრიშვილიიიიიი
Dato
nichiers unda gaprtxileba, unicho tviton gaikvlevs gzas, ramdeni kai pexburteli dagupes am ***
Gigi
7 წელი ვითამაშე ფეხბურთი მაგრამ სანანებელი გამიხდა,ჯობდა მესწავლა და დრო არ დამეკარგა უაზრო ოცნებებში.სანამ ფულაობა არ შეწყდება არაფერი ეშველება ქართულ "ფეხბურთს".რა ფეხბურთელიც გინდა იყავი,ფული თუ არ გაქვს ერთი რიგითი მაყურებელი ხარ რომელიც უყურებს თუ როგორ თამაშობენ შენზე ბევრად დაბალი დონის ფულიანი ბიჭები მოედანზე...
ბარსა
მაჭავარიანმა თავი დაანება და ბანკში მუშაობს... სირცხვილიაა ჩვენი ფეხბუღტი
starx
მწვრთნელებში გიორგი ყიფიანი და გია ჭიაბრიშვილიც უსაქმოდ არიან ... რატო გამოგრჩათ??
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
ოქრიაშვილს ისევ არ უვარჯიშია - კვიპროსული მედია სამივე ქართველის თამაშის შანსებზე წერს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ოქრიაშვილი 35 წლის ახალწვეულს მაისურს არ დაუთმობს - "აპოელი" გაძლიერდა
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ
არგენტინაში ფეხბურთელი მოედნის ბარიერთან შეჯახებისგან დაიღუპა [+18 VIDEO]
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ქართველი ლეგიონერები წლის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
"აპოელის" ცენტრში უფსკრულია და მას დაუშვილი სჭირდება - კვიპროსული მედია
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
პერსპექტიული მეკარე ლიგა-3-ის აუტსაიდერებში და ონიანების მომავალი დაპირისპირება
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
კვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს - ვალერი ბოლქვაძემ უექიმოდ იმკურნალა
ქეცბაია წაუგებელი სერიისთვის და საბა ისევ გასატანად - ქართველების ორშაბათი
თბილისის "დინამოს" დუბლები ლევან გვანცელაძეს ჩააბარეს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით