ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზაზამ 16 გაისროლა, მაგრამ ხარირემი ვერ წააქცია

ზაზამ 16 გაისროლა, მაგრამ ხარირემი ვერ წააქცია

ფაჩულია ყოფილ კლუბ "მილუოკისთან" საშინაო მატჩში "ატლანტა ჰოქსის" ბომბარდირი გახდა

ყოფილ კლუბ "მილუოკისთან" საშინაო მატჩში ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსის" ბომბარდირი გახდა - 16 ქულა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 7-დან 6 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და 16 ქულას 5 მოხსნა მიამატა. მეორე პერიოდის დასაწყისში ზაზამ ჯამალ კროუფორდის პასით იმდენად ეფექტურად ჩატენა, რომ ეს ეპიზოდი მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს. საყურადღებოა, ფაჩულიამ 16-დან 14 ქულა მეოთხე პერიოდში ჩააგდო, რითაც მწვრთნელს დაანახვა, რომ მასზე თამაშის აწყობა შეიძლება. მეოთხე პერიოდის წინ "ატლანტა" 59:88-ს აგებდა. ზაზამაც სწორედ ამიტომ აიღო თამაში საკუთარ თავზე, თორემ დაძაბულ სიტუაციებში მას ძირითადად შავი სამუშაოს შესრულება უწევს - ბურთის ჩაგდება კი კროუფორდს, სმიტს, ჯონსონს და ჰორფორდს ევალებათ. საშუალება რომ მიეცა, ფაჩულიამ მწვრთნელს აჩვენა, რომ სროლაც კარგად შეუძლია. ამ შეხვედრის შემდეგ გუნდის თავკაცი ლარი დრიუ კიდევ ერთხელ დაფიქრდება სასტარტო ხუთეულში (შეტევაში ნაკლებად სასარგებლო) ჯეისონ კოლინზის ნაცვლად ფაჩულიას შეყვანაზე...

ნამატჩევს ლარი დრიუმ თქვა:

- სათადარიგოთა სკამიდან ენერგია ვერ მივიღეთ. ვეცდები, ისეთი კომბინაციები მოვიფიქრო, რომ ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდეს.

ამ ფრაზას NBA-ს საიტზე მატჩის მიმომხილველი გამოეხმაურა: "მწვრთნელი გულისხმობდა სამი პერიოდის შედეგების მიხედვით სათადარიგოთა ნაკლებად ეფექტურ თამაშს. შემცვლელებმა სულ 47 ქულა ჩააგდეს, საიდანაც 32 მეოთხე პერიოდში მოაგროვეს. თუმცა ერთ ფაქტს ვერსად გავექცევით: ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 16 ქულა მიითვალა და "ჰოქსის" სნაიპერი გახდა."

შარშან "ატლანტამ" პლეი ოფის პირველი ეტაპიდან სწორედ მილუოკელი "ხარირმები" გამოთიშა. ჯორჯიელებმა გუშინდელი მატჩიც დამაჯერებლად დაიწყეს, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დასამტკიცებელი ჰქონდათ, რომ 6 მოგების შემდეგ ზედიზედ 2 წაგება შემთხვევითი ჩავარდნა იყო. თუმცა ფაჩულიას ჩატენვის შემდეგ (28:21) "ქორებმა" დაღმასვლას თავი ვერ აარიდეს და ოთხ წუთში "მილუოკი ბაქსს" 32:40 ჩამორჩნენ. ლარი დრიუს შეგირდებმა თამაში ვერც მესამე თორმეტწუთეულში დაალაგეს და, როგორც მოგახსენეთ, მეოთხე რაუნდის წინ 59:88-ს აგებდნენ...

"ჰოქსს" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის შანსი დღეს მიეცემა - ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონის ბინადარ "იუტა ჯაზს" მიიღებს.

ატლანტა-მილუოკი 91:108

ზაზა ფაჩულია: 22:43 წუთი, 16 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 3 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

05:21 ზაზამ კოლინზი შეცვალა

05:14 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

03:40 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

02:20 პასი: 1 (პაუელი 2ქ, 24:15)

00:56 შეცდომა: 1

II პერიოდი

11:47 ორქულიანი: 2ქ (28:21)

06:57 შეცდომა: 2

06:44 ფოლი: 1

06:44 კოლინზმა ზაზა შეცვალა

IV პერიოდი

10:15 ორქულიანი: არაზუსტი

09:53 ორქულიანი: 4ქ (67:90)

09:13 ორქულიანი: 6ქ (69:92)

09:13 საჯარიმო: 1/0

07:10 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

06:27 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 76:98)

05:21 მოხსნა: შეტ-0, დაც-4

04:42 ფოლი: 2

04:10 ორქულიანი: 10ქ (85:100)

02:56 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

02:55 ორქულიანი: 12ქ (87:104)

02:02 საჯარიმოები: 2/2 (14ქ, 89:106)

01:11 ფოლი: 3

01:11 შეცდომა: 3

00:46 ორქულიანი: 16ქ (91:108)

00:46 საჯარიმო: 1/0

• barnaba

აი კაცი ამას ჰქვია.ფაჩულია ნამდვილი ქართველია:წარმატებული,ლამაზი ოჯახი და შვილები.ასეთი პერსონები ქმნიან საქართველოს ისტორიას.გაიხარე ძმაო.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა