ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მეგობრობამ რა ჰქმნა!

მეგობრობამ რა ჰქმნა!

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია - მისმა შეგირდებმა ბულგარეთში დასრულებულ ევროპის პირველობაზე გუნდურ ჩათვალში გაიმარჯვეს, პირად პირველობაში კი ერთი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვეს...
ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია - მისმა შეგირდებმა ბულგარეთში დასრულებულ ევროპის პირველობაზე გუნდურ ჩათვალში გაიმარჯვეს, პირად პირველობაში კი ერთი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი (96) გახდა, ხოლო ვიცე-ჩემპიონობა თორნიკე მახარაძემ (50) და საჩინო დავითაიამ (66) ირგუნეს. შეგირდებისგან განსხვავებით, ადეიშვილისთვის გუნდური ჩემპიონობა პირველი არაა. გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ის სიტყვით არ გამოსულა, თუმცა განვლილი ჩემპიონატის შეფასება ცალკე ვთხოვეთ. არც მწვრთნელი დაგვზარდა და საკმაოდ საინტერესო ტენდენციებზეც ისაუბრა. თან, 20-25 ივლისს ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობაც გაამხილა:

- ალბათ, კითხვაც არ უნდა - თქვენი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი იქნებით...

- ცხადია, კმაყოფილი ვარ და შეფასებაც მხოლოდ დადებითია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს - ზაზა სილაგაძესა და ვილიამ ხარაზოვს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ წარმატებაში. ისინი ექვსი-შვიდი თვე თავდაუზოგავად მედგნენ გვერდში და მაქსიმუმს აკეთებდნენ ამ ბიჭების მოსამზადებლად.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ძალზე შეკრული გუნდი იყო და ბულგარეთში გამარჯვებაც ამან განაპირობა. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მესამე გუნდური პირველობაა - 2000 და 2004 წლებშიც გავხდით კონტინენტის ჩემპიონები. ახლა რომ ვუკვირდები, ყოველთვის ასე შეკრული, მეგობრული გუნდი იყო და აკი წარმატებებიც მოიპოვეს. ერთ მაგალითს გეტყვით - საჩინო დავითაია ცოტა თავისებური ბიჭია - მშრომელი, თავდაუზოგავად მოვარჯიშე, მაგრამ ცოტა მორიდებულია, თითქოს უჭირდა სხვებთან კონტაქტი, თუმცა ცალკე მასთან, ცალკე გუნდის წევრებთან საუბარმა შედეგი გამოიღო, ბიჭებმა მოახერხეს მისი დაახლოება, ისიც დაუმეგობრდა სხვებს და შედეგიც მოვიდა. არადა, ალალად ვიტყვი - არც ველოდებოდით მისგან ამას. მას წონის პრობლემა არ აწუხებს, თან ძალზე მონდომებულია და სულ ვფიქრობდი, რომ შედეგი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ახლა არ ველოდი. თუმცა ის ფინალიც წაართვეს აზერბაიჯანელ რასულ ჩუნაევთან. ისიც ძლიერი მეტოქეა და საჩინომ პირველი პერიოდი ნამდვილად წააგო. შესვენებაზე რომ გამოვიდა, შემომხედა და მტკიცე ხმით მითხრა, მაინც მოვუგებო. აქ პირველ შეხვედრასაც გავიხსენებ ლატვიელ ეივიდას სეკუსთან, რომელიც სათანადოდ არ შევაფასეთ და გაუჭირდა. საკმაოდ მკაცრად დაველაპარაკე და ვუთხარი, ლატვიელთან წაგება არ გვეკადრება-მეთქი... იმის შემდეგ წაგების საფრთხის წინაშე არც დამდგარა აზერბაიჯანელთან იმ პირველ პერიოდამდე და მაშინაც აქეთ დამამშვიდა. მართლაც, შევიდა ლეიბზე და მეორე სეტი 2:0 მოუგო. დაიწყო მესამე და იგებდა 1:0-ს. ამ დროს მეტოქე ზემოდან შეახტა და თან ფეხი ჩაუხვია, რომ არ გადაეგდო. სამაგიეროდ, ამან წინ ჩაჩეხა და თან გადაატრიალა, რის გამოც სამი ქულა მიიღო, მაგრამ შვეიცარიელ მსაჯ მარიანა ნობსის ინიციატივით, შეხვედრა შეაჩერეს და ის სამი ქულა გაუუქმეს, რადგან ფეხის ჩახვევა ამას დააბრალეს. შეხვედრაში ძველი ანგარიში კი დარჩა - 1:0 დავითაიას სასარგებლოდ, მაგრამ ამ მომენტმა ფსიქოლიგიურად იმოქმედა, დაიბნა და როგორც კი შეხვედრა განახლდა, მაშინვე დაკარგა დასანანი ქულები...

- ყველაზე მეტად ვისი გეიმედებოდათ, ვინ იყო მწვრთნელთა ფავორიტი?

- იმერლიშვილისგან წარმატებას ნამდვილად ველოდებოდით, რადგან უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. მან შარშანწინ ჩვენს ნაკრებში მსოფლიოც იჭიდავა და ევროპაც. ამიტომ ველოდებოდი შედეგს და გაამართლა კიდეც.

წარმატებას ასევე ველოდებოდი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქემალ ხარაბაძისგანაც, მაგრამ მისით უკმაყოფილო დავრჩი და მსოფლიოს პირველობაზე ვცვლი კიდეც - გოგა გოგიბერაშვილს ვაყენებ. ხარაბაძე ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ რატომღაც ჩქარობს კარიერის აწყობას. შარშან საწვრთნელი პროცესი მიატოვა და გერმანიაში, კლუბში წავიდა საჭიდაოდ, რაც ახალგაზრდა და ჭაბუკი მოჭიდავეებისთვის გამართლებულად არ მიმაჩნია. ასე უკვე ზრდასრული მოჭიდავე შეიძლება მოიქცეს და არა დამწყები. ის ჯერ პატარაა და ადრეა ეს მისთვის. ამის შესახებ ვაფრთხილებდი კიდეც, მაგრამ არ დაიჯერა, თუმცა აუხდა ჩემი სიტყვები.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სხვა ცვლილებებიც ხომ არ მოხდება გუნდში?

- ცვლილებები იქნება. მაგალითად, მძიმე წონაში შოთა გოგისვანიძეს მისივე ძმა, ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონი სერგო გოგისვანიძე შეცვლის. 50 კილოგრამში საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე - მახარაძე წონას არ იკლებს და არც ვაძალებ, რომ არ გადავწვა. ის, ალბათ, წონასაც შეიცვლის, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, რადგან პერსპექტიული ბიჭია. ამ წონაში სხვა არავინ გვყავს - აქ საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა ნაკრების წევრმა მოიგო, მაგრამ მაშინ მახარაძეში პერსპექტივა დავინახეთ და აქცენტი მაინც მასზე გავაკეთეთ. ამ შვიდთვიანმა შრომამ გაამართლა კიდეც, თუმცა ახლა წონის დაკლებას არ ვაძალებ. სხვა წონებში ისევ იგივენი იჭიდავებენ - მინდია წულუკიძე (55), დავითაია (66), უშანგი ჩიტიაშვილი (74), არსენ კახაბრიშვილი (84) და იმერლიშვილი (96). ამათგან წულუკიძემ და კახაბრიშვილმა ახლაც მესამესთვის იჭიდავეს, მაგრამ წააგეს, თუმცა მსოფლიოზე მათი მაინც მეიმედება.

ისე, ახლა ამათი წაგებაც მსაჯების ბრალია - წულუკიძე პოლონელთან დამარცხდა, კახაბრიშვილი - შვეიცარიელთან, მათ კი მედლები არ ჰქონდათ და ეს იყო ბოლო შანსი. ტურნირის დასრულების შემდეგ ის ქალბატონი, მარიანა ნობსი მობრძანდა და მოგვიბოდიშა, თუმცა რაღა დროს!

მოგეხსენებათ, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატს ჩვენ ვუმასპინძლებთ და ეს ცვლილებებიც იმ ტურნირისთვის მზადებას ისახავს მიზნად. ბევრ წონაში თაობათა ცვლა მოხდება და მინდა, ბიჭებმა გამოცდილება მიიღონ, რათა იმ ტურნირს რაც მეტი გამოცდილებით შეხვდნენ.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია