რა ელის "ნაპოლის" სკუდეტო თუ ჩავარდნა?
დავიწყოთ მთავარით: ტრანსფერები უდავოდ შთამბეჭდავია - იგუაინი, ალბიოლი, კალეხონი, მერტენსი, რეინა...

შეიძლება, კიდევ ვიღაც მოვიდეს, ფანჯრის დახურვამდე ჯერ არის დრო. მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია - "ნაპოლის" წლევანდელი სატრანსფერო კამპანია ბოლო იტალიური სეზონებისთვის მეტისმეტად უჩვეულოა. ასეთი ხელგაშლილი შოპინგი თვით გრანდებისგანაც არ გვახსენდება.

ქაღალდზე ედინსონ კავანის დაკარგვა ფაქტობრივად სრულადაა კომპენსირებული. ურუგვაელის ტრანსფერში აღებული 63 მილიონი ევრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რაფა ბენიტესს ყველა რგოლი გადაეხალისებინა. რეკონსტრუქციას გადაჰყვა გამოცდილი მეკარე მორგან დე სანკტისი, დაცვა სხვანაირი იქნება არა მხოლოდ საკადრო, არამდე სტრუქტურული თვალსაზრისითაც. ბენიტესი უთუოდ შეიტანს სიახლეს ნახევარდაცვაშიც, კავანის მაგივრად კი გოლების გატანა იგუაინს დაევალება...

მოკლედ, ძალიან ბევრი ნიუანსია. მაგრამ საგარანტიო ტალონები ყველაზე ვერ გაიცემა. და განა ასე მარტივი იქნება ვალტერ მაძარის მიერ ნალოლიავები 3-4-2-1-დან ბენიტესისეულ 4-2-3-1-ზე გადაწყობა? ისე, პრეცედენტი არსებობს, თუნდაც შარშანდელი, როცა ვინჩენცო მონტელამ ორიოდ თვეში ააწყო "ფიორენტინა". თუმცა პრეცედენტი ჯერ არ ნიშნავს ტენდენციას.

დღეს უკვე ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ მომავალ სეზონში "იუვენტუსის" მთავარი კონკურენტი სწორედ "ნაპოლი" იქნება. არგუმენტი ასეთია - წელს "ნაპოლი" შარშანდელზე ძლიერი იქნება (მიუხედავად კავანის წასვლისა) და თუ წინა სეზონში ცოტა დააკლდა, რომ "იუვეს" ქეჩოში სწვდენოდა, ამჯერზე ეგებ ტახტიდანაც ჩამოაგდოსო.

მაგრამ აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ბენიტესის ფაქტორზე. ესპანელი, ასე ვთქვათ, "გენერალური გეგმის" კაცია, ან უფრო გასაგებად - პრაგმატიზმის მეხოტბე. მაძარის დროს "ნაპოლი" აღმაფრენით თამაშობდა, ბენიტესმა კი შეიძლება ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს, რათა მერე ორი გადადგას წინ. იმიტომ, რომ ის, რაც ნეაპოლში ხდება, ფაქტობრივად ნულიდან დაწყებაა. რაფა თავად არის ავტორი და არა - რესტავრატორი. ეს არის მისი სტიქია, ამაშია ის ძლიერი...

"ჩვენ ვცვლით მთლიან სტრუქტურას, - ამბობს "ვალენსიასა" და "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი, - ეს, რა თქმა უნდა, რისკია. მაგრამ თუ თავდაუზოგავად ვიშრომებთ, ყველაფერი გამოგვივა".

თავდაუზოგავი შრომა დღევანდელ ფეხბურთში არავის უკვირს, მით უმეტეს, რომ ის მაინც ვერ იქნება წარმატების გარანტია. ბენიტესის სიტყვებში უფრო თავის დაზღვევა ჩანს. მან ირიბად მიანიშნა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, რომ შედეგი მყისიერად ვერ მოვა, დრო იქნება საჭირო. დრო კი (უფრო სწორად, მისი დეფიციტი) მწვრთნელის მთავარი მტერია. სპეციალისტების უდიდეს ნაწილსაც წყალი იმიტომ შეუდგებათ ხოლმე, გუნდის მშენებლობისთვის დრო რომ არ ჰყოფნით. რაფას გათვლით კი "ნაპოლი" ხანგრძლივი პროექტია. შეიძლება, მას გულუბრყვილოდ სწამს კიდეც, რომ დე ლაურენტისი დიდხანს დაელოდება ამ ყბადაღებულ შედეგს. აქ არის სწორედ საკვანძო მომენტი. ბენიტესს დრო დასჭირდება, შესაძლოა, ძალიან ბევრიც...

ცოტა ხნის წინათ მან თქვა, რომ დღევანდელ "ნაპოლიში" თავისი "ლივერპული" დაინახა. ამ გაგებით, სტივენ ჯერარდად მარეკ ჰამშიკი უნდა იქცეს, თუ მაშინ ლუის გარსია და ჩაბი ალონსო ჰყავდა, ახლა კალიეხონი და ალბიოლი ჰყავს, პეპე რეინას გადმოყვანამ კი საბოლოო შტრიხიც მოხაზა...

"პრეზიდენტმა მითხრა, რომ შედეგს თავიდანვე არ უნდა ველოდოთ. მეტსაც გეტყვით - ამ სეზონში მაინცდამაინც სკუდეტოს მოგებაც არ გვევალება. ასე რომ, ამ მხრივ წნეხს ნამდვილად არ ვგრძნობ", - თქვა ბენიტესმა.

რაღაც ხომ არ ეშლება რაფას? ან ხომ არ დაიბნა ნეაპოლური რევოლუციის გადამკიდე? რა გითხრათ... ამ დროს კი მეორე მიკროფონში დე ლაურენტისი გაჰყვირის - წელს ამდენ ფულს იმიტომ ვხარჯავ, სკუდეტო უნდა მოვიგოთო. ჰოდა, ვინ დაიჯერებს, რომ ბენიტესს დროის მხრივ სრული კარტ-ბლანში აქვს? კინომაგნატი ბოსი დარწმუნებულია, რომ საორგანიზაციო პრობლემები ორ-სამ თვეში მოგვარდება, ხოლო ნოემბრიდან "ნაპოლი" პირველ ადგილზე დამკვიდრდება და გაზაფხულამდე იქიდან ფეხს ვერავინ მოაცვლევინებს...

მოკლედ, ხელის გულზე ჩანს, რომ პრეზიდენტისა და მწვრთნელის გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა. ფაქტია, დე ლაურენტისმა ესპანელს ყველანაირი პირობა შეუქმნა შემოქმედებისთვის. იყიდა ყველა ფეხბურთელი, ვინც კი მწვრთნელმა მოისურვა. ამიტომ, მომავალში რაფას თავის გასამართლებელი საბუთი აღარ ექნება...

არ შეიძლება, ერთი ფაქტორიც არ გავიხსენოთ - "ესპანური წყევლა", რომელიც სერია A-ში მომუშავე მწვრთნელებზეც ვრცელდება.

და ისიც, რომ მინიმუმ ჟოზე მოურინიო უნდა იყო, პირველივე იტალიურ სეზონში სკუდეტო რომ მოიგო. და კიდევ: ბენიტესი უფრო "სათასო" მწვრთნელია, რაც ვერ მოდის ჰარმონიაში მთავარ ამოცანასთან - მძიმე იტალიური მარათონის გავლა მინიმალური დანაკარგებით...

არ გაგიკვირდეთ, რომ ბენიტესს გულის სიღრმეში "ნაპოლის" "ფერგიუსონობაც" სურდეს. ასე შემთხვევაში, მან ისიც უნდა იცოდეს, რომ სულსწრაფი იტალიელი საფეხბურთო პრეზიდენტები ეპოქალურ მწვრთნელებს ნაკლებად სწყალობენ. აქ შედეგი დღესვე უნდათ, ამიტომ, იტალიაში მწვრთნელების ცვლის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ სამყაროში. ჰოდა ეს კითხვაც ტყუილად არ ისმის - როდემდე აიტანს დე ლაურენტისი ბენიტესს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ნაპოლი" შემართებით იწყებს: პირთამდე გავსებული "სან პაოლო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს