მართალს ამბობდა თურმე "ჰაიდუკის" მთავარი მწვრთნელი ამ წყვილში ფავორიტი ქართული გუნდიაო

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ქართული გუნდებისთვის ევროტურნირები ივლისში, ანუ, პირველი თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მერე მთავრდებოდა.

კი, ერთი-ორი გამონათებაც ყოფილა და, ბოლოს და ბოლოს, 2004 წელიც გავიხსენოთ, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე რომ მიაღწია.

აი, წლევანდელ ზაფხულს კი, ალბათ ვერ დავემდურებით: ორი ქართული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა და ძალიან დიდი ალბათობით, ორივე კვლავაც გააგრძელებს ევროტურნირებზე მონაწილეობას.

გასაგებია, რომ თბილისის "დინამოს" ურთულესი საპასუხო მატჩი ელოდება ბუქარესტში, მაგრამ ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა "სტიაუას" ბარიერი რომ ვერ გადალახოს, შემდეგ უკვე ევროპის ლიგის პლეი ოფში გადაინაცვლებს!

აი, იქ წარმატების შემთხვევაში კი, 9-წლიანი პაუზის მერე, ქართული კლუბი ისევ გამოჩნდება ევროპის ლიგაში.

თუმცა, მოდი, იდეალურ ვარიანტზე ვიფიქროთ და მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ შემოდგომაზე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთდროულად ორმა ქართულმა გუნდმა იასპარეზოს!

ჰო, ჯერჯერობით ყველაფერი აქეთკენ მიდის: ფაქტობრივად, ერთი თვის წინათ "შეკოწიწებულმა" გორის "დილამ", თავისი ახალი მწვრთნელ-ფეხბურთელებით ჯერჯერობით 3 მატჩი ჩაატარა წლევანდელ ევროტურნირზე და გოლი არ გაუშვია!

ისე, მართალს ამბობდა თურმე "ჰაიდუკის" მთავარი მწვრთნელი, ხორვატიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი იგორ ტუდორი "დილასთან" მატჩის წინ - ამ წყვილში ფავორიტი ქართული გუნდიაო...

"ჰაიდუკი"-"დილას" თამაშის დეტალურ გარჩევას აღარ შევუდგებით, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის გონივრულ გადაწყვეტილებებს.

ისე, როგორც წინა ეტაპზე დანიურ "ოლბორგთან" ორივე დაპირისპირებაში, დევდარიანმა ამჯერადაც ხუთკაციანი დაცვა (3 ცენტრალური მცველით ასპარეზობა ნელ-ნელა საქართველოშიც "შემოდის") არჩია; არანაკლებ საინტერესო იყო თითქმის ერთნაირი ამპლუის ფეხბურთელებისთვის სხვადასხვა (და, რაც მთავარია, კონკრეტული შემთხვევისთვის - ოპტიმალური) პოზიციის შერჩევა (თეიმურაზ ღონღაძე, კახა ალადაშვილი) თუ მართლაც ეფექტიანი შეცვლების გაკეთება...

მოგეხსენებათ, ნამდვილად არა ვართ განებივრებულნი ქართველი მწვრთნელებისგან სტუმრად 1:0-ზე, ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრის ნაცვლად, შეცვლაზე შემტევი ფეხბურთელების შემოყვანით!

რა თქმა უნდა, წინ საპასუხო მატჩია, მაგრამ "დილას" ასეთი წარმატებული და, რაც მთავარია, თვალსასეირო ასპარეზობა მაინც გამორჩეულად გვიხარია.

ეს ყველას დამსახურებაა: კლუბის ხელმძღვანელების (ევროტურნირების წინ სპონსორები რომ მოიზიდეს), გამოცდილი მენეჯერის გია ისიანის, სამწვრთნელო შტაბის, გუნდის ძველ-ახალი ფეხბურთელების და ასე შემდეგ...

თუმცა, ამ სამი წარმატებული თამაშის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე ცალკე გვინდა ვთქვათ:

"დილას" 26 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილმა "ოლბორგთან" ორივე შეხვედრა და "ჰაიდუკთან" სტუმრად ჩატარებული მატჩი მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა!

შესაძლოა, ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი აზრით, წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული გუნდების ფეხბურთელთაგან ჯერჯერობით საუკეთესო სწორედ ნუკრი რევიშვილია!..

რევიშვილის დაბრუნება

წესით და რიგით, გორის "დილას" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ახალწვეულის ასეთი დამაჯერებელი (გნებავთ, შთამბეჭდავი) თამაში მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო - რევიშვილი ხომ სამართლიანად მიიჩნეოდა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ მეკარედ.

თუმცა, ბევრი ალბათ არც მოელოდა უკანასკნელ პერიოდში სათამაშო პრაქტიკას მოკლებული მეკარისგან ასეთ გამორჩეულ ასპარეზობას - შარშან, რუსულ "კრასნოდარში" ასპარეზობისას ამ გუნდის სერბი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი რატომღაც არ სწყალობდა.

არადა, ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე ქართველ მეკარეს არც გამოცდილება დაეწუნებოდა (2006 წლიდან რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა - ჯერ "რუბინში", მერე - "ანჟიში") და არც ოსტატობა.

ბოლოს და ბოლოს, უცხოელი ვარსკვლავებით "გადაძეძგილ" მახაჭყალის "ანჟიში" ძირთადი მეკარის სტატუსის მოპოვება როგორი საქმეა?! ისე, არახალი ამბავია, რომ მეკარეთა უცხოური ტრანსფერი, სხვა ამპლუის მოთამაშეთაგან განსხვავებით, ბევრად უფრო გართულებულია და ნუკრი რევიშვილამდე ერთეულ ქართველ მეკარეებს თუ უთამაშიათ რუსეთის ჩემპიონატში (კაკო დევაძე, დავით გვარამაძე, გიორგი ლომაია).

თანაც, არ დაგვავიწყდეს, თუ რა ასაკში გადავიდა იმ დროისთვის რუსეთის უძლიერეს გუნდ "რუბინში" ნუკრი რევიშვილი - 18 წლის მეკარეს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ქუთაისის "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში სრულად მხოლოდ 12 მატჩი ჰქონდა ჩატარებული!

ნუკრი რევიშვილს ადრეული ასაკიდანვე ეტყობოდა, რომ სერიოზული კარიერა ელოდა: ნიჭიერი მეკარე ჯერ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, მერე - კობა ჟორჟიკაშვილის 19-წლიანებშიც, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და ორივეგან ძირითადი მეკარეც გახდა.

2005 წლის 8 ოქტომბერს კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა: ჩვენი ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა გაიოზ დარსაძემ 18 წლის მეკარეს უდიდესი ნდობა გამოუცხადა და ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ძირითადში ანდო ადგილი!

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე რევიშვილმა კიდევ ორ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთიც ამხანაგური თამაში ჩაატარა და ამასობაში ჩვენს ნაკრებში ახალი თავკაცი მოვიდა - გერმანელი სპეციალისტი კლაუს ტოპმიოლერი.

"ტოპიმ" რევიშვილს თავის პირველსავე მატჩში უხმო, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში გიორგი ლომაიასა და გიორგი მაკარიძეს უფრო ენდობოდა. ანუ, ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით რევიშვილი ეპიზოდურად (ისიც - ამხანაგურ შეხვედრებში) თუ გამოჩნდებოდა ხოლმე.

რევიშვილს საერთოდ არ სწყალობდა ექტორ კუპერი, აი, იმედიანი ზაფხული - ახალი დილა კი თავის მეორე მატჩში (კამერუნთან ამხანაგურ შეხვედრაში) ძირითადში ანდო ადგილი, ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის მერე ჩვენი უპირველესი გუნდის ძირითადი მეკარეც გახდა!

რევიშვილმა უშეცდომოდ ითამაშა საბერძნეთთან სტუმრად და თბილისში - ისრაელთან, აი, მალტასთან საშინაო შეხვედრაში კი უდიდესი სირცხვილისგან გვიხსნა - მატჩის მიწურულს, როცა ანგარიში 0:0 იყო, მეტოქის ფეხბურთელი მასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ჩინებული რეაქციით შეძლო ამ ეპიზოდის განმუხტვა.

ამას მოჰყვა ლატვიასთან გასვლითი მატჩი, სადაც 3 ქულა უკვე ჩვენი რომ გვეგონა, სწორედ მაშინ შეძლო ალექსანდრ ცაუნიამ ბოლო წამებზე ისეთი გოლის გატანა, რევიშვილი კი არა, ვერც ერთი მეკარე რომ ვერ აიღებდა!

თუმცა კარიერის გამორჩეული მატჩი მაინც წინ იყო: 2011 წლის 26 მარტს ლევან კობიაშვილის გოლით შინ ხორვატიას რომ ვძლიეთ, იმ შეხვედრის ერთ-ერთი გმირი სწორედაც რომ რევიშვილი გახლდათ.

არადა, ამ მატჩის წინ ქეცბაია მართლაც სერიოზული დილემის წინაშე იდგა: ჩვენი ორივე მეკარე (რევიშვილიც და ლორიაც) ჩინებულ ფორმაში იყვნენ და არჩევანის გაკეთებაც არ იყო იოლი საქმე - ისე, რა უცნაურია: საქართველოს ნაკრების ისტორიაში რამდენიც გნებავთ იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა კონკრეტული მატჩ(ებ)ი სწორედ ჩვენი მეკარეების შეცდომების გამო წაგვიგია.

ბოლო ორ წელიწადში კი მეკარეებზე საწუწუნო აღარავის აქვს (ესპანეთთან გიორგი ლორიას მიერ ჩატარებული ზღაპრული მატჩი ვის დაავიწყდება?), სამაგიეროდ, წინა ხაზში გვაქვს ქრონიკული პრობლემები...

ხორვატიასთან მოგებული მატჩიდან მესამე დღეს (!) ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა ელოდა - სტუმრად ისრაელში. ის თამაში 0:1 წავაგეთ და ამის შემდეგ ლორიას უფრო ხშირად უწევდა ძირითადში თამაში, ვიდრე - რევიშვილს.

თუმცა, როცა "კრასნოდარში" სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა, ქეცბაია მაინც ენდო და შარშან შემოდგომაზე ორ შესარჩევ მატჩში (სტუმრად - ფინეთთან და ბელარუსთან) ძირითადში დააყენა.

მაგრამ, იქიდან მოყოლებული ჩვენმა ნაკრებმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე - რევიშვილის გარეშე...

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიჭიერმა მეკარემ ამ ზაფხულს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამშობლოში დაბრუნდა.

ხოლო, თუ რა შესაძლებლობის მეკარე გახლავთ რევიშვილი, "ოლბორგთან" ორივე მატჩშიც და "ჰაიდუკთან" საგარეო შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა.

ბანალური ფრაზაა - მეკარემ თავისი გუნდი რამდენჯერმე უნდა გადაარჩინოსო, თუმცა ამ სამივე მატჩში რევიშვილმა ისე იასპარეზა, საბოლოო შედეგზე რომ იქონია გავლენაც და საერთოდაც, ასე მხოლოდ მაღალი კლასის მეკარეები თამაშობენ!

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს

გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა

ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]

ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური

დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]

koko
ჯერ არ გასულა გორი და ჟურნალისტებმა უკვე ტაშ ფანდური ატეხეს. იგივე რაც 19-იენების დროს. ხალხო სპეციალნად ხომ არ მტრობთ ქვეყანას? ჯერ გაცდეს დილა ხორვატებს და მერე ვიზეიმოთ და ვაქოთ ბიჭები.
odala
დე ხეა მან. იუნაიტედში თამაშობს, არა და რევიშვილი გაცილებით უკეთესი მეკარეა ჩემი აზრით.
MARADONA
ყოველ შემთხვევეაში ლორიაზე ნაკლებ კურიოზებს გვთავაზობს ხოლმე...
MARADONA
ყოველ შემთხვევეაში ლორიაზე ნაკლებ კურიოზებს გვთავაზობს ხოლმე...
gaga
რევიშვილს ბედი არ სწყალობს. იგი ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს ლორიაზე რომ ძირითადში ათამაშონ.არადა ყოველთვის ძლიერი იყო ლომაიაძე.
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"ჰაიდუკის" ფეხბურთელმა სიმეონესა და რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და გააძევეს
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
დინამო-ჰაიდუკი 1:2 - ლორიას ტრავმა და კოასის ორმაგი სალტო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ᓠᓐᓡ ᓔᓚᓝᓓᓔᓑᓐ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓨᓘ ᓣᓒᓣᓜᓓᓝᓓ ᓛᓧᓝᓤᓘ ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓘᓚᓣᓠᓘᓫᓔ?
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ნაპოლის" პრეზიდენტმა "ბარი" შეიძინა და ახლა "ჰაიდუკის" ყიდვას გეგმავს
ხორვატებმა "გუდისონზე" ინგლისელების გალახვა მოინდომეს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან