საქართველოს ნაკრების ორი ამერიკელი ახალწვეული ქუინტონ ჰოსლი და ტორინ გრინი ჩვენს ეროვნულ გუნდთან ერთად ავსტრიაში ვარჯიშს უკვე შეუდგნენ...
საქართველოს ნაკრების ორი ამერიკელი ახალწვეული ქუინტონ ჰოსლი და ტორინ გრინი ჩვენს ეროვნულ გუნდთან ერთად ავსტრიაში ვარჯიშს უკვე შეუდგნენ. ვიდრე ისინი ქართველებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან, მათი აგენტები საკლუბო საკითხებზე მუშაობენ. ეფექტურად ჩატარებული სეზონის შემდეგ გრინსაც და ჰოსლისაც ძლიერ გუნდებში თამაში სურთ. პირველი შარშან ბერძნულ აეკ-ში ასპარეზობდა, ხოლო ჰოსლი - თურქულ "იზმირში".

ბოლო ინფორმაციით, მათი გადაბირებით ესპანური კლუბები არიან დაინტერესებულნი. ერთ-ერთი კანარული გაზეთის ცნობით, გრინის დამატებაზე ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი "გრან კანარია" მუშაობს:

"გამთამაშებლის პოზიციაზე ტორინ გრინის ვარიანტი განიხილება. იგი ახალგაზრდა უკანახაზელია, ამერიკაში ფლორიდის უნივერსიტეტში ელ ჰორფორდთან და იოაკიმ ნოასთან ერთად თამაშობდა, შემდეგ ევროპაში გადმოვიდა და "სარაგოსაში" გამოდიოდა. გასული სეზონი ბერძნულ აეკ-ში გაატარა".

ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლა გრინის კარიერაზე ნამდვილად დადებითად აისახება. თუმცა ჯერ საკონტრაქტო საკითხებზე არავინ ლაპარაკობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ჯერ არაფერი გადაწყვეტილა ქუინტონ ჰოსლისთან დაკავშირებითაც, თუმცა ესპანური გაზეთები უკვე აქტიურად ლაპარაკობენ მისი "ხუვენტუდში" გადასვლის შესახებ. გამოცემა "ენკანჩაში" ვკითხულობთ:

"ხუვენტუდის" მთავარ მწვრთნელთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ხავი ბალესტეროსმა თავის დღიურში დაწერა, რომ ხუვენტუდელთა ორბიტაზე საინტერესო კალათბურთელი გამოჩნდა - ქუინტონ ჰოსლი. იგი გასულ სეზონში თურქულ "იზმირში" თამაშობდა, მანამდე კი მადრიდის "რეალში" ცდიდა ძალებს. "ტერმინატორმა" (ჰოსლის ასე იცნობენ საკალათბურთო წრეებში) ახლახან საქართველოს პასპორტი მიიღო, რაც ესპანეთში გადასვლას გაუადვილებს. "ხუვენტუდის" მთავარ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ქუინტონ ჰოსლი სწორედ ის კალათბურთელია, რომელიც მის გუნდს მომავალი საზონისთვის სათანადოდ გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ხუვენტუდი" წარუმატებლად გამოვიდა - მე-11 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა."

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა