ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ადამია: საქართველოს აზერბაიჯანის დაფინანსების ნახევარი მაინც რომ ჰქონდეს...

გიორგი ადამია: საქართველოს აზერბაიჯანის დაფინანსების ნახევარი მაინც რომ ჰქონდეს...

"ზესტაფონის" ახალწვეული ახალ გუნდსა და განვლილ პერიოდზე საუბრობს
"ზესტაფონი" მხოლოდ ახალი მწვრთნელით როდი დაიწყებს დამდეგ სეზონს, გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიცაა, მათ შორის - 32 წლის თავდამსხმელი გიორგი ადამია.

ამ შემტევმა თავი ჯერ კიდევ თსუ-ში თამაშით გაგვაცნო, მერე 3 წელი (2001-04) თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელი იყო და ამ გუნდში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

კაცის მოტყუება, გოლის გატანა, თამაშის გამწვავება, მეტოქისთვის ფლანგიდან თავგზის აბნევა - ადამია ამ ყველაფერს ოსტატურად აკეთებდა.

აზერბაიჯანულ გუნდებში ის ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო, ამ ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა, ერთხელ ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მისთვის არც ერთ მწვრთნელს არ მიუცია შანსი...

ახლა ადამია "ზესტაფონშია" და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს რატკო დოსტანიჩის გუნდში...

- "ზესტაფონს" თურქულ შეკრებაზე ახლდით. როგორია პირველი შთაბეჭდილებები ახალ კლუბში?

- შთაბეჭდილება ძალიან კარგია. ჩემთვის მეტად სასიამოვნოა, რომ ამდენი ხნის შემდეგ საკუთარი ქვეყნის გუნდში დავბრუნდი.

დასანანი ის არის, რომ სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით, "ზესტაფონმა" ახალი სეზონისთვის მზადება გვიან დაიწყო.

სხვა მხრივ, ყველაფერი ნორმალურადაა. თუ როგორ მოვემზადეთ სეზონისთვის, ამას საქართველოს ჩემპიონატის მატჩები დაგვანახვებს.

- ბაქოს "ინტერიდან" "ზესტაფონში" როგორ აღმოჩნდით?

- სოსო გრიშიკაშვილისა და "ზესტაფონის" სპორტულ დირექტორ მიხეილ ხუციშვილის მონაწილეობით მოხდა ჩემი დაკავშირება ამ კლუბთან.

- როგორც შევიტყვეთ, ბაქოს "ინტერიდან" თქვენი წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ტრავმის შემდეგ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში და ვარჯიში გაგიძნელდებოდათ, "ინტერი" კი სწორედ ასეთ მოედანზე თამაშობს...

- ასეთი "დიაგნოზი" იქაურმა ექიმებმა დასვეს და არა მგონია, სიმართლესთან ახლოს იყოს. შარშან მართლაც მძიმე ტრავმა მივიღე, კოჭის მყესები გამიწყდა და ოპერაციის შემდეგ რამდენჯერმე დამჭირდა სარეაბილიტაციო პროცედურები. სრულფასოვანი ვარჯიში მაშინღა დავიწყე, როცა "ზესტაფონში" მოვედი.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს? კოჭის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა?

- ახლა კარგად ვარ, მდგომარეობა უკეთესია, უბრალოდ, ბევრი დრო გამიცდა და გარკვეული პერიოდი დამჭირდება ოპტიმალური ფორმის დასაბრუნებლად. ვეცდები, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ყველაფერი.

- თურქულ შეკრებაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრებში რატკო დოსტანიჩი რა პოზიციაზე გათამაშებდათ?

- ცენტრალურ თავდამსხმელად ან უკანდახეულ ფორვარდად.

- როგორ შეატყვეთ, დოსტანიჩს რა კონცეფცია აქვს, რაზე აკეთებდა აქცენტს?

- თურქულ შეკრებაზე აქცენტი ტაქტიკურ მონახაზზე კეთდებოდა. პრესინგი, ბურთთან რაც შეიძლება მეტხანს ყოფნა...

დოსტანიჩი უფრო თანამედროვე სტილს ანიჭებს უპირატესობას და არა - ბურთის მოცილებას და მეტოქის საჯარიმოსთან ჩაგდებას. ის ტექნიკური, კომბინაციური სტილის დამკვიდრებას ცდილობს.

- იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ქართულ გუნდებთან დაკავშირებით გაქვთ, თუ შეგიძლიათ "ზესტაფონის" პოტენციალის შეფასება?

- 9 წელია საქართველოში არ მითამაშია, თუმცა დაახლოებით ვიცი, რა დონის გუნდებთან მომიწევს თამაში. სეზონი რომ დაიწყება, მერე უფრო კარგად გავიცნობ სიტუაციას და მოდით, შეფასებებიც მომავლისთვის გადავდოთ.

- რა იქნება "ზესტაფონის" მიზანი ამ სეზონში?

- ამაზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა.

- წლეულს, აზერბაიჯანულმა გუნდებმა ევროსარბიელზე სუსტად იასპარეზეს. ამის მიზეზად რას მიიჩნევთ? ფაქტია, რომ იქაურ საკლუბო ფეხბურთში სულ უფრო და უფრო მეტი ფული იხარჯება...

- "ყარაბაღს" თუ არ ჩავთვლით, აზერბაიჯანულმა გუნდებმა წლევანდელი ევროტურნირები მართლაც ჩააგდეს, არადა, შარშან ბაქოს "ნეფთჩიმ" ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშა.

მიუხედავად წლევანდელი წარუმატებლობისა, აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი მაინც წინ მიიწევს. სხვა საქმეა, რომ ასეთი რესურსით უფრო სწრაფადაც შეიძლება წინსვლა.

- ქართულ საკლუბო ფეხბურთში რომ იყოს იმ დონის დაფინანსება, რაც აზერბაიჯანულ კლუბებშია, როგორ ფიქრობთ, განვითარების რა დონეზე იქნებოდნენ ჩვენი კლუბები?

- ვფიქრობ, ამ რესურსის ნახევარიც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ქართულ კლუბებს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მიეღწიათ.

- 32 წლის ხართ. ეს ის პერიოდია, როცა ზოგ ფეხბურთელს უკვე ეტყობა ასაკი. ქართველ გულშემატკივარს ისეთი გიორგი ადამია ახსოვს, სწრაფად რომ აკეთებდა ყველაფერს და დრიბლინგი არ დაეწუნებოდა. საქართველოს ჩემპიონატში 9 წლის შემდეგ დაბრუნებული ადამია ისეთივე იქნება, როგორიც "ვიტ ჯორჯიაში" იყო?

- ტრავმამ შემიშალა ხელი, თორემ... ისე კი, მჯერა, კვლავაც შემიძლია კარგად თამაში და მოტივირებულიც ვარ, იმაზე უკეთ გამომივიდეს, ვიდრე ამას "ვიტ ჯორჯიაში" ვახერხებდი.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში არა ერთი წარმატებული სეზონი გითამაშიათ, თუმცა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი არ გქონიათა. როგორ ფიქრობთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ აზერბაიჯანში თამაშობდით?

- 9 წლის წინ რომ წავედი აზერბაიჯანში, არ იყო ისეთი დონე, როგორიც ახლაა. დონემ ნელ-ნელა მოიმატა, სახელიანი ფეხბურთელები ჩადიან, თუმცა ყველა ვერ ახერხებს თავისი შესაძლებლობის წარმოჩენას, რადგან აზერბაიჯანის ჩემპიონატი საკმაოდ რთული სათამაშოა და ნამდვილად არ არის იმ დონის, რომ იქ მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოიძახო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

ბოლნისის "სიონი" თურქეთში გამართულ საკონტროლო მატჩში ბატე-სთან დამარცხდა

კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ-ᓡᓘᓝᓜᓘ 1:2 - ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓔᓚᓔᓑᓡ 7 ᓬᓣᓗᓘ ᓓᓐᓐᓙᓚᓓᓐᓗ [VIDEO]

ლადო ბურდული: გამოცდილი ფეხბურთელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან

ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი

მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?

ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები

ᓡᓘᕝᓜᕘ-ᓒᓣᓠᕘᓐ 2:0 - ᓕᕘᓜ ᕨᓔᓐᕩᓔᓠᓔᓑᕡ ᕑᓝᓚᓜᕘᕡᓔᕚᓔᓑᕡ?

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი