ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

გულშემატკივრის ფიქრები: ჩი-ხუ-რა! ჩი-ხუ-რა! ჩი-ხუ-რა!

გულშემატკივრის ფიქრები: ჩი-ხუ-რა! ჩი-ხუ-რა! ჩი-ხუ-რა!

თითქმის "ტაიმ-აუტის" გარეშე ხვდება "ჩიხურა" ახალ საფეხბურთო სეზონს
თითქმის "ტაიმ-აუტის" გარეშე ხვდება ჩვენი "ჩიხურა" ახალ საფეხბურთო სეზონს.

სასიამოვნოდ მოულოდნელი ევროპის ლიგის ბატალიებით გამოწვეული ეს გარემოება, ერთდროულად, კარგიც არის და ცუდიც.

კარგი იმიტომ, რომ სეზონს გუნდი მომზადებული ხვდება და "საშვებულებო სენი" მოხდილი აქვს; ცუდი კიდევ იმიტომ, რომ ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება, გადაღლილობამ იჩინოს თავი.

ყოველივე ეს ორიოდე კვირაში გაირკვევა, ჩვენ კი ერთგვარი "წუთშესვენება" წინა სეზონის "პლუს-მინუსების" ანალიზისთვის გამოვიყენოთ.

უკიდურესი სკეპტიკოსებიც (თუ ასეთები, საერთოდ, არიან) დამეთანხმებიან, რომ თანაფარდობის დარღვევა შეუიარაღებული თვალითაც აშკარაა "პლუსის" სასარგებლოდ! გადახრა თითქმის 180 გრადუსს უტოლდება!

ჩემპიონატში მეოთხე ადგილი, ეროვნული თასის ფინალი, ევროტურნირის საკვალიფიკაციო მატჩები!

"ჩიხურას" არსებობის ისტორიაში ამ მართლაც უნიკალურ, ღირსსახსოვარ მოვლენებს ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი არ ელოდა.

აქა-იქ ხანმოკლე ჩავარდნების გულისტკივილიც იყო, თუმცა ესეც საფეხბურთო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ენა როგორ, ან ვის მოუბრუნდება აუგის სათქმელად.

პირიქით, დიდი, სამი ძახილისნიშნიანი, სავსებით დამსახურებული მადლობა გუნდის ოჯახს - დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული ეგრეთწოდებული "აუტჩიკებით"!!! და, განსაკუთრებით, გულშემატკივარს! თუმცა, ამაზე ქვემოთ...

ქების ღირსია ყველა - სომხიშვილი თუ ლომაშვილი, ჩიკვაიძე თუ კვასხვაძე, რეხვიაშვილი თუ დეკანოიძე, კაშია თუ ქიმაძე, მწყერაშვილი, ივანაშვილი, დემეტრაშვილი, ნადირაძე, ზამბახიძე, ბოლქვაძე, კირკიტაძე, დიღმელაშვილი, ძირითადები, სათადარიგოები, წასულები, მოსულები (ბოდიში მათ, ვინც გვარით არ მიხსენებია).

გავაგრძელოთ: ნუგზარ დეკანოიძე, ბერიკა შუკაკიძე, სოსო ფრუიძე, ვახტანგ (ბელუხა) თურმანიძე, შალვა დოღაძე, იური თოდაძე, არტო ივანაშვილი, თორნიკე შალამბერიძე, ბესო ბაძგარაძე, ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები...

საგანგებო მადლობა ოდოს (დავით ოდიკაძეს), ვისი "რქაც კი ხნავდა" და ვინც უნიკალური ქართული სიმღერის, "ოდოიას" მუსიკალური ტემპით აკონტროლებდა მოვლენებს მინდორზე შექმნილი გარემოების მიხედვით: ხან ოდოია-ოდოია-ოდოია-ჰო-ჰო-ჰო, ხანაც ო-დო-დოია-დო!

ყველაფერ ამას გულშემატკივართა აღმავალი ამპლიტუდის ემოციებიც (ზოგჯერ უამრავი, თუმცა ესეც საფეხბურთო ცხოვრების ერთ-ერთი ატრიბუტია) დავუმატოთ და მივიღებთ ერთგვარ კანონზომიერ "იდილიას", რომლისგან თავდაღწევაც ძალიან ძნელია.

და მაინც წუთით განვიტვირთოთ სასიამოვნო ემოციებისგან და ცივი გონებით, პრაგმატული თვალით შევხედოთ აუცილებად სალიკვიდაციო ხარვეზებს, თუნდაც უნებლიე შეცდომებს!

ჭკუასა და გონიერებასთან ახლოს არ უნდა იყოს კაცი, ვისაც ეჭვი შეეპარება სოსო ფრუიძის კვალიფიკაციაში.

პირიქით, მან მაქსიმალურად გამოიყენა გუნდის ფიზიკური, ინტელექტუალური შესაძლებლობები და არსებული რეზერვების გამოწურვით საკუთარ თავსაც კი გადაახტა - სიურპრიზების კასკადი დაატრიალა ქართულ ფეხბურთში! რაც მოხდა, ისიც, ალბათ, იძულებით და სამომავლო გათვლებით იყო გამოწვეული.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ევროტურნირის დაწყების წინ გუნდში ამხელა ცვლილებები მაინც არაფრით მიგვაჩნია გამართლებული. კი, გასაშვების გაშვება და ახალი "სისხლის გადასხმა" საჭიროა გუნდის გაჯანსაღებისთვის, მაგრამ კირკიტაძე, დიღმელაშვილი, ბოლქვაძე? დარწმუნებული ვარ, ძველი, კარგად შეთამაშებული, დაბალანსებული გუნდის პირობებში ვერც "ვადუცი" გაგვიბედავდა ამდენს, ვერც "თუნი" და ვინ იცის...

ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ცვლილებები კი მერეც შეიძლებოდა, საამისო დრო კიდევ იყო. ყოველ შემთხვევაში, "შორიდან" ასე ჩანს, ხოლო "ახლოდან", ანუ შიგა "სამზარეულოდან", შეიძლება, სხვაგვარად მოჩანდეს.

მართალია, გამოცდილება, თავშეკავების უნარი, არც რეხვიაშვილს აკლია და მით უმეტეს, არც სომხიშვილს, მაგრამ, თუნდაც მათი, ყოვლად გაუმართლებელი კინკლაობა, იმაზე ხომ არ მიგვანიშნებს, რომ გუნდს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგი სჭირდება? თუ, რა თქმა უნდა, ფინანსები ამგვარი "ფუფუნების" საშუალებას იძლევა.

დაბოლოს, გუნდის სული და გული, სისხლი და ხორცი - გულშემატკივარი! მისი მრავლობა წვიმაში (მე შენ გეტყვი და, ცელოფანის საწვიმარი ლაბადა არ იყო თავზე საყრელი, რისთვისაც მადლობა ადმინისტრაციას!) თუ პაპანაქებაში, გასვლით თუ საშინაო მატჩებში ჭეშმარიტად დაიმსახურა "ჩიხურამ".

ნურც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მატერიალურ (გულშემატკივართა ტრანსპორტით უზრუნველყოფა) და მორალურ მხარდაჭერას დავივიწყებთ.

ამ ფონზე მართლაც პარადოქსია, რომ გუნდს, ოფიციალურად, დღემდე არ ჰყავს ფანკლუბი, რაც, რამდენადაც ვიცი, უეფას წესებით სავალდებულოა.

რა გახდა ერთი დოლისა და ერთი საყვირის შეძენა, რომ ჩვენს სტადიონებზე მაინც ვერ გადაფარონ საჩხერელთა ყიჟინა ანალოგიური "იარაღებით" აღჭურვილმა მოწინააღმდეგეთა გულშემატკივრებმა.

"მოარულ" დონეზე იმის თაობაზეც გვსმენია, რომ იგივე წესები ითვალისწინებს სპეციალური შტატის ამოქმედებას, რომელიც მოემსახურება:

- გულშემატკივართა ინფორმირებას, მისი რაოდენობის ზრდას, ზედმეტი ემოციებისგან თავის შეკავებას;

- გუნდის საზოგადოებასთან ურთიერთობას;

- სტადიონის საინფორმაციო საშუალებების გაუმჯობესებას;

- გუნდის წევრებთან, საწვრთნელ შტაბთან შეხვედრების, დისპუტების, მატჩების ვიდეოჩვენებების, საჯარო განხილვების, სხვა ღონისძიებების მომზადება-ჩატარებასა და მათ კვალობაზე საზოგადოებისგან მისაღები შენიშვნების გათვალისწინებას.

სიტყვამაც მოიტანა და, "ჩიხურა" უკვე 75 წლისაა. რატომ არ უნდა აღინიშნოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მასშტაბური ზეიმით? ეს ხომ არა მარტო დღევანდელობას, "ხვალესაც" კარგად წაადგება.

იმედია, ამ "ფიქრებში" "ჩასაფრებული" კაცის პოზიციას ვერავინ დაინახავს, იმიტომ, რომ ჩემს (ჩვენს) ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ეს ჭეშმარიტი გულშემატკივრ(ებ)ის პოზიციაა, კეთილი განწყობის პოზიცია.

ამიტომაც მ(გვ)ჯერა რომ ახალ სეზონში უფრო მძლავრად იგუგუნებს ომახიანი შეძახილი: "ჩი-ხუ-რა"! "ჩი-ხუ-რა"! "ჩი-ხუ-რა"!

პატივისცემით, ზურაბ თურმანიძე საჩხერიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nukri

ხომ მოვიგედ ზუგდიდსხი მაინცც. სუდიამ ***

• nukri

სჰიხურა ზუგდიდსჰი მოიგებსს

• nukri

მაგარი კაცი ხარ ბატონო ზურაბ. მაგ სიმალტლისტვის 500 ლარი არ დაუმატა კირკიდადზეს არადა დზაან უნდოდა საცხერესჰი ტამასჰი

• Toko

შაკო, მე იმას ვგულისხმობდი, რომ ჩიხურას ჰქონდა საიმისო ძალა და პოტენციალი, რომ ძლიერ "თუნთანაც" მოეგო. როცა ჩიხურა 1:0 დაწინაურდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აღარ უნდოდა გოლის გატანა - ძალიან პასიურობდა თავდასხმა და ძალიან ნელა მოქმედებდა. და მესე ის ავადგასახსენებელი ავტოგოლი, სრულიად უაზრო... არაუშავს, მთავარია ეს გუნდი შენარჩუნდეს და გაძლიერდეს.

• ramo

მართლა საღოლ შაკო ბატონო, ერთი რამე უნდა იცოდეთ, გააჩნია როდის შეხვდა საჩხერე თუნს. გამოცდილი ფეხბურთელები რომ დაეტოვებინა ერთ თამაშს მაინც მოუგებდა. ისეც შეეძლო, მაგრამ რაღაც ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ ჩვენს კარებში. ხოლო მანამდე 2-ვე უნდა მოეგო ისეთი სუსტი გუნდი შეხვდა. აი ეგეც 3 ქულა.

• შაკო

თუნი თუ სუსტი მეტოქეა და საღოლ ძმაო თქვენ შეფასებას, ჩეხური "სპარტას" გამომგდებ შვეციის "ჰაკენს" ფაქტიურად პირველივე თამაშში გადაუწყვიტა გასვლაზე

• ramo

ნაღდად ცუდად გამოვიდნენ ევროპაზე. ისეთი სუსტი მეტოქეები ყავდათ რომ 3 მატჩი მაინც უნდა მოეგოთ. (სხვათაშორის მესამე ეტაპზეც არ ეყოლებოდათ ძლიერი მეტოქე.) 3 მოგება 3 ქულაა რეიტინგში. მაგდენი გორს და დინამოს არ აუღია.

• Toko

ეხ, "თუნის" გავლა თავისუფლად შეიძლებოდა, რომ არა ყოვლად უაზრო შეცდომები და პრაქტიკულად ძალით წაგება ამ შეცდომების გამო.

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]