ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სტიაუა - დინამო 1:1 - ჩემპიონთა ლიგა სხვა გზით მოდის [VIDEO]

სტიაუა - დინამო 1:1 - ჩემპიონთა ლიგა სხვა გზით მოდის [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ჩემპიონთა ლიგაზე პერმანენტული ოცნება თბილისურ მატჩშივე მოგვიკვდა.

"დინამოს" ყველაზე თავგადაკლულ ფანებსაც კი, ალბათ, გულის სიღრმეშიც არ სჯეროდათ, რომ ბუქარესტის "ნასიონალზე" საქართველოს ჩემპიონი პატარა სასწაულს მოახდენდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც 30 ივლისს ვნახეთ - "დინამოს", თუნდაც "სტიაუამდე", გრძელი გზა აქვს გასავლელი.

რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ალბათ, ასე აჯობებს მომავლისთვის.

იცოცხლეთ, ჩემპიონთა ლიგა კარგი ხილია, მაგრამ ამას შესაფერისი შემადგენლობა (თავისი გრძელი სკამით) და უამრავი სათამაშო კომპონენტის დახვეწა სჭირდება.

ვერ ვიტყვით, რომ "დინამოს" მონდომება აკლდა, მაგრამ, როცა ხედავ, რომ მეტოქე ბევრი პარამეტრით წინ არის და თავს ზემოთ ძალას ვერ გრძნობ, რაღაცნაირად ეშვები და ფარ-ხმალს ყრი.

ასეთია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, მშენებლობის სტადიაში მყოფი გუნდების ხვედრი, მტკიცე ნებისყოფაც ხომ ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ყველაფერთან ერთად, თორემ კლასში სხვაობა შეიძლება რაღაცნაირად გააბათილო, ამის მაგალითები საფეხბურთო პრაქტიკაში არც ისე ცოტაა...

ყველა ქართული გუნდის (ნაკრები იქნება თუ კლუბი) აქილევსის ქუსლია უბურთოდ თამაში, სწრაფი გადაადგილება, საჭირო პოზიციაზე დროული გასვლა და, ასევე, დროული პასი.

ამის კარგი გაკვეთილი თბილისში ჩაატარა "სტიაუამ", "დინამომ" კი, რომელმაც შედარებით უკეთ ითამაშა (განსაკუთრებით მეორე ტაიმი) საპასუხო შეხვედრაში, ამ კომპონენტში დაბალი დონე აჩვენა...

პასის კულტურა, ბურთის დაჭერა... რამდენი ზუსტი გადაცემა გააკეთეს დინამოელებმა მიჯრით? ან ფლანგების სისუსტე რად ღირს - გინდ დაცვისას, გინდ შეტევისას.

დავამატოთ ამას თამაშის ორგანიზაციული მხარე - გუნდს არ ჰყავს ჩამოყალიბებული "ღერძი" და ამ "ღერძის" ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - ამძრავი ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებს.

მოკლედ, ნაკლი ძალიან ბევრია, დუშან უჰრინს ბევრი სამუშაო აქვს წინ. ისიც საკითხავია, რა გამოვა ამ კონტინგენტისგან. თუ "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაში შესვლა უნდა (და, რა თქმა უნდა, რომ ასეა), კლუბის უფროსობას სწორედაც რომ საგრძნობ გაძლიერებაზე დაფიქრება მართებს.

ეს გუნდი "სტრეიმურს" (ორი გოლი კი გაუტანა "დინამოს") და მსგავს დონეს ჰყოფნის, მაგრამ უფრო მაღლა... უფრო მაღლა ჯერ არ გამოდის...

მოკლედ, ოცნების რეჟიმში ვრჩებით. ახლა ევროპის ლიგის პლეი ოფის წილისყრას დაველოდოთ და ვნახოთ... ეგებ, ორ კვირაში "დინამო" ცოტა უკეთ მოქოქოს უჰრინმა და, იღბალმაც თუ გადმოიხედა, შეიძლება, ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა მაინც არ იყოს უტოპია...

იქნებ, უფრო ადრე სჯობდა...

მატჩზეც ვთქვათ: თბილისური პაექრობისგან განსხვავებით, უჰრინმა ერთი ფეხბურთელი შეცვალა - გლიშიჩის ნაცვლად პაპავა დააყენა.

თამაშის წინ "დინამოს" თავკაცმა ისიც თქვა - შეიძლება, გრიგალაშვილი და ხმალაძე სასტარტოს მოვარიდოო.

ორივე დისკვალიფიკაციის ზღვარზე იყო და მწვრთნელი ამიტომაც ყოყმანობდა. თუმცა ბოლოს მაინც გარისკა. უჰრინის შიში გამართლდა - ხმალაძემ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ევროპალიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამოტოვებს.

ხსენებული ერთი შეცვლის გარდა, "დინამოს" თამაშში სხვა სიახლე არ ჩანდა - იგივე შეცდომები, უამრავი წუნი გადაცემებში, თავისუფალი ზონები, მეტადრე - ფლანგებზე... ამას დაერთო ადრეული გოლიც - ლატოვლევიჩი მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა, იქაც კარგად გაითავისუფლა თავი და ლორიასთან პირისპირ დარჩა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო...

იხილეთ ვიდეო

ამ გოლმა "სტიაუა" საბოლოოდ დაამშვიდა. იგრძნობოდა, რომ რუმინეთის ჩემპიონი მაშინ მოუმატებდა, როცა საჭირო იქნებოდა. თუმცა, ცხადია, არც "სტიაუაა" ისეთი, შეცდომებს რომ არ უშვებდეს.

"დინამოსაც" შეექმნა რამდენიმე ხელსაყრელი სიტუაცია, დაწყებული ორი ისეთი საჯარიმო დარტყმით, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა, იყო გრიგალაშვილის შორეული გასროლაც და პირველი ტაიმის მიწურულს შეტევაში ჩართული კვარაცხელიას ეფექტური დარტყმაც, რომელიც მიზანს ასცდა.

დაიწყო მეორე ნახევარი და... ანგარიში მალევე გათანაბრდა - ჩისკოს კუთხურის შემდეგ უსტარიცმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ასეთ დროს "დინამოს" თამაშის უფრო გააქტიურება მართებდა. რაღაც დოზით ასეც მოხდა - დვალის დარტყმული გაჭირვებით მოიგერია ტატარუშანუმ, რამდენჯერმე იყო სწრაფი კონტრშეტევის შანსიც, მაგრამ შეტევას ან სწორი გაგრძელება აკლდა, ან "ნაჩუქარი" თუ მოგებული ბურთი მალევე იკარგებოდა.

ალბათ, უჰრინსაც უფრო ადრე მართებდა ვუოს და გოგას შემოყვანა. და ამ ცვლილებებმაც რომ დააგვიანა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ უჰრინსაც ჩაქნეული ჰქონდა ხელი...

"დინამოს" შედარებითი გააქტიურების მიუხედავად, "სტიაუა" მაინც აკონტროლებდა თამაშს და ის, რომ ლორიას კართან რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა, ბევრს არაფერს ნიშნავს - ბუქარესტულ გრანდს გადავსებული "ნასიონალისთვის" საბოლოო გამარჯვებაში დაეჭვების საბაბი მაინც არ მიუცია.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

დუშან უჰრინი: "სტიაუას" კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო

პაატა გელაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]

• giorgi

იმედი მაქვს რომან ფიფია სწორ დასკვნას გამოიტანს და მომავალში უკეთესი სელექცია იქნება

• giorgi

გუშინ სირცხვილი თამაში იყო! იტყვით აქედან საუბარი ადვილიაო მაგრამ როცა ადამიანს ფეხბურთელობაზე გაქვს პრეტენზია პასიც კარგი უნდა იცოდე, სირბილიც უნდა შეგეძლოს და ბოლომდე ბრძოლაც! რაც სამწუხაროდ ვერ დავინახეთ! 25 წელია გვესმის მომავალი და იმედი იმის რომ აუცილებლად მოვხვდებით რომელიმე დიდ ტურნირზე მაგრამ ამის იმედი ნაკლებად მაქვს,შიდა ჩემპიონატი ნულის ტოლია და იმედიც ნაკლები უნდა გვქონდეს. ვნახოთ წარმატებას ვუსურვებ ორივე გუნდას, იმედია ნაკლებ შეცდომებს დაუშვებენ და ბოლომდე იბრძოლებენ! თორე დაიღალა ხალხიც!!!

• tariel gakharia

ტრანსფერები არ ვარგა...თითქმის ყველა უცხოელი უარესია ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები...არც ტექნიკა უვარგათდა არც ტაქტიკა...თუ ყიდვაა კარგი ფეხბურთელი მაინც იყიდეთ თქვე დალოცვილებო,ხუთის მაგივრად ორი და კარგი...მწვრთნელიც ძალიან სლაბია...

• kaxeli

როგორ დამარწმუნებს ვინმე რომ სეთურიძეს ქვეყნის პირველობიდან ათი მარჯვენა ფლანგელი მაინც არ ჯობია.

• guja_kakhadze

ადრე რატომ იყო წარმატებული "თბილისის დინამო"? გვყავდა გენიალური მწვრთნელი და მუდმივად მიმდინარეობდა სწორი სელექცია. დღეს ასევე საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ სწრაფგამძლეობის მომატება არის პირველი აუცილებლობა. რამდენ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია 40 წუთში დაფაროს 10 კილომეტრი? ეს თანამედროვე ფეხბურთელისთვის აუცილებელი ტესტია. ამის გარეშე დიდ ფეხბურთს ახლოსაც კი ვერ გავეკარებით და მხოლოდ ილუზიებში ვიცხოვრებთ!

• Toko

"ყველა ქართული გუნდის (ნაკრები იქნება თუ კლუბი) აქილევსის ქუსლია უბურთოდ თამაში, სწრაფი გადაადგილება, საჭირო პოზიციაზე დროული გასვლა და, ასევე, დროული პასი" - რა ზუსტად არის ნათქვამი! უბრალოდ, მაინტერესებს, ამ კომპონენტებზე მუშაობა ფეხბურთელის რა ასაკშია შესაძლებელი? ანუ რა ასაკის მერეა გვიან?

• alex

არ არის ქართული ფეხბურთის საშველი, და როდის იქნება კიდევ ღმერთმა იცის

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...

"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება

"ჩელსი" "სტიაუას" ტალანტს აკვირდება

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა

ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]

[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა

"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია

ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...

"სტიაუას" მწვრთნელი "საბურთალოსთან" მატჩზე: კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია

თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს

ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა

ევროპა ლიგის მატჩის წინ "სტიაუა" მოედნის 9 ფეხბურთელითა და 3 მეკარით დარჩა

ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში

"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

რუმინეთის თასზე გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]

პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან

დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის

ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს

"ჩელსი" 19 წლის რუმინელ თავდამსხმელს 88 მილიონად შეიძენს?