ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვინაა ნაკრებში გამოძახებული მეკარე ძაძამია?

ვინაა ნაკრებში გამოძახებული მეკარე ძაძამია?

"მენდობა თუ არა ქეცბაია და მაქვს თუ არა თამაშის შანსი, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება"

თემურ ქეცბაიას მიერ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების უმრავლესობას გულშემატკივარი კარგად იცნობს. გამონაკლისი ვიტ ჯორჯიელები, მეკარე გიორგი ძაძამია და ნახევარმცველი გურამ გეგეშიძე არიან.

ძაძამიამ ეროვნული ჩემპიონატი "ვიტ ჯორჯიას" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ამჟამად იქ მისი კონკურენტი, არდალიონ მიქაბერიძეა.

ვითომ პარადოქსია? ვფიქრობ, ქეცბაიამ საინტერესო მეკარეს მიაგნო და ცინიკოსების ქილიკს დრო გასცემს პასუხს - ვისაც "ვიტ ჯორჯიას" წლევანდელი მატჩები უნახავს, გიორგის აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას. 21 წლის ტანმაღალი (188 სმ) მეკარე კოლეგებისგან კარნახითა და ფეხის კარგი თამაშით გამოირჩევა. საქართველოში კი მეკარეებს პასიურობა და კარნახის არცოდნა ახასიათებთ.

დ მაინც: საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდის სათადარიგო მეკარის მიწვევა დიდი მოულოდნელი იყო - უპირველესად თავად ძაძამიასთვის, რომელიც გახსნილი რესპოდენტი აღმოჩნდა:

- ნაკრებში გამოძახება ყველაზე მეტად მე გამიკვირდა. ეს რომ მითხრეს, ვიფიქრე, მეხუმრებიან-მეთქი. ისე, სასიამოვნო ფაქტია, ერთი წლის წინ ლანჩხუთის "გურიაში" ვთამაშობდი და უცებ, ეროვნულ ნაკრებში აღმოვჩნდი - ცხადია, მოულოდნელი ნახტომია.

- შენზე ბევრი არაფერი იცის ფეხბურთის ქომაგმა.

- ეროვნულის შეკრებაზე ისე მიმიწვიეს, არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, კანდიდატიც არ ვყოფილვარ. კლუბს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი შევიცვალე. 17 წლისა რეგიონალიგაში, მარნეულის გუნდში ვთამაშობდი, საიდანაც "ზესტაფონში" ამიყვანეს და ორი წელიწადი დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობდი. თუმცა, გასულ სეზონში გამომიშვეს და პირველი ლიგის "ნორჩ დინამოელს" დავუბრუნდი, სადაც "ვიტ ჯორჯიას" სელექციონერებმა შემნიშნეს და კონტრაქტი გამიფორმეს.

- "ვიტ ჯორჯიას" ძირითად შემადგენლობაში რატომ აღარ გათამაშებენ?

- "ოლიმპთან" 0:4 რომ წავაგეთ, მას შემდეგ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. როგორც გავიგე, წაგება მე დამბრალდა და ბოლო 3 ტური სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. მწვრთნელს უკეთ მოეხსენება, ვინაა თამაშის ღირსი და ვინ არა. თუმცა, ნაკლის გამოსწორებაზე ბევრს ვიმუშავებ და მჯერა, გუნდის ძირითადი მეკარე გავხდები.

- ნაკრების მწვრთნელმა სად გნახა, სათადარიგოთა სკამზე?

- (იცინის) ვარცხნილობის გამო ნაღდად არ მიმიწვევდა. როგორც ვიცი, ბატონი თემური "ვიტ ჯორჯიას" მატჩებს თბილისის "დინამოსთან", "ოლიმპთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" დაესწრო და ალბათ, სწორედ მაშინ შემნიშნა. მიწვევაზე დუბლებში ჩატარებული მატჩის შემდეგ მითხრეს და ხომ წარმოიგიდგენიათ, რა რეაქციაც მექნებოდა.

- ვიყოთ რეალისტები, სლოვენიასთან გამოუცდელი მეკარის თამაში საეჭვოა. ალბათ, ეს მიწვევა ნდობის ჟესტია, ნაკრებში ვარჯიში კი კარგი გამოცდილებაა.

- მენდობა თუ არა ქეცბაია და მაქვს თუ არა თამაშის შანსი, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება. მე ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ შანსის გამოყენებას ვცდილობ, არ მინდა მარტო გამოძახებას დავჯერდე.

- თამაშისას კარნახი კარგად გამოგდის, გასწავლა ვინმემ?

- ბავშვობაში მასწავლებელი არ მყავდა, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ ბევრი რამ მასწავლეს "ნორჩ დინამოელში", შემდეგ კი "ზესტაფონში". ამ უკანასკნელში გია ჭანტურიასთან ვვარჯიშობდი, რომელმაც ბევრი წვრილმანის საიდუმლოს მაზიარა. "ზესტაფონიდან" წასულმა აღმოვაჩინე, რომ ორი წელი ტყუილად არ დამიკარგავს. გიას დამსახურებაა, კარიდან სწორი და დროული გამოსვლა, კარნახი, ფეხით თამაში და ა.შ. უკეთ რომ ავითვისე. მირჩევდა, მეკარეს "გაფორმებული" ნახტომი და მხოლოდ ეფექტურობაზე ფიქრი ღუპავს, პოზიცია კარგად შეარჩიე და უფრო საიმედოდ იქნებიო. "ვიტ ჯორჯიაშიც" გამიმართლა, რადგან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეთა მწვრთნელი, ლევან აბაშიძე მავარჯიშებს.

"დაუგავას" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი შოთა მახარაძე, რომელიც ძაძამიას სამი წლის წინათ "ნორჩ დინამოელში" მამუკა სვანაძესთან ერთად ავარჯიშებდა, ამბობს, რომ ქეცბაიას არჩევანი არ გაკვირვებია: "ძაძამია ჩვენთან თამაშობდა "ნორჩ დინამოელში". თვალშისაცემი იყო მისი შრომისმოყვარეობა, კონცენტრაცია და კარგი ადამიანური თვისებები, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ფასობს. გიორგის ყველაზე დიდ პლუსად მაინც თავდადებას ვთვლი, ვარჯიშზე და თამაშზე ბოლომდე იხარჯება. და კიდევ - გიორგისთვის პენალტის გატანა ძალიან რთულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქეცბაიას დაინტერესებაც არ გამკვირვებია და მიმაჩნია, რომ კარგი მეკარე გაიზრდება. სხვათა შორის, სამი წლის წინათ, მამაჩემი "ზესტაფონში" მუშაობდა და გიორგის აყვანა ვურჩიე. სამწუხაროდ, თემურის წამოსვლის შემდეგ, გუნდიდან ძაძამიაც გამოუშვეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• teona

უმაგრესი ხარ გიო.... მჯერა მალე არა მარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეტაც ერთ-ერთ საუკეთესო გახდებიიიიიი...წარმატებები და უფალი გფარავდეს....

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა