ისტორია 9 წუთში უიღბლოდ დასრულდა
რამდენიმე თვის წინ ინგლისურმა კლუბმა "მაკლსფილდ თაუნმა" გამოაცხადა, რომ 20 ათასი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ნებისმიერ ფანს მიეცემოდა უფლება ჩემპიონატის მატჩში მოერგო კლუბის მაისურა.

ამ იდეას გაბრაზებით გამოეხმაურა "კონფერენსის" ხელმძღვანელობა, რომლის აზრითაც, ვინმე ტომის, დიკის ან ჰარის ოფიციალურ მატჩში ფულის სანაცვლოდ გამოყვანა ჩემპიონატის პრესტიჟს დარტყმას მიაყენებდა.

თუმცა "მაკლსფილდმა" უკან არ დაიხია და ფანებს ახლა წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა შესთავაზა, ოღონდ ფასი დააკლო - 10 ათასი ფუნტი.

იდეას ადგილობრივი ბიზნესმენი ჯეიმს გორფინი გამოეხმაურა, რომლის ცოლშვილიც სულ მალე გორფინს ტრიბუნიდან ამხნევებდა, ბიზნესმენმა კი "მაკლსფილდის" 20-ნომრიანი მაისურა მოირგო.

და იცით ვის წინააღმდეგ ითამაშა 40 წლის გორფინმა? პრემიერლიგის კლუბ "სტოკ სიტის" წინააღმდეგ!

ეს ყველაფერი 9 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი გორფინი ჩაწოდებულის დაჭერას შეეცადა და საზარდული დაიზიანა, ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

აი, ასე 9 წუთი გაგრძელდა ბიზნესმენის პროფესიული კარიერა, რომელშიც მან 10 ათასი ფუნტი გადაიხადა.

"ტრიბუნიდან ადვილი ჩანს ფეხბურთის თამაში. რამდენჯერ მიფიქრია, რომ ამას რა უნდა, უკეთაც ვითამაშებ, მაგრამ მოედანზე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა, წამის მეასედში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი სტოკელი ისე დამაჯდა ფეხზე, რომ კინაღამ დამახეიბრა. მოკლედ, ფეხბურთელობა ძნელი ყოფილა", - განაცხადა ვერშემდგარმა ფეხბურთელმა.

dinamo
გაიხარეტ.იქნებ სამი-ოთხი ფულიანი და ფეხბურთის მოთამაშე ჩვენც მოვძებნოთ,ვათამაშოთ.იქნებ მოვიგოთ.
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ერთ დროს პსვ-სა და "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა[PHOTO]
"ბარსელონას" ყოფილი ნახევრმცველი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
პსჟ-მ 29 წლის ფორვარდი დაიმატა
"ლივერპულს" ჯეკ ბატლენდის დამატება სურს
"ერთხელ მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ცოლმა დამირეკა და მკითხა: "სად ხარ?"
გიორგი ჩაკვეტაძე "სტოკთან" ძირითად შემადგენლობაში იწყებს