ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრემიერლიგა: ოთხეულო, სწორდი!

პრემიერლიგა: ოთხეულო, სწორდი!

დააკმაყოფილებთ კი ფანებს "სიტის" უსახური ფეხბურთით მოპოვებული ქულები?
„ბირმინგემთან“ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის რობერტო მანჩინის მთავარი საზრუნავი, რასაკვირველია, სამი ქულაა - გამარჯვების შემთხვევაში ისტლენდელები, რომელთაც ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 0:0 ითამაშეს, პრემიერლიგის ოთხეულში კიდევ უფრო გაიმყარებენ პოზიციას, მაგრამ აკმაყოფილებთ კი ფანებს უსახური ფეხბურთით მოპოვებული ქულები?

საინტერესოა თუ არა ამა თუ იმ გუნდის თამაში, ჩვეულებრივ, გატანილი გოლების რაოდენობიდან ჩანს. „სიტის“, მაგალითად, ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ შვიდჯერ დაულაშქრავს მოწინააღმდეგეთა კარი, სულ კი მიმდინარე სეზონში 15 გოლის მეტი ვერ გაუტანია. შეადარეთ ეს რიცხვი 28-ს, რაც ლიდერისა და ჩემპიონის, „ჩელსის“ მიერ გატანილი გოლების რაოდენობა გახლავთ. ან, თუ გნებავთ, ოთხეულის კიდევ ორი გუნდის, „იუნაიტედისა“ და „არსენალის“ გატანილი გოლების რაოდენობას ჩახედეთ - თითოეულს 24 გაუტანია.

ზემოთ მანჩესტერული დერბი რომ ვახსენეთ, იმ შეხვედრის შემდეგ, „იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ორი ქულის დაკარგვით უკმაყოფილოა, მანჩინიმ კი წაგებას ფრე სჯობდაო.

„ბირმინგემთან“ შეხვედრას „სიტი“ იგივე ხალხით ხვდება - ახალი დაშავებული არ ჰყავს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი სანერვიულო კარლოს ტევესის ჯანმრთელობა იყო, მაგრამ არგენტინელმა „იუნაიტედთან“ შეხვედრაში ფაქტობრივად ბოლომდე გაძლო მარიო ბალოტელის კი, როგორც იცით, სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში პირველად, მანჩინიმ სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება სერბი კოლაროვი ათამაშოს.

ბოლო დროს კრიტიკის ობიექტად ქცეულ ალექს მაკლიშსაც თითქმის საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. მისი ამოხანა გასავარდნთა ზონიდან მაღლა აფოფხებაა.

„ტოტენჰემი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობს და ლონდონელთა თავკაცს ჰარი რედნაპსაც, ზემოთ დასახელებული ორი მწვრთნელისა არ იყოს, ახალი დაშავებული არავინ ჰყავს - ამბობენ, რომ რედნაპი სტუმრებს ფაქტობრივად იმავე შემადგენლობით დახვდება, რომლითაც სამშაბათს „სანდერლენდს“ 1:1 ეთამაშა. შუა კვირის შემადგენლობას უნდა ველოდოთ ბლექბერნელთა თავკაცისგან სემ ელერდაისისგანაც. რატომ? იმიტომ, რომ ოთხშაბათს ამ ბიჭებმა ნიუკასლში მოიგეს. რასაკვირველია, ჯეისონ რობერტსმა „სენტ ჯეიმსიზ“ პარკზე გატანილი გოლის ხათრით შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში მოიპოვოს ადგილი. არ არის გამორიცხული დევიდ დანის დაბრუნებაც. ცნობისათვის: „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში ბოლო ოთხი თამაშია არ მოუგია... სტატისტიკოსები ამბობენ, ამ გუნდს ასეთი რამ 2009 წლის იანვრის შემდეგ არ დამართიაო.

„სტოკ სიტისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრიდან წინასწარ იმას აღვნიშნავდით, რომ მასპინძლებს წესით კაპიტანი რაიან შოუკროსი უნდა დაუბრუნდეთ. ის დაცვის ცენტრში დენი ჰიგინბოტემს შეცვლის. „ლივერპულის“ თავკაცს როი ჰოჯსონს კი დანამდვილებით არ ეყოლება ჯო კოული. ის მერსისაიდელთა ჯერჯერობით ერთადერთ „გარე-გამარვების“ დღეს, ბოლტონში დაშავდა. ექიმებს შესამოწბელი ჰყავთ სოტირიოს კირიაკოსი და გლენ ჯონსონი. რაულ მეირელეშმა ოთხშაბათს, „უიგანთან“ გრიპიანმა ითამაშა და ამიტომაც შეცვალეს, მაგრამ ახლა კარგად არის.

სიტყვამ მოიტანა და „უიგანი“ „ვესტ ბრომვიჩს“ მასპინძლობს. უიგანელთა ესპანელ თავკაცს რობერტო მარტინესს მცველი ემერსონ ბოისი და ნახევარმცველი ჯეიმს მაკკარტი არ ეყოლება. მათ ნაცვლად, რონი სტამი და ტომ კლივერლი ითამაშებენ. დისკვალიფიკაცია მოიხადა მცველმა სტივ გოჰურიმ. „ვესტ ბრომვიჩს“ კი პიტერ ოდემვინგე „ვესტ ჰემთან“ შეხზვედრაში რომ დაუბრუნდა, გაამართლა, გოლი შეაგდო და მწვრთნელი რობერტო დი მატეო ძალიან გაახარა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ოდემვინგე, სავარაუდოდ, უიგანშიც ითამაშებს. ნახევარდაცვაში დაბრუნდება იუსუფ მულუმბუც.

ვულვერჰემპტონში „ბოლტონთან“ შეხვედრის წინ ექიმები ჰყავთ დატვირთული. გეხსომებათ, სტივენ უორდის ამბავი, ოთხშაბათს არსენალელმა სესკ ფაბრეგასმა რომ დააშავა. მას ფეხზე ნაკერები დაადეს და ახლა ყველა ღონეს ხმარობენ, თამაშისთვის მზადაც რომ ჰყავდეთ. თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მის ნაცვლად ბელგიელ ჟილ ვან დამს ვიხილავთ. მწვრთნელი მიკ მაკკარტი დეივ ედუარდსის ჯანმრთელობაზეც ღელავს. ედუარდსს „არსენალთან“ შეხვედრის დასაწყისში გაეჭიმა კუნთი და კაცმა არ იცის „ბოლტონთან“ როგორ იქნება. თუ ვერ ითამაშებს, მას სტიენ ჰანტი შეცვლის.

რაც შეეხება „ბოლტონს“, ამ გუნდში ახალი დაშავებული არავინ არის.

„ნიუკასლისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრაზე კი რა გითხრათ: მასპინძლები ჯოი ბარტონის გარეშე რომ იქნებიან, დღევანდელი „ლელოს“ სხვა სტატიაში უფრო კარგად წერია. მას, ალბათ, უეინ რუტლიჯი შეცვლის. ორთავა კუნთის ტრავმის გამო არავინ იცის ითამაშებს შოლა ამეობი თუ ვერა. „ფულჰემის“ თავკაცს მარკ ჰიუზს კი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდისგან ენდი ქეროლისგან აქვს თავი დასაცავი და ამ საქმეში ბრედ ჰანგელანდის იმედი აქვს - ჰანგელანდი სიმაღლეში 194 სანტიმეტრია. ახალი დაშავებული ლონდონელებს არავინ ჰყავთ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბირმინგემში მიდის „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ. მანჩესტერელთათვის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს, რად უნდა ლაპარაკი. სეირის მოყვარულებს შეუძლიათ ფერგიუსონისა და მისი ძველი მეტოქის, „ლივერპულის“ ოდინდელი თავკაცის ჟერარ ულიეს დაპირისპირებით შეიქციონ თავი. არ გეგონოთ, რომ ამას ისე, ლამაზი სიტყვისთვის ვამბობდეთ: 2000-2002 წლებში ულიემ თავისი „ლივერპულით“ ფერგის „იუნაიტედს“ ხუთჯერ მოუგო. განა ასეთი შედეგით ბევრი დაიკვეხნის? თუმცა, ამჯერად, ულიეს საქმე ამთავითვე ვერ არის კარგად: „ასტონ ვილას“ ტრავმების თვალსაზრისით ისე საშინლად აქვს საქმე, რომ შეიძლება ცხრა წამყვანი ფეხბურთელი ვერ ათამაშოს.

„არსენალი“ კვირას ლივერპულში „ევერტონს“ ხვდება, ხოლო „ჩელსი“ „სანდერლენდს“ მასპინძლობს და წესით უნდა მოუგოს.

დღეს

ასტონ ვილა- მანჩესტერ იუნ 16:45

მანჩესტერ სიტი -ბირმინგემი 19:00

ნიუკასლი-ფულჰემი 19:00

ტოტენჰემი-ბლექბერნი 19:00

ვესტ ჰემი-ბლექპული 19:00

მანჩესტერ იუნ-ვულვზი 19:00

უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ვულვზი-ბოლტონი 19:00

სტოკიი-ლივერპული 21:30

ხვალ

ევერტონი-არსენალი 18:00

ჩელსი-სანდერლენდი 20:10

1. ჩელსი 12 9 1 2 28-5 28

2. მანჩესტერი 12 6 6 0 24-13 24

3. არსენალი 12 7 2 3 24-11 23

4. სიტი 12 6 3 3 15-10 21

5. ნიუკასლი 12 5 2 5 21-16 17

6. ბოლტონი 12 3 7 2 18-17 16

7. ტოტენჰემი 12 4 4 4 14-15 16

8. სანდერლენდი 12 3 7 2 12-13 16

9. ლივერპული 12 4 4 4 13-15 16

10. ასტონ ვილა 12 4 4 4 13-16 16

11. ვესტ ბრომვიჩი 12 4 4 4 16-21 16

12. ევერტონი 12 3 6 3 13-11 15

13. ბლექბერნი 12 4 3 5 13-14 15

14. ბლექპული 12 4 2 6 19-26 14

15. ფულჰემი 12 2 7 3 13-13 13

16. სტოკი 12 4 1 7 13-18 13

17. ბირმინგემი 12 2 6 4 14-17 12

18. უიგანი 12 2 5 5 9-21 11

19. ვულვზი 12 2 3 7 11-20 9

20. ვესტ ჰემი 12 1 5 6 11:22 8

ბომბარდირები: 7 - ქეროლი (ნიუკასლი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი); 5 -კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), შამახი (არსენალი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 4 — დევისი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნასრი (არსენალი), უოლკოტი (არსენალი), დემპსი (ფულჰემი).

“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!