10 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება და არა მგონია, შარშანდელზე უკეთესი გამოდგეს
მარტო დინამო თუ სხვაც?

10 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება და არა მგონია, შარშანდელზე უკეთესი გამოდგეს.

ზოგიერთ კლუბს ალბათ ის უხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ სამონაწილეო თანხის გადახდისგან გაათავისუფლა. შეღავათი კარგია, მაგრამ ამით რა?!

ჩემპიონობისთვის თბილისის "დინამო" იბრძოლებს და, არა მგონია, ამ საქმეში კონკურენტი ჰყავდეს.

გორის "დილამ" კარგად კი წარმოაჩინა თავი ევროსარბიელზე, მაგრამ "დინამო" რესურსით რომ აღემატება გიორგი დევდარიანის გუნდს, საკამათო არ უნდა იყოს.

იქნებ, "ზესტაფონმა" გაიბრძოლოს ჩემპიონობისთვის, თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ეს "ზესტაფონი" "დინამოს" დამჯაბვნელს ჯერ არ ჰგავს.

ჩემპიონატი მარათონია და ერთი-ორი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშით ვერ გადაწყდება გამარჯვებულის ბედი.

ასეთ მარათონში "დინამოს" კონკურენტი არ ეყოლება - ლოგიკურია, თუმცა ვნახოთ... იქნებ, სეზონის მეორე ეტაპზე ყველაფერი ისე შეიცვალოს, რომ ჩემპიონობისთვის რბოლაში მეორე სერიოზული გუნდიც გამოჩნდეს.

რა ჯდება ლეგიონერის ჩამოყვანა?

იქნებ, ისეც მოხდეს, რომ ლეგიონერებზე ლიმიტი დაწესდეს. ამ საკითხზე გუნდებს საერთო პირი არ აქვთო, ვერ ვიტყვით, რადგან ჩვენი კლუბების მესვეურები ახლა ფულის მონაგრებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე სხვა რამეებზე.

სპორტის მინისტრი დაგვპირდა, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებსო და, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ საამისო პროგრამა ჯერ არ გამომზეურებულა, არადა, სეზონი უკვე იწყება და, ცხადია, კლუბებს აინტერესებთ, რას უნდა ელოდნენ მთავრობისგან 2014-15 წლების სეზონში.

ლეგიონერებზე მილეთს ისიც აინტერესებს, რა უჯდება მათი ჩამოყვანა ჩვენს კლუბებს.

სხვაგან ასეა - პოპულარული კლუბი უცხოელს რომ შეიძენს, სატრანსფერო თანხა არ იმალება და ხელფასსაც კი ასაჯაროებენ.

ჩვენთან ამის ტრადიცია არ არის და რატომ? ხომ ყველას აინტერესებს, რა ღირს ლეგიონერი, რა ხარჯებს იღებს კლუბი უცხოტომელის მომსახურებაში.

ჩაკეტილობა ვერ არის კარგი საქმე, ჩვენს კლუბებს თითქოს სილაღე აკლიათ, ხშირად თვითონ ამძიმებენ სიტუაციას.

ვინ იქნება ბროკერი?

არ ვიცი, ვინ იქნება მსაჯების ბროკერი ამ სეზონში, ვისთან უნდა მივიდეს კლუბის მესვეური, რომ ამ ბროკერმა ყველაფერი ფრიადზე დაალაგოს. წინა სეზონში შუამავლის ვინაობა ძალიან "გაბაზრდა" და, შესაძლოა, ამ სეზონში შუამავალი სხვა აღმოჩნდეს.

მსაჯებზე ისევ გავლენ - ამაში ეჭვი არც შეგეპაროთ, ოღონდაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონატში ნაღდი თამაშები არ იქნება. ხალხი ამისთვის დადის სტადიონზე და ნაღდ ფეხბურთს უკრავს ტაშს.

ერთი და იგივე ფეხბურთელები ტრიალებენ სეზონიდან სეზონში სხვადასხვა ქართულ გუნდებში, ნიჭიერი ახალგაზრდები იშვიათად გამოერევიან - ასე იყო ბოლო წლებში და, ალბათ, ასე იქნება ამ სეზონშიც.

ბილბაო ხომ გვახსოვს?..

"დილაზე" კი იმდენი ემოცია დაიხარჯა, გორულ გუნდზე ჭმუნვით მადლიერ მკითხველს აღარ შევაწუხებ. შესვენება ყველა საქმეს სჭირდება.

"დინამოს" წილისყრაში არ გაუმართლა, მაგრამ ისიც გვახსოვს, თბილისის "დინამომ" ბილბაოს "ატლეტიკს" შინ 2:1 რომ მოუგო და კინაღამ ჩემპიონათა ლიგის კარი შეაღო.

ფეხბურთში რა არ მომხდარა, აქ ოცნებების ასრულების მოედანია, აქ ოცნება აუცილებელი ამხანაგია, სხვანაირად ფეხბურთი სტადიონზე ვერ მიგიყვანს.

კარგი ეროვნული ჩემპიონატიც ოცნებაა, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ. მაშ, ერთხელაც შევიგრძნოთ საქართველოს მოედნები თავისი ცოდვა-მადლითა და პერიპეტიებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი გაგნიძე
დათო და აჩი კარგი ბიჭები ხართ ქართული ფეხბურთის ბედი, რომ გაწუხებთმაგრემ ღმერთმა არა ქნას მარტო დინამოზე და დილაზე ვიყოთ დამოკიდებული,იმედია ამოქაჩავს ქუთაისი,ზესტაფონი,რუსთავი და წარმატებები მოვა.მივა აუცილებლად.გაგიმარჯოთ.
dato
გორის დილა გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს, რასაც დინამოზე ვერ ვიტყვით. დილას ამ შემადგენლობით და მწვრთნელით კარგი პერსპექტივა აქვს, უფრო მეტი ვიდრე დინამოს. დილას თამაში უფრო დამაჯერებელია. ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებს მოედანზე. მიხარია დილას თამაშს რომ ვუყურებ. ძლივს ვნახე ქართული კლუბის კარგი თამაში.
Achi
ვერ დაგეთანხმები. დილა აუცილებლად გაუწევს ღირსეულ კონკურენციას დინამოს, თუ ბირთვი არ დაკარგა. თან გამოცდილებასაც მიიღებს, თუ ევროპის ლიგაზე მოხვდა. ამის შანსი დილას ბევრად დიდი რომ აქვს დინამოზე დამეთანხმებით ალბათ. ზესტაფონმაც შეიძლება იბრძოლოს. მეტი არა ალბათ მაგრამ ტორპედო კარგი გუნდი უნდა დადგეს თავისი ახალგაზრდებით
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა