ითამაშებს თუ იწვალებს "ელ სუბმარინო" "კამპ ნოუზე"
ესპანეთში ახლა ასეა - ჩართავ ტელევიზორს და იქიდან აუცილებლად მომავალ "ელ კლასიკოზე" რაიმე საინტერესოს მოგიყვებიან, გადაშლი "მარკას", "დიარიო ას-ს" თუ სხვას და იქაც აჭრელებულია გვერდები სრულიად ესპანური დერბის მომავალ თუ წარსულ პერიპეტიებზე, ინტერნეტში შესვლითაც იმავე სცენას გადააწყდებით - მოკლედ, ქვეყანა მომავალი დიდი მატჩით ცხოვრობს. არადა იქამდე საკმაოდ ბევრია. ხუთშაბათს "კლასიკო" სულაც 29 ნოემბრისთვის გადაიტანეს. ახლა სწორედ ამ გადადებაზე დაეკითხნენ პრაქტიკულად ყველა ცნობილ ადამიანს ესპანეთში. თუმცა გუშინ, ერთმა ამბავმა დროებით უკანა პლანზე გადაწია დიდი დაპირისპირება. მიზეზი, რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიო და მისი ქცევაა.

ჟოზე ესპანეთის სამეფო თასის მატჩში "მურსიას" წინააღმდეგ გააძევეს. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი შეხვედრის ცოტა უცნაურ არბიტრ პარადას რომეროს (იგუაინის "გოლის" ჩამთვლელი არბიტრი უცნაურიცაა და მეტიც) შემოსწყრა. ჟოზეს ქცევა არ მოუწონეს და პირველ ესპანურ წითელ ბარათს პირველი დისკვალიფიკაცია მოჰყვა - 2-მატჩიანი. არბიტრის უცენზურო სიტყვებით მომხსენიებელი "განსაკუთრებული" "რეალის" სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება, ვერც ხვალ ხიხონში და ვერც 23 ნოემბერს ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ, თუმცა ის "კლასიკოსთვის" დაუბრუნდება გუნდს.

პრედიდენტის მრჩეველი პირველ გუნდში - ასე ეთქმის ზინედინ ზიდანის ახალ, ოფიციალურ თანამდებობას "სამეფო კლუბში". მოკლედ, ლეგენდარული ფეხბურთელი "ხიდად" უნდა იქცეს ფლორენტინო პერესსა და მოურინიოს შორის. "რეალის" ოფიციალურ საიტზე გუშინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "ზიზუს" "პირველი გუნდის სამუშაო კონდიციების გაუმჯობესება ევალება. ფრანგი ყველგან გაყვება გუნდს, ჩემპიონთა ლიგის თუ ტურის მატჩებზე, მონაწილეობას მიიღებს შეკრებებში და ვარჯიშებში. შეგახსენებთ, რომ ზიდანი 2001 წლიდან 2006-ის ჩათვლით "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავდა.

რადგან "რეალის" ამბებით დავიწყეთ, ტურის წინათქმასაც "სამეფო კლუბით" შევუდგებით. მაშ ასე, ლიდერი ასტურიაში "სპორტინგს" ეწვევა. ხიხონელები 10 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფებიან, მათი მიზანი, როგორც ბოლო წლებში, პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაა. "რეალმა" თუ წაიფორხილა (წააგო), ერთ-ერთი მდევარი აუცილებლად დაეწევა (ან გადაასწრებს), რადგან "ბარსელონა" "ვილიარეალს" მასპინძლობს.

ამ ორი კლუბის შედარებაც კი სასაცილოა, ასტურიელებმა პრიმერაში მარტიდან მოყოლებული მხოლოდ სამი გამარჯვება იზეიმეს. მანუელ პრესიადოს გუნდმა ამ სეზონში კინაღამ ერთი მოახდინა სენსაცია, როცა ბოლო წუთამდე უგებდა "ვილიარეალს", თუმცა საბოლოოდ ქულას დასჯერდა. თავის მხრივ, მოურინიოს გუნდი საუკეთესო ფორმაშია, ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში "რეალმა" მეტოქეებს 19 გოლი გაუტანა.

კვირის დასაწყისში ესპანეთის ჩრდილოეთს ჰაერის ცივმა მასებმა გადაუარა და ჩვენგან განსხვავებით ასტურიაში ძალიან ციოდა. შედეგად, პრესიადოს გუნდის ნახევარზე მეტი გრიპით დაავადდა, მაგრამ მწვრთნელს ახლა ყველა მწყობრში ჰყავს. ეგაა, კლუბში გრიპის ინფექციამ ცოტა არია საწვრთნელო პროცესი და ფეხბურთელებიც რიტმიდან ამოაგდო. გუნდში აღარც ტრავმირებულები არიან, ნაჩო ნოვოს საკითხიც საბოლოოდ გაირკვა - ცენტრფორვარდი "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს. ეს "რეინჯერსის" ექსლიდერისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.

"ლოს ბლანკოსი" დიცკვალიფიცირებულმა სპეციალისტმა ბაზაზე "ჩაკეტა" და კაცმა არ იცის, რა ხდებოდა "რეალის" ბოლო ვარჯიშზე, თუმცა, ამბობენ, რომ სერხიო კანალესის გარჯით უკმაყოფილო მოურინიო "ესპანური ფეხბურთის პრინცს" "სპორტინგის" წინააღმდეგ არ ათამაშებს. კანალესი მან "მურსიასთან" მატჩის შესვენებაზე გამოცვალა და პრესკონფერენციაზე ცუდ კონტექსტში ახსენა - არც მისი თამაში მომეწონა და არც ის მომწონს, როგორ მუშაობს ვარჯიშებზეო. სათასო მატჩში დასვენებულები (ხედირა, პეპე, კარვალიო და იოზილი) ასტურიაში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებიან.

რეალი (სავარაუდო შემადგენლობა): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - რონალდო, იოზილი, დი მარია - იგუაინი.

"ვილიარეალის" თავკაცი ხუან კარლოს გარიდო თამამ განცხადებებს აკეთებს, მაგალითად: "ჩვენ შევეცდებით მოვიგოთ "კამპ ნოუზე". ცდას წინ რა უდგას, მით უფრო, რომ წლეულს "ყვითელი წყალქვეშა ნავი" გამართული ორგანიზმია და მეტოქეს-მეტოქეზე ამარცხებს. სხვათა შორის, ბოლო წლებში "კამპ ნოუზე" "ვილიარეალი" უკეთ თამაშობს, ვიდრე "ბარსელონა"! 2008 წელს ვალენსიელებმა 2:1 მოიგეს სტუმრად, შემდეგი ორი სეზონი კი ფრე ითამაშეს (ერთნაირი ანგარიშით - 1:1). მოკლედ, გარიდოს მუქარას გარკვეული საფუძველი აქვს.

გაბრიელ მილიტოს დაზუსტებული დიაგნოზი ასეთია - ის 4-დან 6 კვირამდე იუქმებს. ჟერარდ პიკე, რომელიც მოედანზე და მის გარეთ თავის უარყოფით ხასიათს ავლენს, დისკვალიფიცირებულია. ბუნებრივია, "ვილიარეალის" წინააღმდეგ ხოსეპ გვარდიოლას ცენტრალური მცველი დასჭირდება, რომ კარლეს პუიოლს შეუწყვილოს. ერიკ აბიდალმა ამ პოზიციაზე კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. ამიტომ, ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენ სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდა მარკ ბარტრას ვიხილავთ. ადრიანო ტრავმირებულია და მისი თამაში საეჭვოა.

"ვილიარეალს", შესაძლოა ვეტერანი ნახევარმცველი მარკოს სენა დააკლდეს, მისი თამაში "კამპ ნოუზე" საეჭვოა. თუ ევროპის ჩემპიონი ვერ ითამაშებს, მის ადგილს "ფურია როხას" ახალი წევრი, ბრუნო სორიანო დაიკავებს. მარკო რუბენი კვლავ მწყობრშია, ხოლო გონსალო როდრიგესს დისკვალიფიკაცია გაუვიდა, მაგრამ გვეეჭვება, ისინი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ.

"ვილიარეალი" ყოველთვის მოსაგებად გადის მოედანზე. ეს ჩვენი "ტაქტიკაა", თუმცა თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს, რომ ჩვენი დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ იოტისოდენადაც არ ვუფრთხით. დიდებული შანსი მოგვეცა, რომ ყველას დავუმტკიცოთ - ამ სეზონში დიდი ამბიციები გვაქვს. საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ, თუკი მიზნის მიღწევა გვსურს. გუნდის წარმატების საიდუმლო კი ასეთია - ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ, არ ვწვალობთ. ეს კი ფანებს ძალიან მოსწონთ", - აცხადებს გარიდო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ელ სუბმარინო" "კამპ ნოუზეც" თამაშს და არა "წვალებას".

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, ბარტრა, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ვილია, პედრო.

ვილიარეალი: დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მუსაჩიო, მარჩენა, კაპდევილა - კასორლა, ბრუნო, ბ. ვალერო, კანი - როსი, ნილმარი.

დღეს კატალონიური მატჩის გარდა კიდევ ორი დაპირისპირებაა: ბილბაოში "ატლეტიკი" "ალმერიას" მასპინძლობს, ხოლო მადრიდში "ატლეტიკო" რეაბილიტაციას "ოსასუნასთან" შეხვედრაში შეეცდება. ბილბაოელებს არ ეყოლებათ ამორებიეტა, ოსიო, გომესი. საეჭვოა ტოკეროსა და სუსაეტას თამაში. "ატლეტიკოს" ნავარელებთან მატჩში კვლავ არ ეყოლება ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი.

დღეს

ბილბაო-ალმერია 21:00

ატლეტიკო-ოსასუნა 23:00

ბარსელონა-ვილიარეალი 01:00

ხვალ

ერკულესი-რეალ სოსიედადი 20:00

მალაგა-ლევანტე 20:00

მალიორკა-დეპორტივო 20:00

რასინგი-ესპანიოლი 20:00

სარაგოსა-სევილია 20:00

სპორტინგი-რეალი 22:00

ვალენსია-ხეტაფე 00:00

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!