ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ველით პატ რაილის

ველით პატ რაილის

მოქმედმა ჩემპიონმა "ლეიკერსმა" ზედიზედ რვა მოგების შემდეგ დენვერში წაიფორხილა
"ბოსტონ სელტიქსმა" სეზონში მეორე მატჩი მოუგო "მაიამი ჰიტს". ამჯერად დოკ რივერსის გუნდმა ფლორიდში მოიპოვა გამარჯვება. ეს თამაში დაახლოებით იმ სცენარით წარიმართა, რომლითაც სეზონის გახსნის მატჩში ბოსტონში. დებიუტში "სელტიქსმა" თავისი საფირმო დაცვით ჩაახშო "ჰიტის" შეტევითი პოტენციალი. რომ არა ედი ჰაუსის სამქულიანები, თამაშის დასრულება პირველ მეოთხედში იქნებოდა შესაძლებელი. "ბოსტონის" ექსმოთამაშე არ ინდობდა ყოფილ თანაგუნდელებს და ახალ პარტნიორებს ასე თუ ისე უტოვებდა ბრძოლის შანსს.

მაგრამ ეს "მაიამის" დროებითი აქტიურობა იყო. "ბოსტონმა" მეტოქის რეზერვისტთა შეტევების მოგერიების შემდეგ "ფანტასტიკური ოთხეულის" (პირსი-გარნეტი-ალენი-რონდო) წყალობით ისევ გაზარდა ანგარიშში სხვაობა. ყველაზე კარგად სროლა რეი ალენს გამოსდიოდა. 35 წლის მცველი ისე ისროდა სამქულიანებს, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში. სულ მან ცხრა შორეული ტყოცნა შეასრულა და აქედან შვიდი ზუსტად. წელს რეი "მაიამის" წინააღმდეგ განსაკუთრებულად მონდომებით თამაშობს - ფლორიდელთა წინააღმდეგ ორ მატჩში მის ანგარიშზე 55 ქულა და 12 სამქულიანია (17 ცდიდან). "ჰიტის" მხრიდან მხოლოდ კრის ბოშის გამოყოფა შეიძლებოდა - მეორე მეოთხედში მან ცხრა ქულა დააგროვა. დუეინ უეიდმა კი დიდ შესვენებამდე მხოლოდ ორი ქულა მიითვალა, თანაც თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდია. მეორე ტაიმის წინ სტუმრებს 15 ქულით ქულით იყვნენ წინ - 61:46.

მესამე მეოთხედში "ბოსტონმა" მოლოდინისამებრ მოუკლო თამაშს და "მაიამის" შანსი მისცა. ლებრონ ჯეიმსისა და უდონის ჰასლემის მონდომებით მასპინძლებმა 10 ქულამდე შეამცირეს სხვაობა. ბოლო მეოთხედში ფორიდელები ზეწოლას აგრძელებდნენ, მაგრამ "სელტიქსმა" საჭირო მომენტში შეძლო კონცენტრირება და არ მისცა მეტოქეს თამაშის გადარჩენის საშუალება. შედეგად, "ჰიტმა" ბოლო ოთხი მატჩში მესამე წააგო. ტელეკამერები ამ საღამოს აქტიურად აფიქსირებდნენ "მაიამის" პრეზიდენტ პატ რაილის, რომელიც რაღაცას აქტიურად წერდა თავის ბლოკნოტში. როგორც ჩანს, სამწვრთნელო სამუშაოზე მისი დაბრუნება დროის საკითხია.

სეზონში პირველი მატჩი წააგო "ლეიკერსმა". ზედიზედ რვა მოგების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა დენვერში წაიფორხილა. ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და დაცვითი თამაში თითქმის დაივიწყა. დიდ შესვენებამდე "დენვერიც" და "ლეიკერსიც" თავიანთ გულშემატკივრებს მაღალი ტემპითა და შედეგიანობით ახარებდნენ. გასაკვირი ის არის, რომ თამაში პირველივე წუთებიდან არ გადაიქცა კობი ბრაიანტისა და კარმელო ენტონის პირად დუელად. ორივენი გუნდზე თამაშს ცდილობდნენ და ზედმეტად არ ერთობოდნენ ინდივიდუალური მოქმედებით. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კალიფორნიელებმა წინ გასვლა შეძლეს - ძირითადად ბრაიანტისა და დერეკ ფიშერის ზუსტი ტყორცნებით.

მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გუნდები გაქცევებით პასუხობდნენ ერმანეთს. როცა "ლეიკერსი" 14 ქულით გავიდა წინ, ბევრს არ სჯეროდა, რომ "დენვერი" სუფთად გამოვიდოდა ამ სიტუაციიდან, მაგრამ ბოლო მეოთხედში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

მასპინძლებმა რითმი დაიჭირეს და ცუდი დღე აყარეს "ლეიკერსის" დაცვას. თანაც ყველა გააკვირვა კალიფორნიელთა დამრიგებელმა ფილ ჯექსონმა, რომელმაც რთულ მომენტებში ტაიმ-აუტი არ აიღო, გარდა ამისა მოედანზე არ შეუშვა ლამარ ოდომი და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე რონ არტესტი დატოვა. ოდომს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ დაცვასა და მოხსნებზე აშკარად დააკლდა "ლეიკერსს". ამან და "დენვერის" ბრწყინვალე თამაშმა მატჩის ბედი მასპინძლების სასარგებლოდ გადაწყვიტა და ახლა რეგულარულ ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი "ნიუ ორლეან ჰორნეტსია".

ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი ბრაიანტი იყო - 41 წუთში 34 ქულა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კობიმ 32 ტყორცნიდან მხოლოდ 11 ჩააგდო (10-დან 3 სამქულიანი) და 13-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა მორიგი სტატისტიკური მიღწევისთვის - მცველმა 26000-ქულიანი ზღვარი გადალახა. კობი ყველა დროის სნაიპერებს შორის მე-12 ადგილს იკავებს და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში მინიმუმ პირველ რვა კალათბურთელს შორის შევა. მერვე პოზიციაზე მყოფ ჰაკიმ ოლაჟუონს 26 946 ქულა აქვს.

დღის მესამე მატჩში "ჩიკაგომ" მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა "გოლდენ სტეიტი". "მეომრები" წელს ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ სტუმრად "ხარებთან" მოგების შანსი პირველ ტაიმში დაკარგეს. ლუოლ დენგმა და დერიკ როუზმა ერთად 39 ქულა დააგროვეს, მათ პარტნიორებიც დაეხმარნენ, რომლებმაც სტუმრებს 24 წუთში 11 შეცდომა დააშვებინეს. პირველ ტაიმში "ჩიკაგოს" უპირატესობა 28 ქულას შეადგენდა - 66:38. "გოლდენ სტეიტის" სამწვრთნელო შტაბმა საღად შეაფასა სიტუაცია და ლიდერებს ძალების ეკონომიის საშუალება მისცა. საბოლოოდ, "ბულზმა" 120:90 მოიგო, როუზმა კი სეზონის მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა და 13 პასი.

ჩიკაგო-გ. სტეიტი 120:90

34:20, 32:18, 28:25, 26:27

ჩ: დენგი (26+11 მოხსნა+6 პასი), როუზი (22+13 პასი), ნოა (17+7 მოხსნა+5 პასი), გიბსონი (14+7 მოხსნა), ბოგანსი (14+6 ჩაჭრა+5 მოხსნა), კორვერი (10).

გ-ს: ელისი (24+5 მოხსნა+5 პასი), კარი (17+6 პასი+5 ჩაჭრა), დ. რაიტი (12+8 მოხსნა).

მაიამი-ბოსტონი 107:112

20:27, 26:34, 32:29, 29:24

მ: ჯეიმსი (35+10 მოხსნა+9 პასი), ჰასლემი (21+10 მოხსნა), ბოში (15+7 მოხსნა), ჰაუსი (13).

ბ: ალენი (35), პირსი (25), გარნეტი (16+13 მოხსნა), რობინსონი (12), რონდო (8+16 პასი).

დენვერი-ლეიკერსი 118:112

24:26, 35:38, 26:29, 33:19

დ: ენტონი (32+13 მოხსნა), ნენე (18+5 მოხსნა), ლოუსონი (17+5 პასი), ბილაპსი (15), სმიტი (13+5 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (34+5 პასი), ბრაუნი (19), არტესტი (18+5 მოხსნა), გასოლი (17+20 მოხსნა), ოდომი (3+12 მოხსნა).

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო

[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა

კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის