სოფიკოს მეორე რაუნდში თვით მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრა ელის

საქართველოს საჭადრაკო ცხოვრებას ვინც თვალყურს ადევნებს, დიდოსტატ სოფიკო ხუხაშვილის წარდგენა არ დასჭირდება, მაგრამ გულშემატკივართა ფართო წრისთვის მაინც აღვნიშნავ, რომ ბრძენთა თამაშის საიდუმლოს იგი 18 წლის წინათ ეზიარა. ამ ხნის განმავლობაში მან მრავალ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 1999-2000 წლებში 16-წლიანთა შორის ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2007 წლის ეროვნული ჩემპიონატზე პირველ-მეორე ადგილები გაიყო და ოქროს მედალი ლელა ჯავახიშვილთან მხოლოდ ტაიბრეიკებში დათმო. შარშან და შარშანწინ ბრინჯაოს დასჯერდა. ყველაზე დიდ წარმატებას 2008 წელს მიაღწია - საქართველოს ნაკრებთან ერთად დრეზდენში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა. წლეულს ხანტი-მანსიისკში კი მსგავს შეჯიბრებაზე მესამე იყო. 2009 წლის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლი ხვდა, საკლუბო ჩემპიონატზე - ბრინჯაო. ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 2 დეკემბრიდან თურქეთი უმასპინძლებს.

- შარშან პეტერბურგის ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით უნგრელმა ჰოანგთან თრანგმა, მგონი, მე-12 სვლაზე ყაიმი შემომთავაზა. დავთანხმდი, რადგან შვიდი ქულა მქონდა და ამ ნახევარი ქულით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ვინაღდებდი. ასეთ დიდ ფორუმზე დებიუტი მექნება. არადა, იგი ორი წლის წინათ უნდა შემდგარიყო, მაგრამ საქართველოზე რუსეთის აგრესიის გამო ქართველმა მოჭადრაკეებმა ნალჩიკში გამგზავრებაზე უარი ვთქვით.

ჩვენი ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ამჟამად დიდოსტატ დავით არუთინიანთან ვვარჯიშობ. იგი ჩემთან ერთად გაემგზავრება თურქეთში და იქაც დამეხმარება. პირველ ტურში საკმაოდ ძლიერი მეტოქე მყავს - რუსი ირინა ტუროვა (2439), დიდოსტატ მაქსიმ ტუროვის მეუღლე. ჭადრაკის საბჭოური სკოლა აქვს გავლილი. უფრო პოზიციური სტილის მოთამაშე ჩანს. გუშინ რუსეთის თასის ფინალში ბაირა კოვანოვას 3:2 სძლია და მთავარი პრიზი მოიპოვა. პირადად არასდროს შევხვედრივარ. მწვრთნელთან ერთად ახლა ვეცნობი მის პარტიებს. გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, პირველი ბარიერი წარმატებით უნდა გადავლახო. მეორე რაუნდში კი თვით მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან (2507) დაპირისპირების ბედნიერება მელის. რუს მოჭადრაკესთან მხოლოდ ბავშვობისას მითამაშია, ისიც - ბლიცებში.

- ხანტი-მანსიისკის საჭადრაკო ოლიმპიადაზე არ გადაჰყრიხარ?

- არა, ოლიმპიადაზე კოსტენიუკი მესამე დაფაზე თამაშობდა და სალომე მელიას დაუზავდა შავებით.

- წლეულს საქართველოს ქალთა ნაკრებმა ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო...

- ამაში უჩვეულო არაფერია. რუსეთის ნაკრები ძალიან ძლიერი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული, შინ თამაშობდა და მათ დასახმარებლად დიდოსტატთა მთელი არმია მუშაობდა. ყოველივეს მიუხედავად, ბრინჯაოს მოპოვება წარმატებად მიმაჩნია, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა ოლიმპიადის მედალოსნები - უკრაინელები და ამერიკელები საერთოდ კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტური მიზეზებით ჩვენს გუნდში ორმა უძლიერესმა დიდოსტატმა ვერ იასპარეზა. მართალია, ჭადრაკის ფედერაციის მიერ ბაზალეთზე მოწყობილ საწვრთნელ შეკრებაში მეც ვმონაწილეობდი, მაგრამ ხანტი-მანსიისკში ჩემი გამგზავრება შეჯიბრებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა, ნინო ხურციძის უარის შემდეგ. მართალია, სრულყოფილი მომზადება მაკლდა, მაგრამ ოლიმპიადაზე ურიგოდ არ მიასპარეზია - 7 შესაძლებლიდან 5 ქულა მოვაგროვე და მეოთხე დაფაზე მედლისთვის ერთი თამაში დამაკლდა, ისევე, როგორც დრეზდენში: მაშინ 7-დან 6 ქულას მოვუყარე თავი. ყოველივეს მიუხედავად, ორივე ოლიმპიადაზე და შარშანდელ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც მეორე ადგილი დავიკავეთ, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ახლა მთავარია, სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზეც გავახარო ქომაგები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის