დანიელი ვარსკვლავი "არსენალის" დატოვებით იმუქრება, თუ სასტარტოში თამაშის მეტი შანსი არ მიეცემა
ბენდტნერი წინა სეზონში ტრავმებმა დატანჯა. თუმცა, ამჟამად მწყობრშია და მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის არცერთი მატჩი ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია. 22 წლის ფორვარდი თვლის, რომ ახლა კარიერის გადამწყვეტი დრო უდგას და თამაში აუცილებლად სჭირდება.

"ვგრძნობ, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა ბოლომდე მწყობრში ჩავმდგარიყავი. ახლა საუკეთესო ფორმაში ვარ, იმაზე უკეთესშიც კი, ვიდრე ტრავმის მიღებამდე ვიყავი, როცა სასტარტო შემადგენლობაში ვთამაშობდი. სულ ცოტა მაკლია, რომ მოედანზე კვლავ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო, მაგრამ ამისათვის სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. როდესაც 100%-ით მზად ვარ, არ შემიძლია სათადარიგოთა სკამზე ჯდომას შევეგუო. მალე 23 წლის გავხდები და ჩემი კარიერის ამ ეტაპზე, განვითარებისთვის აუცილებელია მატჩებში რეგულარულად, მიყოლებეთ ვითამაშო. თუ სიტუაცია არ შეიცვალა და კვლავ სათადარიგოთა სკამზე დავრჩი, სხვა კლუბის ძებნას დავიწყებ", - აცხადებს ბენდტნერი.

"მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი ამბობს, რომ ბენდტნერის თავდაჯერებული კომენტარები მის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

"ფეხბურთელის დარწმუნების მცდელობა, რომ ის მომთმენი უნდა იყოს, დროის უაზრო ფლანგვაა. ბენდტნერს თავდაჯერებულობა დიდი დოზით გააჩნია, რაც ცუდი სულაც არაა, მაგრამ მან ეს ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცოს", - აღნიშნა ვენგერმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა