მძლეოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი
მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ დღეს მთავარი ყურადღება ქალებს შორის ჭოკით ხტომისკენ იყო მიპყრობილი. ამ სახეობის ლეგენდამ, რუსმა ელენა ისინბაევამ პლანეტის პირველობამდე დიდი ხნით ადრე განაცხადა, რომ ეს შეიძლება ბოლო სტარტი ყოფილიყო მის კარიერაში. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით იყო ცნობილი, რომ ისინბაევა მოსკოვის სტარტის შემდეგ ერთწლიან პაუზას აიღებდა.

ისინბაევა ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა ამ ტურნირზე 2007 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოპოვებული გამარჯვება. მან ჩააგდო ბოლო სამი დიდი სტარტი - პლანეტის ორი პირველობა და ლონდონის თამაშები. ამიტომაც 13 აგვისტოს ელენა არ მიიჩნეოდა აბსოლუტურ ფავორიტად. სეზონის საუკეთესო შედეგი კუბელ იარისლეი სილვას ჰქონდა, ამერიკელი ჯენიფერ სური კი ლონდონის ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონია, თან ზამთარში ისინბაევას დარბაზებისთვის მსოფლიოს რეკორდი წაართვა.

ისინბაევამ პირველი ნახტომის შემდეგ გაირთულა საქმე, რადგან პირველ ცდაზე ვერ აიღო 4.65 მეტრი, მისმა კონკურენტებმა კი ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთეს. შემდეგი სიმაღლე იყო 4,75 მეტრი. ნამდვილი ბრძოლა სწორედ აქედან დაიწყო. ისინბაევას, სურსა და გერმანელ შპიგელბურგს პირველივე ცდა წარმატებული გამოუვიდათ. რუსი მესამეზე იყო, რადგან ერთი ზედმეტი ცდა ჰქონდა გამოყენებული.

4,82 მეტრზე ისინბაევამ პირველი ცდა გააფუჭა, მაგრამ მეორე ნახტომი გამოუვიდა. თუმცა ეს კვლავ არ იყო საკმარისი გამარჯვებისთვის, რადგან სურმაც დაიპყრო ეს სიმაღლე და ლიდერობა შეინარჩუნა.

კულმინაცია შემდეგ სიმაღლეზე - 4.89 მეტრზე მოხდა. რუსი პირველი გავიდა სექტორში და მაშინვე ბრწყინვალე ნახტომი შეასრულა, მაგრამ ეს ჯერ არ იყო ჩემპიონობა, რადგან სამ-სამი ცდა უნდა შეესრულებინათ სურსა და სილვას. ვერც ერთმა ამ სიმაღლის აღება ვერ მოახერხა და ელენა ისინბაევა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა.

ამის შემდეგ მან 5,07 მეტრი შეუკვეთა და თავისივე მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება სცადა, მაგრამ სამივე ცდა წარუმატებელი გამოუვიდა, მაგრამ მაინც, იმ საღამოს გმირი სწორედ ეს ბრწყინვალე სპორტსმენი იყო.

ჭოკით ხტომა

1. ელენა ისინბაევა (რუს) 4,89

2. ჯენიფერ სური (აშშ) 4,82

3. იარისლეი სილვა (კუბ) 4,82

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ელენა ისინბაევამ კარიერის დასრულება გამოაცხადა

sano
არსად არ წასულა,ის დეკრეტულ სჰვებულებაში გავიდა ორი წლით,ასე გამოაცხადა ევრო სპორტმა დღეს რუსულ ენაზე
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა