საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები უცხოეთში დასაქმდნენ
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელები უცხოეთში დასაქმდნენ. ავთანდილ ასათიანი მალტის ჩემპიონმა "ჰიბერნიანსმა" მიიწვია, მისი ასისტენტი ბესიკ არველაძე კი - აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, ბაქოს "ნეფთჩიმ".

ასათიანი საქართველოს ნაკრების გუნდისა და ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე "თელასის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, არველაძე კი - მისი თანაშემწე და თბილისის თსუ-ს თავკაცი.

"საინტერესო წინადადება იყო და დავთანხმდი, - ამბობს ასათიანი, - ჩემი ახალი გუნდი მალტის ჩემპიონია და ფუტსალში უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში ფინეთის, გერმანიისა და დანიის ჩემპიონები შეგვხვდნენ. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის.

"ჰიბერნიანსში" ჩვენი ნაკრების ორი მოთამაშე - ბობოხიძე, კობაიძე, ასევე, ბულგარეთის ნაკრების ორი მოთამაშე ჩამოვიყვანე. პირობებიც საკმაოდ ნორმალურია, ხელშეწყობას ვგრძნობთ და ვნახოთ... იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი მეტოქეების ქვეყნებში ფუტსალი კარგად განვითარებული არ არის და ძლიერი გუნდები არ ჰყავთ".

ქართული ფუტსალის ისტორიაში ასათიანი პირველი სპეციალისტია, ვინც უეფას თასზე უცხოურ გუნდს გაიყვანს. ახალგაზრდა მწვრთნელმა უარყო ხმები ნაკრებიდან მისი წასვლის შესახებ:

"მალტურ კლუბში მხოლოდ უეფას ტურნირის დასრულებამდე ვიმუშავებ და "თელასში" დავბრუნდები. მიხარია, რომ ჩვენი შრომა უცხოეთში მაინც დაინახეს და დააფასეს.

აზერბაიჯანში, სადაც ფუტსალი ძალიან განვითარებულია, პოპულარული კლუბი ბაქოს "ნეფთჩი" ნაკრებში ჩემს ასისტენტ ბესო არველაძეს ჩააბარეს".

"ლელო" არველაძესაც დაუკავშირდა:

"ბაქოელებს თბილისში ამხანაგურ მატჩში შევხვდით და კლუბის ხელმძღვანელობა მაშინ გავიცანი. მერე დავილაპარაკეთ, რეკომენდაციაც გამიწიეს, ნაკრებში ჩემმა მუშაობამაც დიდი როლი ითამაშა და მიმიწვიეს.

გუნდში მისვლისთანავე რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდით - დავიმატეთ ორი ბრაზილიელი, "იბერიაში" ნათამაშები სისინიო და სიჯი.

მათ გარდა, ჩემთან საქართველოს ნაკრების სამი წევრიც ითამაშებს - გუნდში დამხვდა მეკარე ჯაბა ჯამბურია, ჩემი ინიციატივით საქართველოს ნაკრების ორი წევრი წავიყვანე - არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუკვაძე. გამორიცხული არ არის, სხვა ქართველიც დავიმატოთ".

როგორც არველაძე ამბობს, მისი ყოფილი კლუბის, თბილისის თსუ-ს ძველი ბირთვი დაიშალა:

"5 ფეხბურთელი "იბერიაში" წავიდა, ნაკრების ორი მოთამაშე, ბობოხიძე და კობაიძე, კარიერას მალტურ "ჰიბერნიანსში" ასათიანის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ, ერთიც "თელასში" გადავიდა. საწყენია, გუნდი რომ დაიშალა - ჩვენგან ხომ ნაკრებში 7 ფეხბურთელი თამაშობდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
იტალია 3:2 საქართველო
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ყველა სასურველი ლეგიონერით...
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული თსუ უეფას თასისთვის ემზადება
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია