ბესიკ არველაძის გუნდი ტურნირისთვის ხორვატიაში ემზადება და იქვე, ევროუნივერსიადაში მონაწილეობს
ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის (თსუ) გამარჯვებით დასრულდა. 16-21 აგვისტოს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფა ფუტსალის თასის გათამაშებაში წინასწარი რაუნდიდან ჩაერთვება.

ქართველები ფინეთის ქალაქ ილივიესკაში, სასტუმრო "კაენპესაში" დაბინავდებიან. F ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან ფინეთის "სიევი", მალტის "ვალეტა" და შოტლანდიური "უოტსელი".

სხვათა შორის, წლეულს უეფამ მონაწილე გუნდების რიცხვი 52-მდე გაზარდა. მიმდინარე გათამაშებაში სან-მარინოსა და კოსოვოს გუნდები პირველად ითამაშებენ.

წინასწარი რაუნდიდან შემდგომ ეტაპზე მხოლოდ 8 გამარჯვებული ითამაშებს. წარმატების შემთხვევაში, თსუ-ს მეტოქეები ძირითადი რაუნდის მე-2 ჯგუფში აზერბაიჯანული "არაზი", მაკედონიური "ჟელეზარეცი" და H ჯგუფის გამარჯვებული იქნება.

ამ ჯგუფში წილისყრამ მოახვედრა ინგლისური "ოქსფორდ ლაიონსი", ანდორის "ენკამპი", ისრაელის აკა და კოსოვოს "ფენიქსი". ანუ თეორიულად შესაძლებელია, რომ ქართულ გუნდს კოსოვოს წარმომადგენელი წელსვე შეხვდეს, რაც არც ისე სასიამოვნო ამბავია.

თსუ ტურნირისთვის ხორვატიაში ემზადება და იქვე, ევროუნივერსიადაში მონაწილეობს. ბესიკ არველაძის შეგირდებმა ზაგრებში, სტუდენტურ თამაშებზე გამოსვლა წარმატებით დაიწყეს და ჩეხებს, ოსტრავის უნივერსიტეტის სტუდენტებს 6:1 სძლიეს, მეორე ტურში კი პორტუგალიის მინოს უნივერსიტეტთან დაძაბული ბრძოლა 2:3 დათმეს, ხოლო გუშინ ხორვატიის ჩრდილოუნივერსიტეტის გუნდი 15:3 გაანადგურეს.

თსუ-მ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ზეგ მერვედფინალში იასპარეზებს. მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zzz-s
იბერია აღარ უნდოდა დაფინანსება საკუთარი თავის
zzz-s
ის იბერია იმ ოთხთა ფინალზე თითქმის უკვე დაშლილი იყო. ძალიან კაი გუნდი იყო მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა თავისი ქნა და ფეხბურთელები წავიდნენ.
zzz
რა მაინტერესებს იცით/ადრე რო გუნდი გვყავდა ბარსა დინამ კიევი... რო იკვნენ ჩამოსულები გახსოვთ?იბერია სტარზე ვამბობ.მახსოვს რომ მოწინავე ადგილსაც იკავებდა მსოფლიო რეიტინგში
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
იტალია 3:2 საქართველო
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
ავთანდილ ასათიანი "ჰიბერნიანსში" მიიწვიეს, ბესიკ არველაძე - "ნეფთჩიში"
საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ყველა სასურველი ლეგიონერით...
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია