1933 წელს აშენებული ხაშურის არენის რეაბილიტაციისთვის სახსრებს მომავალი წლისთვის ელოდებიან
ჩვენი ქვეყნის იმ ქალაქებს შორის, სადაც სტადიონი მეტად სავალალო მდგომარეობაშია, ხაშურიცაა. "ივერიის" სტადიონი რამდენიმე წელია, შველას ითხოვს და ჯერჯერობით მის რეაბილიტაციას ვერაფრით დაადგა საშველი.

1933 წელს აშენებული არენა დიდი ხნის განმავლობაში მასპინძლობდა სპორტულ შეჯიბრებებს. პირველ ყოვლისა კი, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ივერიას" საშინაო მატჩებისას იტვირთებოდა...

სტადიონს რეკონსტრუქცია ბოლოს 1990 წელს ჩაუტარდა (8 ათას მაყურებელს იტევდა) და იმავე წლიდან, ანუ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის დაარსებიდან მოყოლებული, ქვეყნის პირველობის კალენდარული მატჩები იმართებოდა.

ხაშურელებმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 7 სეზონი გაატარეს, თუმცა შემდეგ დაქვეითდნენ და ძირითადად, ქვედა ლიგებში უწევდათ ასპარეზობა.

კლუბის ღირსებას ქართულ ფეხბურთში ცნობილი არაერთი მოთამაშე იცავდა - ნიკა ტოგონიძე, მალხაზ ლაცაბიძე, გივი ქობელაშვილი, ლიტველი გოლკიპერი ალგიმანტას ბრიაუნისი...

38 წლის მცველი ზაზა ლაცაბიძე, რომელმაც პირველად 1992-93 წლების სეზონში "ივერიას" მაისურით იასპარეზა უმაღლეს ლიგაში, ისევ ხაშურშია და მშობლიური კლუბის ღირსებას იცავს, უკვე როგორც მოთამაშე-მწვრთნელი.

2005-09 წლებში, ფინანსური სიდუხჭირის გამო, კლუბმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა ფეხბურთზე შეყვარებული ახალგაზრდების ინიციატივით, მისი აღდგენა შესაძლებელი გახდა.

2011 წლამდე, სტადიონის არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, "ივერია" მაინც ახერხებდა საშინაო მატჩების ამ არენაზე გამართვას, მაგრამ 2009 წელს ადიდებულმა მდინარე სურამულამ, ხაშურის დიდ ნაწილთან ერთად, სტადიონიც დატბორა და მინდვრის საფარი მთლად უვარგისი გახადა.

მოედნის გარდა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა - გასახდელები, ადმინისტრაციის ოთახები... ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილები საერთოდ აღარაა, ზედმეტია ლაპარაკი სტუმართა ლოჟაზე, ტაბლოსა და სხვა აუცილებელ ატრიბუტებზე, რაც წყალდიდობამდე კარგა ხნით ადრეც აღარ მოქმედებდა.

ამის გამო "ივერიამ" ერთი სეზონი აგარაში, ხოლო ორიც ბორჯომში ჩაატარა. ახლახან დასრულებულ სეზონში ხაშურელებმა II ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ვინაიდან პირველ ადგილზე გასული "ქართლი 2011" ცოტა ხნის წინათ დაიშალა, "ივერიას" პირველ ლიგაში თამაშის შანსი მიეცა, მაგრამ ახალ პირველობას მაინც მეორე ლიგაში იწყებს.

"ივერიას" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მთავარმა მწვრთნელმა, ახალგაზრდა სპეციალისტმა ვასილ კობერიძემ ზედა ლიგაში თამაშზე უარის თქმის მიზეზად საშინაო არენის არქონა დაასახელა.

"გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ პირველ ლიგაშიც ღირსეულად იასპარეზოს, თუმცა ამას გაზრდილი ხარჯებიც ესაჭიროება.

მუნიციპალიტეტში ამ დღეებშიც იყო შეხვედრა ამ საკითხზე. ხაშურის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება არ იქნება, თუ გუნდი საშინაო შეხვედრებს შინაურ არენაზე არ გამართავს. ამიტომ წლეულს ისევ მეორე ლიგაში ვითამაშებთ, ხოლო საგაისოდ, თუ ამ სეზონში წარმატებას მივაღწევთ, ანალოგიურ ვითარებაში რომ არ აღმოვჩნდეთ, არენის პრობლემის მოგვარებაა აუცილებელი.

სტადიონს დაგროვილი აქვს ძველი დავალიანება, 80 ათას ლარამდე, ადევს ყადაღა... უნდა მოხდეს ამ თანხის ჩამოწერა ეკონომიკის სამინისტროს მიერ. მერე კი რაიონის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ სტადიონის მოწესრიგება დაიწყება.

საუბარია ალტერნატიულ ვარიანტებზეც, რომლის მიხედვითაც, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხაშურშივე მდებარე მეორე, მარტივი ტიპის მოედანს ან სურამის სტადიონს გააკეთებს.

მაგრამ საყოველთაო მოსაზრებით, უმჯობესია, თუ ისევ "ივერიის" სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება, რადგან მისი კეთილმოწყობა სამომავლოდ მაინც აუცილებელი გახდება", - გვითხრა კობერიძემ.

"ივერიისთვის" საშინაო არენის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესი სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ კვინიკაძემაც დაგვიდასტურა. მისი განმარტებით, რაიონის მომავალი წლის ბიუჯეტში, დიდი ალბათობით, აუცილებლად იქნება ასახული სტადიონის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხაც.

ჯერჯერობით კი "ივერია" მატჩებს ისევ ბორჯომის სტადიონზე ჩაატარებს. არადა, წლეულს ბორჯომსაც გაჰყავს გუნდი მეორე ლიგაში. ამიტომ იქაური არენა საზიარო იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იუკა
მარტო სტადიონი? სპორტული კომპლექსი რომ არ გვაქვს მასზე რატო არ წერენ? კალათბურთელები რომ გაყინულ და გაყიდულ კსკ–ში ვარჯიშობენ? როგორც გარეთ წვიმს ისე შიგნით, ძალიან მინდა რომ ჩემი შვილები დაეუფლონ ამ ლამაზ სპორტს მაგრამ ცუდი პირობების გამო იძულებული ვარ ვერ ვატარო. ამას წინათ ხარაგაულში ვიყავი ნათესავებში და გაგიჟებული ჩამოვედი ნუთუ ამ პატარა მიკარგულ რაიონულ ცენტრს ჰყავს პატრონი და საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალურ ქალაქს არა?
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
ქალთა ლიგის მე-4 ტური - პოკერი და დაძაბული ბრძოლა ჩემპიონატის სტარტზე
მაკარიძეობა საქართველოში - ნიკა ტოგონიძისა და მინდია ბობღიაშვილის ისტორიები
ხელჩართული ჩხუბისათვის "ივერიასა" და "გლდანს" წაგება ჩაეთვალათ [VIDEO]
პრობლემებში ჩაძირული "ივერია" - ხაშურელი ქომაგი ყურადღებას ითხოვს
ნიკა ტოგონიძე: მინდოდა, ფეხბურთის სიღრმეებში ჩამეხედა
"კულტურალ ლეონესადან" "სლავიაში" - იაკობ აფხაზავა ბელარუსის ოთხეულს უმიზნებს
ეროვნული ლიგა 2: ვიდრე სტადიონიდან გამოაძევებდნენ...
კურიოზია - რუსთავში არის სახელმწიფო საფეხბურთო სკოლა, რომელსაც სტადიონი არ აქვს!
ნიკა ტოგონიძე: ქართულ ფეხბურთს რომ მომავალი აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ
სერგო ჭურაძე: ფეხბურთით არ ვცხოვრობდი!
ხაშურის "ივერიის" სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
"შენი დედას შე**ი" - ხელჩართული ჩხუბი და მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი... - "ივერიასა" და "გლდანის" მატჩი დაპირისპირებით დასრულდა [VIDEO]