არ დავმალავთ: ძალიან მომაბეზრებელიც გახდა საქართველოს ნაკრების პერმანენტული წარუმატებლობების "გამართლება"!
...ვარდნა გრძელდება! სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. სამაგიეროდ, ჩვენს მეტოქეს უნდა მივულოცოთ: ყაზახეთის ნაკრებმა წლეულს პირველი შეხვედრა მოიგო!

საერთოდაც, ყაზახები ნამდვილად არ ანებივრებენ თავიანთ გულშემატკივრებს ხშირ-ხშირი წარმატებებით: შარშანაც ერთადერთი მატჩი მოიგეს (ყირგიზეთთან), შარშანწინაც (აზერბაიჯანთან) და იმისწინაც (ომანთან). ანუ წლევანდელი "გეგმა" უკვე შესრულებულია და ჩეხი სპეციალისტის, მიროსლავ ბერანეკის გუნდმაც ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის 100-წლიანი იუბილე საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებით აღნიშნა.

თანაც, ჩვენს მეტოქეს ათმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ ნავსი ვისთან უნდა გაეტეხა, თუ არა - საქართველოს ნაკრებთან?

ეგ კი არა, ძალიან დიდი შანსი იყო, სულაც გამანადგურებელი ანგარიშით წაგვეგო: მეორე ტაიმში, როცა ტერიტორიულ უპირატესობას მთლიანად ჩვენი ნაკრები ფლობდა, მასპინძლებმა, სულ მცირე, ოთხი რეალურზე რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ სამჯერ ნუკრი რევიშვილმა გადაგვარჩინა, ერთხელ კი - დავით კვირკველიამ!

და, ჩვენ? სამწუხაროდ, ყაზახების ორივე მეკარე (ანდრეი სიდელნიკოვი და ალეკსანდრ მოკინი), ფაქტობრივად, არც შეგვიწუხებია და, რასაც ნაღდი მომენტი ჰქვია, 90 წუთის განმავლობაში არც შეგვიქმნია!

არ დავმალავთ: ძალიან მომაბეზრებელიც გახდა საქართველოს ნაკრების პერმანენტული წარუმატებლობების "გამართლება"!

ჰო, იქნებ ვინმემ ისიც თქვას, 14 აგვისტოს გამართული შეხვედრის ბელორუს არბიტრს აშკარაზე მეტი სიმპათია რომ ჰქონდა მასპინძლების მიმართ, ამ ყველაფერმა მატჩის საბოლოო შედეგზეც გავლენა იქონიაო? კი ბატონო - მეორე ტაიმში რამდენიმე ისეთი ეპიზოდი იყო, მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს ყაზახი ფეხბურთელები წესებს აშკარად რომ არღვევდნენ, მაგრამ მსაჯს განსხვავებული აზრი ჰქონდა;

იყო ერთი-ორი ეპიზოდიც, როცა საკამათო "თამაშგარე მდგომარეობა" დაფიქსირდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებთ: უბრალოდ, არასერიოზული იქნება ჩვენი ნაკრების ზედიზედ მეოთხე მარცხის არბიტრებზე გადაბრალება...

...როცა ირლანდიის, დანიისა და განსაკუთრებით, საფრანგეთის ნაკრებებთან ვაგებდით, მეტოქის კარგად ორგანიზებულ თამაშსა თუ ცალკეული ინდივიდუალისტების გაბრწყინებასაც აღვნიშნავდით ხოლმე; სამწუხაროდ, ყაზახებზე აღმატებულ ხარისხში როგორ უნდა ვილაპარაკოთ: ისინი ძალიან მარტივად თამაშობდნენ, უბრალოდ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, მოედნის ცენტრი სწრაფად გადაელახათ და ერთი-ორი პასით ამას ახერხებდნენ კიდეც!

სხვათა შორის, ყაზახები ზედმეტს არაფერს აკეთებდნენ (ჩვენებისგან განსხვავებით) და როგორც კი იმათი ფეხბურთელი ბურთს მიიღებდა, მაშინათვე პარტნიორისკენ პასი კეთდებოდა;

აი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობას კი, ტრადიციულად, ბურთთან "განშორებაც" უჭირდა და რაიმე გააზრებულ კომბინაციაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

...პირველი ტაიმი მოსაწყენი კი არა, საერთოდაც, დამთრგუნველი აღმოჩნდა: ჯანო ანანიძის სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო და დავით თარგამაძის დარტყმა, - აი, სულ ეს შეიძლება ჩვენს ნაკრებს აქტივში რომ ჩავუთვალოთ. დანარჩენი დროის განმავლობაში, თუ ჩვენები მოედნის ცენტრს გადასცდებოდნენ, მაშინათვე აქცენტი კეთდებოდა მეტოქის საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებებზე - ალბათ, იმის იმედად, რომ ტანმაღალ ირაკლი სირბილაძეს საჰაერო "დუელი" მოეგო და ბურთიც ან კარში გადაეგზავნა, ან კიდევ - პარტნიორებისათვის დაეგდო.

იხილეთ ვიდეო

სამწუხაროდ, ამ გათვლამ არ გაამართლა. არადა, ერთი შეხედვით, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ისეთი სამივე შემტევია (დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი), პლუს "საყრდენად" გამწესებული სანდრო კობახიძე, რომ ხანდახან უცნაურადაც გვეჩვენება ის ფაქტი, თუ როგორ ვერ ხერხდება ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება...

...ყაზახებმა გოლამდეც ერთი-ორჯერ სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ მართლაც ჩინებულ ფორმაში მყოფი ნუკრი რევიშვილი უშეცდომოდ თამაშობდა; ჩვენს მეკარეს გაშვებულ გოლში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ: პოზიციური შეცდომა ჩვენებმა ჯერ მარცხენა ფლანგზე დაუშვეს, მერე დაცვის ცენტრში და სერგეი ხიჟნიჩენკომაც ბურთი ჯერ დაიმორჩილა, მერე შემოტრიალდა და ზუსტადაც დაარტყა!

იხილეთ ფოტოგალერეა

...შესვენების შემდეგ თემურ ქეცბაიამ მოედანზე სამი ახალი ფეხბურთელი შემოიყვანა, თუმცა ჩვენი ნაკრების განლაგება (4-2-3-1) არ შეცვლილა და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ პოლონეთის ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის პლე ოფში გასული ვარშავის "ლეგიას" ცენტრფორვარდი ლადო დვალიშვილი აშკარად არაკომფორტულად გრძნობდა თავს... მარცხენა გარემარბის პოზიციაზე.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მეორე ტაიმმა, ფაქტობრივად, მთლიანად ჩვენების ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა, ბურთიც მუდამ მეტოქის ნახევარზე იყო, მაგრამ სახიფათო მომენტებს... მასპინძლები ქმნიდნენ! თანაც, ისეთ(ებ)ს, უეჭველ საგოლეს რომ ეძახიან ხოლმე და რომ არა ჩვენი მეკარის, ნუკრი რევიშვილის უშეცდომო თამაში, ალბათ, უფრო დიდ სირცხვილსაც ვნახავდით.

თუმცა, ასეთი უშინაარსო და რაღაცნაირად "უგულო" თამაშის შემხედვარე, ალბათ, იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ერთბურთიანი სხვაობით წავაგებდით თუ - უფრო მეტით.

მატჩის ბოლო ათ წუთში კი ჩვენი ნაკრების თავკაცი ვა-ბანკზეც წავიდა: მარჯვენა მცველი გურამ კაშია "მოხსნა" და ჩვენი გუნდი 3-4-3 ტაქტიკაზე გადაეწყო, თუმცა სწორედ ამ პერიოდში იყო, მასპინძლებმა ორი უმწვავესი კონტრშეტევა რომ განახორციელეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ორივეჯერ ჩვენმა მეკარემ იყოჩაღა...

...წაგებას წაგება მოსდევს, ქართულ მედიასა თუ გულშემატკივრებში დაგროვილი უამრავი კითხვა კი, ტრადიციულად, ალბათ, კვლავაც პასუხგაუცემელი დარჩება; ოღონდ, ერთადერთი ისღაა საინტერესო, ასეთი უიმედო სიტუაცია როდემდე უნდა გაგრძელდეს?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ასეთ კარგ თამაშში წაგება საწყენი არაა

სანდრო კობახიძე: შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა

murtalo
...ის მაინც მოვახერხოთ, რომ სტადიონზე გულშემატკივრებიდან არავინ შევიდეს...თუნდაც სტადიონის გარეთ დავდგეთ, მაგრამ ბილეთი არავინ იყიდოს... იქნებ ამით მაინც ვიქონიოთ გავლენა ფედერაციაზე...რაც არ უნდა იყოს საფრანგეთთან თამაშში შემოსავალს ელიან...რაღაც გზა ხომ უნდა არსებობდეს ქეცბაიას მოშორების...
andro
ამათი შემხედვარე რამისაა ხოკეიზე დავიწყო საბალეშიკოდ სიარული კიდევ კარგი საქართველოში არაა, დაივიცყეთ წარსულის დიდება და წინ იყურეთ რა! ამოვიდნენ ყელში შეგვაზიზღეს ფეხბურთი!!!
Toma
ბურთი მართლა პირველად ვაკონტროლეთ. ''ეტა რაზ''....შენიშვნები ფეხბურთელები ესენი გვყავს უკეთესები უნდა გამოჩნდნენ(როდის....)როცა ჩემპიონატში ერთი დერბი მაინც გვექნება ნაღდი სავსე სტადიონით,ფანების სიმრავლით, ჩხუბით,პიარით,ემოციით,ქვეყანაში ნომერ პირველი ამბავი უნდა იყოს .აქტუალური აზრი ილურიძე,ყენია,ბოლქვაძე,19 წლამდელები,21წლამდელები,რომ დაგვეყენებინა არაფერს უშველის მაგენიც თარგამაძე-სირბილაძე როჟები გამოდგებიან.''გეუბნები რაა''
ჯონდო-ბონდო-ბელმონდო
თემურ შენ რომ დაინიშნე ნაკრების მწვრთნელად ყველასთან ერთად მეც გამიხარდა ისე მიყვარდი როგორც ფეხბურთელი და იმედი მქონდა როგორც მწვრთნელიც მაგარი იქნებოდი.ნაკრების მწვრთნელად შენ პირველ თამაშზე რომ მოვდიოდი ვამბობდი თემურის გულისთვის მივდივარ-თქო (კარგა ხანს არ მივლია სტადიონზე...). ახლა ისევ ვამბობ თემურის გულისთვის არ მივდივარ-თქო. წადი თემურ, იქონიე კაცობა , ვაჟკაცობა და ნამუსი,.. თორემ ჩვენ მოთმინებასაც აქვს საზღვარი!
murtalo
...ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ასეთი შედეგების შემდეგ არცერთ ჟურნალისტს არ დაუსვავს საკითხი მწვრთნელის გადადგომის შესახებ!...ეს კაცი თვითონ წამსვლელი არაა...ნამუსი არა აქვს და ფულის გამო ყველაფერს გაყიდის...გავუშვათ კვიპროსის აკადემია აქვს მისახედი, რა უნდა უვიცს ნააკრებში...ნუთუ არავითარი გზა არ არსებობს მისი მოშორების...კიბო ხარ თუ სარკომა, თემურ?...სპიდი ნაღდად არა ხარ, შენ მიერ შექმნილი პროცესი სასიამოვნო ნაღდად არაა.
tato erti
საზიზღრობა.....უვიცობა.....ხამობა....ესენი ცარიელი ტრიბუნების ღირსები არიან,შემოგვიერთდით.ა რ ა ვ ი ნ ს ტ ა დ ი ო ნ ზ ე.უჯიგროებს,უ*ვეროებს,შტერებს არ უნდა უგულშემატკივროთ.... ქეცბა მოგზავნილი ხარ? გვაბოლებ?
gocha
cavageto mara ar unda gvecxinoso brzana kecbaiam,cagebit chven kiara espanetmac italiamac da bevrma cnobilma gundebmac sheizleba caagon mara ertxel ar sheizleba rom cudad vitamashot da movigot? amdeni xania batono temur mcvrtneli brzandebit chveni nakrebis da me ver davinaxe rame progresi, ra uazrobasac tamashobda nakrebi imas tamashoben dgesac, saertod unda akrzalo fexburti sakartveloshi, esaa dacinva chveni xalxis, isedac gagijebulia xalxi kofiti problemebit da am uazrobis ckera znelia
svani
ბატონო თემურ კარგი ფეხბურთელი იყავი და კარგი მწვრთნელიც სანამ ნაკრებს ჩაუდგებოდი სათავეში. დატოვე შენი თანამდებობა და ეხლა სხვას ვაცადოთ წაგებაზე უარეს სხვაც ვერ გააკეთებს. იქნება იმან მაინც გვიშველოს. ჩვენი დევიზია ხან წავაგებთ ხან წავაგებთ :D მეცინება უკვე ჩვენ ნაკრებზე ამაზე კიდე გული მტკივა სასაცილოდ რო გამოიყურებიან
tyutyutyut
იცით რა! დავიღალე ამდენი წაგებებით! თითქმის ყველა კლუბებში არც თუ ისე ცუდად თამაშობს მაგრამ ნაკრებში რა ემართებათ ვერ გავიგე. თითქოს ფეხებს უბორკავს ვინმე! მაგრამ ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება სწორი არ არის. მწვრთნელი არ გეტყვის არ შეუტიო და გოლი არ გაიტანოო.
sano
ქეცბა გეყო კაცურად!!!
ვაიი
სამარცხვინოა და ამაზრზენი რაც გუშინ ვიხილეეთ.. თემურ ქეცბაიას ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავათ.. მთავარიი შემოქმედიი იიმ საზიზღრობის რაც გუშინ იხილა ქართველმა გულშემატკივარმა, მხოლოდ თქვენ ხართ ბატონო თემურ...დაა მგონი დროაა დასტოვოოვოტ ნაკრებით მთავარი მწვეთნელისს ტანამდებობა.. თორემ მოგიცევთ თამაშზე მხოლოდ თქვენ და მსაჯებს.. ყოფნა... ან სულაც შეიძლება ამოუვიდეს ქართველ გულშემატკივარს ეგ საზიზგრობა და მოედანზე ჩაგქოლონ.......
რეალისტი
ამოვიდა რა მომაბეზრებელია! აკრძალეთ ამ ქვეყანაში კანონმდებლობით ფეხბურთის თამაში!
მიშა
კმარა ........... მადლობა ქეცბაიას ყველაფრისათვის. განსაკუთრებით, დიდი მადლობა ფეხბურთელობისას გამოჩენილი თავდადებისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს კომედია უნდა დასრულდეს.
დავთი
ხიზანა დაბერდა...
joni
ქეცბაია თუ არ წავა სულ ასე გაგრძელდება !!!
joni
სანამ ეს უსინდისო ქეცბაია არ წავა იქამდე !!!
realisti
ubralod unda sheveguot rom dabali donis gundi gvyavs da mama gmerti ver gvishvelis qecbaia ki ara,mara es de deda aciokebuli,xo sheidzleba rame kombinacia mainc gaatamashon
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან