ქართველი მენეჯერი: "ჩემი პარტნიორები სტარტზე არიან და თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, სამ წელიწადში გუნდი ევროპალიგის ზონაში მოხვდება"
ფოთის "კოლხეთის" გაჭირვების ამბავი არახალია. წინა სეზონში კლუბის ბიუჯეტი 300 ათასი ლარი იყო და შედეგიც ლოგიკური აღმოჩნდა - 100 წლის იუბილე კლუბმა პირველ ლიგაში გავარდნით "აღნიშნა"...

მიუხედავად ამისა, "კოლხეთით" დაინტერესდნენ უცხოური ბიზნესჯგუფები, რომელთაც უკრაინაში მომუშავე ქართველი მენეჯერი სერგო ქუთათელაძე წარმოადგენს.

მისი მონაწილეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა - თავის დროზე პრაღის "სპარტადან" არნემის "ვიტესში" ვილფრედ ბონი (ახლა "სუონსიში" რომ გადავიდა) გადაიყვანა, "გალათასარაიში" - ტომაშ უიფალუში, ლვოვის "კარპატიში" - ბულგარელი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი, ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელი სემირ შტილიჩი, საქართველოს ნაკრების წევრები - ბუბა დაუშვილი და ლევან ყენია, უჟგოროდის "ჰოვერლაში" - ლაშა ჯაკობია, აკაკი ხუბუტია კი - თურქულ "სამსუნსფორში" და ა.შ.

ქუთათელაძე ამბობს, რომ მიუხედავად ფოთის "კოლხეთის" ჩავარდნისა, მაინც პერსპექტიულ გუნდად მიაჩნია და მისი აღორძინება სურს.

"წლეულს "კოლხეთი" 100 წლის გახდა და ნაცვლად იმისა, რომ გამორჩეული სეზონი ჰქონოდა, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

ვინმე რომ დაინტერესდეს, გუნდზე ინტერნეტში ბევრს ვერაფერს მოიძიებს, კლუბს საკუთარი ვებგვერდიც არ აქვს. სირცხვილია.

არადა, საქმე ეხება საქართველოს უძველეს კლუბს და იმ ქალაქს, სადაც ჩვენი ფეხბურთის აკვანი დაირწა, საიდანაც მოგვევლინა ბორის პაიჭაძე და ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე.

ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ამ მიმართულებით დამაფიქრა", - ამბობს ქუთათელაძე.

როგორც ქუთათელაძე ამტკიცებს, მის ინიციატივას გარკვეული უცხოური საფეხბურთო წრეები და ინვესტორები უჭერენ მხარს:

"დიდი ხანია, საფრანგეთსა და უკრაინაში ვსაქმიანობ და ბევრ გავლენიან ადამიანს ვიცნობ.

მოხდა ისე, რომ ჩემს უცხოელ მეგობრებთან სწორედ ქართული ფეხბურთის სატკივარზე ვლაპარაკობდით და ერთ-ერთმა უკრაინელმა მითხრა, რომ "კოლხეთი" მისთვის ძალიან საინტერესო კლუბი იყო - პოსტსაბჭოეთში ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბია და ცხადია, ეს ბევრს ნიშნავსო.

მეც სწორედ ამიტომ დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი. მათ ეს კლუბი პერსპექტიულად მიაჩნიათ და ჩვენი სურვილია, ფოთში ფეხბურთი აღორძინდეს. ამის შედეგია, რომ დიდი ხნის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და მოლაპარაკება ფოთის მერთან, დავით სარსანიასთან დავიწყე.

მალე გვეცოდინება, არის თუ არა თანახმა კლუბის გასხვისებაზე. ეტყობა, დეტალებია შესათანხმებელი. თუ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, სამ წელიწადში გუნდი ევროპალიგის ზონაში მოხვდება".

"კოლხეთიდან" დაინტერესებულ მენეჯერს ინვესტიციის ოდენობაზეც ვკითხეთ:

"თავისთავად ცხადია, რომ კლუბის ასაღორძინებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა - ამაში თანადგომას უკრაინული და ფრანგული მხარე გვპირდება და ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პროექტი განხორციელდება.

გარდა ამისა, ინვესტიცია მხოლოდ ფულის დაბანდებას არ გულისხმობს. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მოთამაშეების ჯგუფი და თუ შეთანხმება შედგა, მათ "კოლხეთში" ჩამოვიყვანთ - ქართველებსაც და უცხოელებსაც. ყოველი ახალი მიზნის შესაბამისად, გვეყოლება ის კონტინგენტი, რომელიც მზად იქნება ამა თუ იმ კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.

ეს ფეხბურთელებიც ინვესტიციის ნაწილია - "კოლხეთში" ისე მივიყვანთ, კლუბი ერთ თეთრსაც არ გადაიხდის...

ასე რომ, ჯერ ფოთელების პასუხს ველით. თავის მხრივ, ჩემგან ელიან პასუხს უცხოელი მეგობრები, რათა კლუბის აღორძინებაში ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. მათგან მყარი გარანტიები გვაქვს, როგორც იტყვიან - სტარტზე არიან.

ჯერ მათი ვინაობის გამხელას მოვერიდები, თუმცა გეტყვით, რომ სოლიდური ხალხია: ერთი - პოპულარული უკრაინული კლუბის ხელმძღვანელია, მეორე კი - ბელგიურის. ამიტომ ვამბობ, რომ "კოლხეთის" აღორძინება რეალურად მეჩვენება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოსო ფილია ქალაქის მერს უჩივის: ნუ მემუქრები, ხალხს თავს არ ვაგინებინებ!

ფოთის მერი: სოსო ფილია იმიტომ არ მომიხსნია, რომ ჩემს შვილს არ ათამაშებდა

სოსო ფილია: მერის შვილი არ ვათამაშე და "კოლხეთიდან" გამიშვეს

ზაზა ინიაშვილი: ფოთის სურვილია, "კოლხეთი" უმაღლესში დავაბრუნოთ

და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?

ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე

ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!

achi
მივესალმები თუ ვინმე კოლხეთს მიხედავსს,,
damisxit damalevinet
ეს აღორძიენების სურვილით მოსპეკულირე ხალხი არ გამოილია... უკრაინაში ფეხბურთში რა და როგორ კეთდება, მეტალისტმაც კარგად დაანახა ყველას, ვინც აქამდე არ იცოდა. იმათი საქმეებიც კარგადაა ცნობილი, უკრაინული "ბიზნესით" რომ სულდგმულობენ. ერთი უკრაინული "ბიზნესი" რაა და მისი "აღორძინებული" ქართული ფეხბურთი?! არ დაიღალეთ ამდენი ზღაპრით?!
ioio
ჯარჯი21- ჯერ ერთი დებილი ... :) მერე მეორე მერიის და მუნიციპალიტეტის საკუთრება არცერთი გუნდი არაა, არსებობს საბიუჯეტო კლუბები რომლებიც არიან რაიონების მიხედვით მერიის მუნიციპალიტეტის ან გამეობის ბალანსზე და საკუთრება სულ სხვა რაღაცაა თბილისის დინამოა რომან ფიფიას საკუთრება და ფოთის კოლხეთი ფოთის მერის საკუტრება არაა და არც ფოთის მერიის ასე რომ ცოტა აზე მოდი და მერე დაწერე ესეთი რაღაცები ბაბუ :)
guja_kakhadze
გაიხარე! წინააღმდეგობა ბევრი იქნება, საქართველოში ამის გარეშე ვერ მუშაობენ?!
R
არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს", საერთოდ ქალაქ ფოთს სათანადო ყურადღება და გასაქანი არ ეძლევა რატომღაც. საპორტო ქალაქია ასეთი შემოსავლებით და ქალაქს ეს ნაკლებად ეტყობა, უმუშევრობა იქ მგონი უფრო მეტია ადგილობრივებს შორის. მე თავად ფოთელი არ ვარ, თბილისელი ვარ, მაგრამ ნათესავები მყავს იქ და მიყვარს ეს ქალაქი.
ramo
რატო და კოლხეთი ფოთის საკუთრებაა. ისე როგორია ვიღაც ტიპი მოდის და გეუბნება ამს გავაკეთებ და შენ გარანტიები მომეციო. ამას ქვია ავანტურა. შემოიტანოს ოფიციალურუ ბიზნეს გეგმა, გარანტიის წერილებით, ფინანსური წყაროებით და მერე განიხილავენ.
saro
კარგი იდეა. იმედია შეთანხმებას მიაღწევენ... სირცხვილია ქალაქი ერთ კლუბს რომ ვერ ინახავს.
ჯარჯი21
იოიო ასე დებილი რავა ხარ ა?აქამდე არ იცი რომ კლუბი მუნიციპალიტეტის ანუ მერიის საკუთრებაა?
gio
ჯერ ის დავალანებაა დაარიგონ რაც გუნდიდან წასული ფეხბურთელების მიმართ აქვთ,თორე სეზონს ვერ დაიწყებენ.სირცხვილია 1 წელია უკვე აქვთ
ioio
ფოთის მერზე რატოა დამოკიდებული ვერ გავიგე მაგის საკუთრებაა?? ჩაერიოს ფედერაცია და მიცენ ამ კაცს რასაც იძახის მჯერა იმიტო რო გავლენიანი აგენტია ვიცი და ვყეალ ფეღბურთშI ჩახედულმა პირმა იცის ნეტა გამოვიდეს !!!
gio
ამ კაცმა ეს ყველაფერი თუ გააკეთა ეროვნულ გმირად ვინც არ შერაცხოს დავაგინე.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"ქართველი ფეხბურთელების ნაწილი აქ ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს"
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში: ბექა ქავთარაძეს "მუსკრონში" გასინჯავენ
"მუსკრონში" მოვწონვარ - ბექა ქავთარაძის გოლი და საგოლე პასები ტესტ-მატჩში [VIDEO]
პრაღის "სლავიამ" სინჯებზე ლევან ყენიას ნათესავი გიორგი კიკნაძე მიიწვია
ქართული გუნდებისგან უარყოფილმა დავით კოხიამ სერბული "ვოივოდინა" მოხიბლა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სერგო ქუთათელაძე: დღეს ქართველებზე ყველა უარს ამბობს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს