საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა 32 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და მენეჯერობას მიჰყო ხელი
კარიერა დაასრულა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც ერთ დროს დიდ იმედებს იძლეოდა - საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და მენეჯერობას მიჰყო ხელი.

32 წლის ჯაკობიამ შარშან უჟგოროდის "ჰოვერლაში" ითამაშა, ორწლიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ფორმა აღიდგინა, გუნდს პირველიდან პრემიერლიგაში გადასვლაშიც დაეხმარა და არც მედიის აღიარება მოჰკლებია...

მაგრამ სეზონის მიწურულს მუხლი დაიზიანა და საბოლოოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს ამბავი მისმა მეგობარმა მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ გვითხრა:

"ლაშამ კარიერა დაასრულა, მაგრამ ფეხბურთში დარჩება და გვერდში დამიდგება. მისი გამოცდილება, კავშირები და სახელი არ შეიძლება დაიკარგოს. მიმაჩნია, რომ ჯაკობიასგან კარგი მენეჯერი დადგება".

ჯაკობიას კარიერა ძალიან კარგად დაიწყო - 17 წლისა ბელგიური "სტანდარდის" სრულუფლებიანი წევრი გახდა, მაგრამ ტრავმებმა გაამწარა და რამდენიმე კლუბში წარუმატებელი თამაშის შემდეგ, 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა.

ასევე წარუმატებელი იყო მისი კარიერა თბილისის "დინამოსა" და "თბილისში".

2004 წლის იანვარში ჯაკობია საბერძნეთის "იანინაში" გადავიდა, მაგრამ იმავე წელს ხარკოვის "მეტალისტში" აღმოჩნდა. სწორედ უკრაინაში, მირონ მარკევიჩის ხელმძღვანელობით გაეხსნა "მეორე სუნთქვა". მერე ალექსანდრ ზავაროვთან, კიევის "არსენალშიც" ბრწყინავდა, ორივეგან გუნდის ლიდერი და კაპიტანი იყო...

მაგრამ გეხსომებათ 2010 წლის მარტი, როცა ჯაკობია დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა და დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის შემდეგ ის მაინც დაბრუნდა ფეხბურთში, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით.

ჯაკობია იყო საქართველოს ნაკრების წევრიც და მისი მაისურით 14 მატჩში 1 გოლიც გაიტანა. ითამაშა 18-წლამდელთა ევროპის 1998 წლის ჩემპიონატზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
კიდევ ერთმა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა პერსპექტიულად დაამთავრა კარიენა . . .
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
"ქართველი ფეხბურთელების ნაწილი აქ ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს"
კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში: ბექა ქავთარაძეს "მუსკრონში" გასინჯავენ
"მუსკრონში" მოვწონვარ - ბექა ქავთარაძის გოლი და საგოლე პასები ტესტ-მატჩში [VIDEO]
პრაღის "სლავიამ" სინჯებზე ლევან ყენიას ნათესავი გიორგი კიკნაძე მიიწვია
ქართული გუნდებისგან უარყოფილმა დავით კოხიამ სერბული "ვოივოდინა" მოხიბლა
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
სერგო ქუთათელაძე: დღეს ქართველებზე ყველა უარს ამბობს