ბელორუსმა ჩოგბურთელმა ცინცინატის ტურნირის ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მისთვის არცთუ სახარბიელოდ დაიწყო - 2:6, 6:2, 7:6 (6)
ცინცინატის ტურნირის გამარჯვებული ვიქტორია აზარენკა მიიჩნევს, რომ ტურნირის ფინალში სერენა უილიამსთან ბრწყინვალე გამარჯვებაც კი ვერ აქცევს მას აშშ-ის ღია პირველობის ფავორიტად.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა 18 აგვისტოს გამართულ ცინცინატის ტურნირის ფინალში ამერიკელ სერენას უილიამსს აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მისთვის არცთუ სახარბიელოდ დაიწყო - 2:6, 6:2, 7:6 (6).

ცინცინატიში მოპოვებული გამარჯვება ბელორუსი ჩოგბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მესამე, კარიერაში კი მეჩვიდმეტეა. ამ სეზონში აზარენკა და უილიამსი უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 2:1-ია ვიქტორიას სასარგებლოდ. სერენამ ის ერთადერთი გამარჯვება რომში, გრუნტზე იზეიმა.

ცინცინატიში გამარჯვების მიუხედავად, ვიქტორიას ეჭვიც არ ეპარება, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე უმთავრესი ფავორიტი მაინც სერენა იქნება.

"გასაგებია, რომ ეს დიდი გამარჯვებაა. ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა და თავად ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი გარჯით.

ფანტასტიკური ორთაბრძოლა გაჩაღდა - არცერთი ვთმობდით რამეს. ნამდვილი ომი იყო.

გადამწყვეტი ის იყო, რომ პირველი სეტის შემდეგ ძალების მობილიზება, საკუთარი თამაშის სტილის შეცვლა შევძელი და ბოლომდე ვიბრძოლე. ამიერიდან ასევე გავირჯები, როდესაც სერენასთან თამაში მომიწევს.

თუმცა აშშ-ის ღიაზე ფავორიტი არ ვიქნები. აშშ-ში ვიქნებით, თანაც, სერენა მსოფლიოში ნომერ პირველია. ის დიდი ჩემპიონია, რომელიც ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებს. ამ ყველაფრის გამო, ვფიქრობ, რომ იქ სწორედ ის იქნება მთავარი ფავორიტი", - აქვეყნებს ბელორუსის ნათქვამს WTA-ს ოფიციალური საიტი.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია