შეძლებს თუ არა ახალგაზრდა გერმანელი დიადი თანამემამულის რეკორდების დამხობას?
შეძლებს თუ არა ახალგაზრდა გერმანელი დიადი თანამემამულის რეკორდების დამხობას?

ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პილოტი, გერმანელი მიხაელ შუმახერი ახლა 44 წლისაა.

გასული სეზონის ბოლოს ის ხელმეორედ წავიდა ავტოსპორტიდან. მისი თანამემამულე სებასტიან ფეტელი კი მხოლოდ 26 წლის გახლავთ, მაგრამ უკვე დაამხო დიადი შუმის რამდენიმე რეკორდი, თუმცა ლაპარაკია ასაკობრივ და არა აბსოლუტურ რეკორდებზე.

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ მოქმედ პილოტებს შორის სწორედ სებასტიანს აქვს შუმახერის რეკორდების დამხობის საუკეთესო შანსები.

იმ მომენტისთვის, როცა შუმახერმა ავტოსპორტში მწვერვალებს მიაღწია, სებასტიანი მხოლოდ ოთხი წლის იყო და თავისი სახლის ეზოში მინიატურული კარტით დასეირნობდა.

შუმახერი მისი ბავშვობის გმირი იყო და როცა 16 წლის შემდეგ, ფეტელი ფორმულა 1-ში მოხვდა, შუმი სწორედ მაშინ წავიდა პირველად ჩემპიონატიდან. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მიხაელი დაბრუნდა და კიდევ სამი სეზონი გაატარა ფორმულა 1-ში.

და რაც ყველაზე საინტერესოა, სწორედ ამ სამ წელიწადში მოიგო ფეტელმა ყველა ის ტიტული, რომელიც ახლა გააჩნია.

ორივე გერმანელი პირველად ჩემპიონი ფორმულა 1-ში თავის მეოთხე სეზონში გახდა. შუმახერი იმ მომენტისთვის 25 წლის იყო, ფეტელს კი ამ ასაკში უკვე სამი ტიტული ჰქონდა მოგებული.

სებასტიანმა თავისი პირველი რეკორდი ჯერ კიდევ "დიდ ცირკში" დებიუტამდე დაამყარა: 2006 წელს, თურქეთში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, რომელსაც ოდესმე მონაწილეობა მიუღია გრანპრის დროს ოფიციალურ ვარჯიშში (მეორე სესიისას მან საუკეთესო დრო აჩვენა). იმავე უქმეებზე კიდევ ერთი "რეკორდი" დამყარდა - სებამ მიიღო ყველაზე სწრაფი ჯარიმა ისტორიაში, რადგან პიტ-ლეინზე დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბა.

მიხაელ შუმახერს დებიუტი "ჯორდანში" 1991 წელს, ბელგიის გრანპრის დროს ჰქონდა.

კვალიფიკაციისას მან გასაოცრად მაღალი შედეგი - მეშვიდე დრო აჩვენა, რაც საუკეთესო იყო გუნდისთვის იმ სეზონში, თუმცა რბოლისას პირველივე წრეზე გამოეთიშა ბრძოლას გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის გამო.

სებასტიან ფეტელმა თავის პირველ კვალიფიკაციაში "BMW-ზაუბერის" მანქანით ასევე მეშვიდე დრო აჩვენა (2007, ინდიანაპოლისი), თუმცა რბოლაში ფინიშამდე მისვლა მოახერხა - მერვე ადგილი დაიკავა, რითაც ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა ისტორიაში, ვინც ქულა მოიპოვა - 20 წლამდე მას სამი კვირა რჩებოდა.

თავისი პირველი სრულფასოვანი სეზონი ფეტელმა 2008 წელს, "ტორო როსოს" შემადგენლობაში გაატარა. მონცაში, იტალიის გრანპრის დროს, მან ერთბაშად სამი ახალი რეკორდი დაამყარა - ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, რომელმაც პოული მოიპოვა, პოდიუმზე ავიდა და გრანპრის გამარჯვებული გახდა.

მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი ქულები კარიერაში უკვე მეორე ეტაპზე მოიპოვა (მეხუთე ადგილი). ეს მოხდა იმავე მონცაზე "ბენეტონის" ბოლიდით.

პირველი პოულისთვის შუმახერს თითქმის ორჯერ მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ფეტელს - მან 42-ე რბოლაში მოიპოვა სასტარტო ბილიკზე პირველი ადგილი, იმ დროს, როცა სებასტიანის ანალოგიური მაჩვენებელი - 22-ე რბოლა იყო.

მაგრამ პირველი გამარჯვება შუმახერმა უფრო ადრე მოიპოვა - მე-18 გრანპრიზე. იმ მომენტისთვის მიხაელი 23 წლის იყო.

ამავე ასაკში ფეტელმა მოიგო თავისი პირველი ტიტული, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა ისტორიაში. ერთი წლის შემდეგ ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი (ოდესღაც ეს რეკორდი შუმახერს ეკუთვნოდა, მაგრამ ის ფეტელამდე ფერნანდო ალონსომ დაამხო).

25 წლის ასაკში, ფეტელი ყველაზე ახალგაზრდა სამგზის ჩემპიონი გახდა. ამ ასაკში შუმახერმა თავისი პირველი ტიტული მოიგო.

ჩემპიონატში სამმა ტრიუმფმა ფეტელი ისეთი პილოტების გვერდით დააყენა, როგორებიც არიან - აირტონ სენა, ნელსონ პიკე, ნიკი ლაუდა, ჯეკი სტიუარტი და ჯეკ ბრებემი. მხოლოდ ალენ პროსტს, ხუან-მანუელ ფანხიოსა და მიხაელ შუმახერს მიუღწევიათ უფრო მეტისთვის.

უფრო მეტიც - ისეთმა პილოტებმაც კი, როგორებიც არიან სენა და პროსტი, ერთზე მეტი ტიტული მხოლოდ 30 წელს გადაცილებულებმა მოიგეს და ფეტელს უკვე წელს აქვს ჩემპიონობის რაოდენობით მათი გასწრების შანსი.

არადა, ის მხოლოდ 26 წლისაა. დაგროვებული ქულების რაოდენობით, ფეტელი უკვე ძალიან მიუახლოვდა შუმახერს, მაგრამ ამ მხრივ შედარება არ იქნება მართებული, რადგან 2010 წელს ქულათა დარიცხვის სისტემა შეიცვალა და დღეს მოგებაზე გაცილებით მეტი ქულა იწერება.

ამავდროულად, ფეტელს სამჯერ ნაკლები მოგება და პოდიუმი აქვს, ვიდრე შუმახერს.

ამ სეზონის ბოლოს ფეტელის მიერ ფორმულა 1-ში ჩატარებული რბოლების რაოდენობა 120-ს მიაღწევს.

შუმახერს კარიერაში 306 რბოლა ჩაუტარებია და სებასტიანი მას რომ დაეწიოს, ფორმულა 1-ში დაახლოებით კიდევ 10 წელი უნდა გაატაროს. იმ მომენტისთვის ის 36 წლის იქნება.

თავისი ბოლო ტიტული შუმახერმა 35 წლის ასაკში მოიგო, ბოლო რბოლაში გამარჯვება ორი წლით გვიან მოიპოვა, ბოლო გრანპრი კი 43 წლის ასაკში ჩაატარა.

ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ შუმახერმა ვერც ერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია, მაგრამ გასულ წელს დაამტკიცა, რომ ჯერ ისევ შეუძლია სწრაფი იყოს ტრასაზე - მან საუკეთესო დრო აჩვენა მონაკოს კვალიფიკაციის დროს.

შუმიმ ასევე დაამტკიცა, რომ თანაბრად ბრძოლა შეუძლია ახალგაზრდა კოლეგების წინააღმდეგ, როცა ევროპის გრანპრის პოდიუმზე აღმოჩნდა. ეს მოხდა მისი პირველი პოდიუმიდან (1992) 20 წლის თავზე. შესაძლებელი იქნება თუ არა იგივეს დაწერა ფეტელზე 2028 წელს? ამას დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია