ქუთაისის "აიას" მთავარი მწვრთნელი გუნდის მზადებასა და მიზნებზე საუბრობს
უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის "აია" ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მიზანდასახულ გუნდად ჩამოყალიბდა.

ამ სამი სეზონის განმავლობაში ქუთაისელთა შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა, გუნდიდან გამოცდილი მორაგბეები მიდიოდნენ და მათ ადგილს ახალგაზრდები იკავებდნენ, მაგრამ ამ ცვლილებებს ქუთაისური გუნდი არ დაუსუსტებია.

"აია" გასულ სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, მცირე ფინალშიც გავიდა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

ქუთაისელებმა წლევანდელი სეზონი წარმატებით დაიწყეს, შვიდკაცაში ჩემპიონები გახდნენ და ეროვნულ ჩემპიონატსაც იმედიანად ხვდებიან.

"აიას" მზადებასა და მიზნებზე გუნდის მწვრთნელს, კობა გიორგაძეს ვესაუბრეთ.

- როგორ ემზადება "აია" ახალი სეზონისთვის და რა ცვლილებებია გუნდში?

- ახალი სეზონისთვის მზადებას შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის დაწყების წინ შევუდექით და მას შემდეგ სამწვრთნელო პროცესში ვართ.

შევიმუშავეთ სეზონისწინა მოსამზადებელი პროგრამა და ვარჯიშები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ძირითადად, ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე ვვარჯიშობთ.

სარაგბო სკოლაში ტრენაჟორები გვაქვს და მორაგბეები ფიზიკურ კონდიციებს იქ იუმჯობესებენ. 25 აგვისტოს გრიგოლეთში ერთკვირიან შეკრებაზე გავემგზავრებით. ქუთაისში 2 სექტემბერს დავბრუნდებით და 7 სექტემბერს ჩემპიონატის პირველ მატჩს ვითამაშებთ.

გვაქვს რამდენიმე ცვლილება: გუნდი დატოვა და თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა ლევან თხელიძე; ხოლო გიორგი ლომთაძე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "ლელოში" განაგრძობს კარიერას. საფრანგეთის მეორე დივიზიონის "ოშში" გადაბარგდა თორნიკე ლომიძე. დანარჩენები გუნდში არიან და სეზონისთვის ემზადებიან.

- გუნდიდან წასული სამივე მორაგბე შერკინების ხაზიდანაა. გასული სეზონის ბოლოს "აიას" შერკინებაში ისედაც პრობლემები ჰქონდა და მათი წასვლა გუნდზე ცუდად არ იმოქმედებს?

- თხელიძე და ლომთაძე შერკინების კვაჭები არიან და ერთბაშად ორივეს გუნდიდან წასვლა, ცხადია, პრობლემებს გვიქმნის. თუმცა, ახალგაზრდული გუნდიდან დავიმატეთ ბიჭები და მათი იმედი გვაქვს.

- ახალწვეულებზე რას გვეტყვით?

- საფრანგეთიდან დაგვიბრუნდა დავით ლოსაბერიძე. "ლუი", როგორც მას მეგობრები ეძახიან, "აიასთვის" დიდი ძალა იქნება. ახალგაზრდული გუნდიდან გადმოვიყვანეთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი ტორაძე. დანარჩენი ახალწვეულებიც ჩვენი ახალგაზრდული გუნდიდან დავიმატეთ.

წლეულს, ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად, სათადარიგო გუნდების ჩემპიონატიც გაიმართება და ამისთვისაც ვემზადებით. გავაკეთეთ "აიას" სათადარიგო გუნდი, რომელშიც დაახლოებით 57 მორაგბე ირიცხება.

ახალგაზრდა ბიჭები ყოველთვის ყურადღების ცენტრში გვყავს. "აიას" მომავალი მათ სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული. კარგია, რომ სათადარიგო გუნდების პირველობა საქართველოშიც აუცილებელი გახდა. მთელ მსოფლიოში ასე ხდება, მხოლოდ ჩვენთან არ იყო უსახსრობის გამო და რადგანაც ქართულ რაგბიში ფული გაჩნდა, ამ შეჯიბრების გამართვაც სავალდებულო გახდა.

- გუნდი საბოლოოდ დააკომპლექტეთ თუ ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ უნდა ველოდეთ ცვლილებებს?

- გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, განაცხადები გაგზავნილი გვაქვს და არანაირი ცვლილება აღარ იქნება.

- რა მიზნებისთვის იბრძოლებს "აია" მომავალ ჩემპიონატში?

- როგორც ყოველთვის, უმაღლესი "მწვერვალისთვის" ვიბრძოლებთ. "აიასთვის" ჩემპიონობის გარდა სხვა მიზანი არ არსებობს. ჩვენს პრინციპებს წლეულსაც არ ვუღალატებთ.

- როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?

- მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პროგრამით 300 000 ლარი დაგვიმტკიცეს, ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაგვიუმჯობესდა და ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს.

- სხვა გუნდებში მიმდინარე პროცესებს თუ ადევნებთ თვალს და როგორი ჩემპიონატის მოლოდინში ხართ?

- რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით, ჩვენი მოწინააღმდეგეების ბანაკში რა ხდება. კარგია ის, რომ მორაგბეები მშობლიურ კლუბებს უბრუნდებიან. მაგალითად, "ლელოს" რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც "ყოჩების" აღზრდილი იყო, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს სხვა კლუბებშიც.

ფინანსურად ყველა მოძლიერდა. რამდენიმე თბილისურმა კლუბმა სპონსორიც იშოვა და საკუთარ მოთამაშეებს ნელ-ნელა იბრუნებს. ყოველივე ეს იმედს მაძლევს, რომ "თავკომბალა" გუნდი ჩემპიონატში არ იქნება და კონკურენცია გაიზრდება.

- ქუთაისში ახალი სარაგბო კომპლექსი შენდება. სულ მალე ორი მოედანი მზად იქნება და ახალ არენაზე თამაშს როდის შეძლებთ?

- კომპლექსის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ წლის ბოლოს ორი მოედანი გაიხსნება. საფარის დაგებიდან სამი თვე იქ თამაში არ შეიძლება და, ალბათ, ამ სეზონზე ახალ სტადიონზე ვერ ვიასპარეზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" - ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓔᓑᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓛᓔᓑᓠᓫᓝᓚᓘ ᓡᓣᓚᓘᓡ ᓘᓛᓔᓓᓐᓓ
ქუთაისის "აიას" მწვრთნელი: ჩემპიონატში ჩვენზე ძლიერი არავინაა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
აია-ლოკომოტივი 12:15 - სინაურიძე-წიკლაურის დუელი
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
ᓥ