"აიას" სამზადისსა და სამომავლო გეგმებზე გუნდის მენეჯერი კობა გიორგაძე საუბრობს
ქუთაისის "აია" სარაგბო სეზონის განახლებისთვის გამალებით ემზადება. ქუთათურებმა მიმდინარე ჩემპიონატი არცთუ წარმატებით დაიწყეს და გათამაშების ცხრილში 11 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ და ამის დამტკიცებას მეორე ეტაპზე შეეცდებიან.

"აიას" სამზადისსა და სამომავლო გეგმებზე გუნდის მენეჯერს, კობა გიორგაძეს ვესაუბრეთ.

- როგორ ემზადება "აია" სეზონის განახლებისთვის?

- 15 იანვრიდან შეკრებაზე დუშეთის ოლიმპიურ ცენტრში ვიმყოფებით, სადაც 24 იანვრამდე დავრჩებით. გუნდი სრული დატვირთვით ემზადება, სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს, ყურადღებას როგორც ტექნიკურ, ასევე ფიზიკურ მომზადებაზე ვამახვილებთ. ძალიან კარგი პირობები გვაქვს და ვცდილობთ, ნაყოფიერად გამოვიყენოთ. "აია" განახლებულ ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდეს.

- გუნდში რა ცვლილებებია?

- ცვლილებებს რაც შეეხება, ბევრი სიახლე არა გვაქვს. როგორც ყოველთვის, "აიას" ახალგაზრდული გუნდიდან, რომელიც გასულ წელს ჭაბუკთა "ა" ლიგის გამარჯვებული გახდა, რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა დავიმატეთ. ისინი ბოლნისში გუნდთან ერთად იმყოფებიან შეკრებაზე და მალე ოფიციალურ შეხვედრებშიც გამოჩნდებიან. მოგეხსენებათ, შუა სეზონის დროს შიდა ჩემპიონატში კლუბიდან კლუბში გადასვლა არ შეიძლება. თუ კლუბს ვინმეს დამატება უნდა, აუცილებლად უცხოეთიდან უნდა მიიწვიოს ან თავისი ახალგაზრდული გუნდიდან დაიმატოს. ჩვენ აქცენტს ისევ ახალგაზრდებზე ვაკეთებთ.

- ძირითადად, რომელი პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობთ?

- ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დუშეთში ვიახლეთ, არიან უკანა ხაზისა და შერკინების მოთამაშეები, ასევე, 9 ნომერი. პირველ ეტაპზე შერკინებაში შეგვექმნა პრობლემები და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად ვმუშაობთ.

- პირველ ეტაპზე რამდენიმე თამაში ბოლო წუთებზე წააგეთ. ალბათ, ეს არასახარბიელო ფიზიკური მომზადების გამოც მოგივიდათ...

- ჩემპიონატი ისე დავიწყეთ, რომ სეზონის წინ შეკრება საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ ჩვენ ვერ გავიარეთ. ამან "აიას" თამაშზე უარყოფითად იმოქმედა.

ისედაც გაახალგაზრდავებული შემადგენლობა გვყავდა და მცირე დროში მათი ჯეროვნად შეთამაშება ვერ მოესწრო. ამას ასაკობრივ ნაკრებებში ჩვენი მოთამაშეების მიწვევაც თან დაერთო; იყო შემთხვევები, როცა ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი გვაკლდა, ტექნიკური შეცდომებიც იყო... თუმცა, ახლა თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ ყველა ხარვეზი აღმოიფხვრას და გულშემატკივრების წინაშე გაცილებით ძლიერი "აია" წარდგეს.

- გათამაშების ცხრილში ამ ეტაპზე მე-6 საფეხურზე იმყოფებით. ალბათ, ისეთი ამბიციური გუნდი, როგორიც "აიაა", ასეთი შედეგით არ დაკმაყოფილდება...

- პირველ რიგში, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრას ვგეგმავთ, რაც პლეი ოფში თამაშის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ კი საპრიზო ადგილებისთვისაც ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაა და ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ. მეორე-მეოთხე ადგილებზე მყოფ "ბათუმს", "ლელოს" და "ხარებს" 30-30 ქულა აქვთ, ჩვენ და "ლოკომოტივს" კი 24-24. ასე რომ, დარჩენილ ტურებში ყველაფერი შესაძლებელია.

- სეზონს გათამაშების ლიდერ ბოლნისის "ყოჩებთან" მატჩით განაახლებთ. რას იტყვით ამ დაპირისპირებაზე?

- "ყოჩები" რომ ძლიერი გუნდია, ამაზე სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს, სეზონის წინ საკმაოდ კარგი დაფინანსება მიიღეს, რამაც საშუალება მისცათ, სხვადასხვა კლუბში გაფანტული მორაგბეები დაებრუნებინათ და ძლიერი და შეკრული გუნდი ჩამოაყალიბეს.

თუმცა ჩვენს გუნდზე წინ ვერ დავაყენებ. თუკი მოვინდომებთ და ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, არა მგონია, საქართველოს ჩემპიონატში ჩვენზე ძლიერი გუნდი თამაშობდეს.

აქამდე გამოუცდელობით ვაგებდით თამაშებს, იყო შეცდომები, მაგრამ ვინც "აიას" ასპარეზობას თვალს ადევნებდა, დამეთანხმება, რომ თამაშიდან თამაშამდე გუნდი პროგრესირებდა, ახლა კი შევეცდებით, ეს შეცდომები სრულად აღმოვფხვრათ.

- დაფინანსების საკითხი მოგვარებული გაქვთ?

- სეზონის ბოლომდე ბიუჯეტი გათვლილი გვაქვს და არ გვგონია, პრობლემები შეგვექმნას. რაგბის კავშირის მიერ გამოყოფილ თანხებთან ერთად, ალბათ, ქალაქის მერიაც დაგვეხმარება. "აიას" სპონსორი "კავკასუს ონლაინიც" დაუბრუნდა.

- ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა რა ეტაპზეა?

- როგორც დაგვპირდნენ, თებერვლის ბოლოს სასტუმროს მშენებლობას აუცილებლად დაიწყებენ; სათადარიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი დასრულებულია, ცოტა დრო სჭირდება და იქ სავარჯიშოდაც შევალთ. ხელოვნურსაფარიან მოედანზე დღესაც მუშაობენ და გვპირდებიან, რომ უამინდობის შემთხვევაში, 31 იანვარს "ყოჩების" წინააღმდეგ მასზე თამაში შესაძლებელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება? - მოურინიოს "რეალში" "სპორტინგის" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ქვეყანაში ებოლას ვირუსის აფეთქებაა - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მუნდიალზე მაინც დაუშვებენ
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" - ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓔᓑᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓛᓔᓑᓠᓫᓝᓚᓘ ᓡᓣᓚᓘᓡ ᓘᓛᓔᓓᓐᓓ
"აიას" მწვრთნელი კობა გიორგაძე: მიზანი ერთია, მხოლოდ ჩემპიონობა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
აია-ლოკომოტივი 12:15 - სინაურიძე-წიკლაურის დუელი
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
ᓥ