საჭიდაოდ გასული 5 ქართველიდან არათუ მედალი ვერც ერთმა ვერ მოიპოვა, სანუგეშო წრეშიც მხოლოდ ორი მათგანი გადავიდა
რამდენადაც წარმატებული აღმოჩნდა ჭაბუკ "ბერძენ-რომაელთა" მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის, იმდენად წარუმატებელი გამოდგა მეორე დღე - საჭიდაოდ გასული 5 ქართველიდან არათუ მედალი ვერც ერთმა ვერ მოიპოვა, სანუგეშო წრეშიც მხოლოდ ორი მათგანი გადავიდა, დანარჩენები კი ადრევე გავარდნენ.

ამდენად, დავით ბედინაძის კრებული სტარტზე მოპოვებული შედეგით ბრუნდება სერბული სრენჯანინიდან - თითო ოქრო-ბრინჯაო.

მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე გახდა, მესამე ადგილზე კი ლევან ქავჟარაძე (58) გავიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ოქროს მედალი და ისიც მძიმე წონაში მოპოვებული - ნამდვილად ყურადსაღები შედეგია, თუმცა ასეთი რანგის ტურნირში ორი ჯილდო თვით ნაკრების მწვრთნელებსაც არ დააკმაყოფილებთ.

გუშინ ჩვენებიდან ყველაზე უკეთ ირაკლი ჩხარტიშვილი (76) გამოვიდა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა. მას პირველივე წრეში სოლიდური მეტოქე ერგო - უნგრელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ედუარდ რაკოლტა, თუმცა ჩხარტიშვილმა იოლად გაიმარჯვა - 3:0; 1:0.

დიდი პრობლემები არც მომდევნო ორ შეხვედრაში შეჰქმნია - ებრაელ ბარ-ელ ზიმკინდს ორი პერიოდის ჯამში 3:1 მოუგო, ინდოელ მანჯეეტ დალალს კი ასევე ორ სეტში 5:2 სძლია.

ამით ჩვენებური ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა, სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვერ შეძლო - ჯერ მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ასენ სასაკისთან დამარცხდა 1:3, მერე კი ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაც დათმო ყაზახ ტამერლან შადუკაევთან - 0:6.

სანუგეშო წრეს გიგა ქოქოლაძემაც (85) უწია, რადგან პირველივე წრეში ამ ტურნირის მომავალ თურქ ფინალისტთან, ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს მედალოსან მუჰამედ ცანბიცაკთან 0:3; 0:2 დამარცხდა.

ქოქოლაძემ დამამშვიდებელშიც პირველივე წრეში წააგო - გერმანელ ჯულიან ნოიმაიერთან 1:5. ამ წონაში ქართველი მაინც ავიდა კვარცხლბეკზე, მაგრამ რუსეთის სახელით - ვლადიმერ შავლოხაშვილი მესამე ადგილზე გავიდა.

ნაადრევად წააგო ნუგზარ წურწუმიამ (42) - რუს ვლადისლავ გუდოზნიკოვს 4:1 კი აჯობა, მაგრამ აზიის ყაზახ ვიცე-ჩემპიონ ზელიმხან უსმანოვთან დამარცხდა და გავარდა.

მართალია, ევროპის წლევანდელმა ბრინჯაოს მედალოსანმა თემურ შავაძემ (46) ამერიკელ ტანერ კოქსს აჯობა, თუმცა უზბეკ ჯავოხირ მირახმედოვთან წააგო. მისი მოგვარე ნუკრი შავაძე (76) პირველივე წრიდან გავარდა მექსიკელ ხორხე ალონსო ხიმენეს სუნიგასთან მარცხით.

კვარცხლბეკი

42 კგ. 1. ემინ საფერშაევი (უკრაინა); 2. ნურბეკ მაკსატბეკოვი (ყირგიზეთი); 3. სლავიკ გალსტიანი (სომხეთი), ცადე ოლივასი (აშშ); 10. ნუგზარ წურწუმია (საქართველო).

46 კგ. 1. მოჰამად მონფარედ სოლთანი (ირანი); 2. ვლადისლავ მელნიკოვი (რუსეთი); 3. იავოხირ მირახომედოვი (უზბეკეთი), კანან საფაროვი (აზერბაიჯანი); 8. თემურ შავაძე (საქართველო).

69 კგ. 1. ასენ სასაკი (იაპონია); 2. სერხან აკოიუნი (თურქეთი); 3. ჯონ ჯაი ჩავესი (აშშ), ტამერლან შადუკაევი (ყაზახეთი); 5. ირაკლი ჩხარტიშვილი (საქართველო).

76 კგ. 1. ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი); 2. ბერტალან პაპი (უნგრეთი); 3. ალი ცენგიზი (თურქეთი), მაირბეკ ადიგუნოვი (რუსეთი); 14. ნუკრი შავაძე (საქართველო).

85 კგ. 1. სოსლან ფანზიევი (აზერბაიჯანი); 2. მუჰამედ ცანბიცაკი (თურქეთი); 3. ვლადიმირ შავლოხაშვილი (რუსეთი), დენისლავ ზლატევი (ბულგარეთი); 14. გიგა ქოქოლაძე (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩხარტიშვილი კი არა თარხნიშვილია!!! :@
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
ხვიჩა ფორმაში და საფონოვზე კარგი "მამარდა" - ლიგის 1/4-ფინალები
18 წ. | როტაციით ინგლისთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: ბედინაძე ძველებს ენდო
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
გულშემატკივრები შოკში არიან - 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: შემადგენლობამდე საკონტროლოებიო
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველი ბერძენ-რომაელების უმედლო II დღე
დღეს თბილისში სტარტს ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს
ზვიად პატარიძის დიდი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე
FIFA-მ დაადასტურა - 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
ჭიდაობა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ისევ მშვენიერი დასაწყისი - ოქრო-ვერცხლი